გართულებები
ანტიმიკრობული რეზისტენტობა მზარდ ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით ინდოეთის სუბკონტინენტზე.
მუცლის ტკივილი მკვეთრი გაუარესებით ან რექტალური სისხლდენის განვითარება საფიქრებელს ხდის ნაწლავთა პერფორაციის შესაძლებლობას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტიფოიდური ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის დაწყლულებით და პერფორაციით მლივი ნაწლავის სანათურშიCDC/შეიარაღებული ძალების პათოლოგიის ინსტიტუტი, ჩარლზ ნ. ფარმერი; მიღებულია ნებართვა [Citation ends].
ყველაზე მნიშვნელოვანი გართულებები, როგორიცაა გასტროდუოდენური სისხლდენა და ნაწლავური პერფორაცია, ენდემურ ქვეყნებში შესაძლოა განუვითარდეს პაციენტების 10%-დან 15%-ს, როგორც წესი, დაავადების მეორე კვირის შემდეგ.
მოგზაურთა შორის ეს გართულებები იშვიათია, სავარაუდოდ სამედიცინო დახმარებისთვის დროული მიმართვიანობის გამო.
ნაწლავთა პერფორაციის შემთხვევებში არჩევის მეთოდს წარმოადგენს ქირურგიული მკურნალობა. ქირურგიული მართვის ოპტიმალური მეთოდი კვლავ საკამათოა, კერძოდ: მარტივი დახურვა თუ ნაწლავთა სეგმენტური რეზექცია, ან პირველადი დახურვა თუ გადავადებული პირველადი დახურვა.[87][88] ტიფოიდური პერფორაციის ქირურგიულ მართვასთან დაკავშირებული სიკვდილობა ბოლო 50 წლის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში შემცირდა 50%-დან ერთეულ შემთხვევებამდე, რაც უკავშირდება ქირურგიული ტექნიკის განვითარებას და დამხმარე თერაპიის გაუმჯობესებას.[89]
ნაწლავურ ცხელების შედეგად განვითარებული სეფსისი აღწერილია ახალშობილებში იშვიათი შემთხვევების სახით. ჩვილ ბავშვებში კლინიკური მანიფესტაცია მერყეობს უსიმპტომო ინფექციიდან სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ დავადებამდე. შედეგად, სალმონელას დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ახალშობილთა სეფსისის დიფერენციალურ დიაგნოზებში, განსაკუთრებით ენდემურ რეგიონებში.[92]
სასიკვდილო გამოსავალი უფრო ხშირია ენდემურ რეგიონებში (30%-მდე) და ემიგრანტებში, მაგრამ იშვიათია ხანმოკლე დროით მოგზაურობის შემთხვევაში.[93]
ქრონიკული ბილიური მატარებლობა შესაძლოა გამოუვლინდეს პაციენტთა 2%-დან 5%-მდე, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად. ბილიური მატარებლობა განისაზღვრება, როგორც მიკროორგანიზმის გახანგრძლივებული გამოყოფა 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო მატარებლები წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკს, განსაკუთრებით ვინც არის ჩართული კვების სერვისის ინდუსტრიაში.
აგრეთვე შესაძლოა განვითარდეს ნაწლავის გარე გამოვლინებები. აღნიშნული მოიცავს ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობას (3%-35%), ფილტვის ჩართულობას (1%-86%), ძვლების და სახსრების (≤1%) და შარდ-სასქესო სისტემის ჩართულობას (<1%). კარდიოვასკულარული გართულებები ვლინდება შემთხვევების 1%-დან 5%-ში და ძირითადი გართულებების სახით მოიცავს ელექტროკარდიოგრაფიულ ცვლილებებს, მიოკარდიტს და ენდოკარდიტს. ნაკლები სიხშირით ვლინდება პერიკარდიტი და არტერიტი.[90] აღნიშნული გართულებები უპირატესად ფიქსირდება პოპულაციებში, რომელთათვისაც ტიფოიდი ენდემურია და სადაც სამედიცინო დახმარების დროული მოთხოვნა შეიძლება იყოს გაძნელებული. ენდემურ რეგიონებში ჩასულ მოგზაურთა შორის ეს გართულებები იშვიათად ფიქსირდება, თუმცა შეტყობინებულ შემთხვევებს შორის ფიქსირდება თითქმის ფატალური მიოკარდიტის შემთხვევა.[91]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას