განხილვები პაციენტთან
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Klinische richtlijn rond lage rugpijn en radiculaire pijnავტორი: KCEბოლო გამოქვეყნება: 2018Guide de pratique clinique pour les douleurs lombaires et radiculairesავტორი: KCEბოლო გამოქვეყნება: 2018ყველა პაციენტის საწყისი მკურნალობა მოიცავს რჩევებს გამამწვავებელი ფაქტორების აცილებისა და სხეულის არასწორი მოძრაობის თაობაზე. უფრო სპეციფიკური რჩევა, ინდივიდუალიზებული პაციენტის ცხოვრების სტილისადმი, შესაძლოა მივცეთ ინფორმაციასთან ერთად წელის ვარჯიშების თაობაზე, რომლებიც შესაძოა გაკეთდეს სახლში.
დისკოგენურ წელის ტკივილთან დკავშირებული სიმპტომები შესაძოა ცვალებადობდეს, ნებისმიერი ნევროლოგიური დეფიციტის არსებობამ უნდა განაპირობოს ვიზიტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, რადგანაც ეს სხვა ეტიოლოგიის დაავადებებზე სავარაუდოა. პაციენტებმა უნდა მოახსენონ სისუსტის, გაბუჟების, ცხელების, ნაწლავების ან შარდის ბუშტის დისფუნქციის ან სქესობრივი დისფუნქციის ნებისმიერი ნიშანი ან სიმპტომი
დისკოგენური წელის ტკივილის მქონე პაციენტებში გამოიყენება მულტიდისციპლინური მიდგომა.[161][162] ეს მოიცავს ფიზიკურ ელემენტს და აგრეთვე სოციალური, პროფესიული და ფსიქოლოგური კომპონენტების კომბინაციას. მულტიდისციპლინური რეაბილიტაცია უფრო ეფექტურია, ვიდრე მარტივი რეაბილიტაციის პროგრამები.[161][163]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას