გართულებები

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Klinische richtlijn rond lage rugpijn en radiculaire pijnავტორი: KCEბოლო გამოქვეყნება: 2018Guide de pratique clinique pour les douleurs lombaires et radiculairesავტორი: KCEბოლო გამოქვეყნება: 2018
გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
დაბალი

ოპერაციამ, რომელიც მოიცავს მხოლოდ დეკომპრესიას ან კომბინირებულია შერწყმასთან, შესაძლაო გამოიწვიოს მაგარი გარსის დახეთქვა, რაც სარისკოა ცხენის კუდის და ნერვის ფესვის დაზიანების განვითარებისთვის.[177]

მოკლევადიანი
დაბალი

სისხლძარღვების დაზიანება შესაძლოა გამოვლინდეს წინა ექსპოზიციის შედეგად. თეძო-წელის ვენები განწყობილია აღნიშნულისადმი, როდესაც მიაღწევენ L4-5 დონეს.

აორტის დაზიანება დაფიქსირდა ზედმეტად გულმოდგინე დისკექტომიის შემდეგ.

ნაწლავების ან პერიტონიალური დაზიანებები ძალიან იშვიათია, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს ტრანსპერიტონიალური ექსპოზიციის შემთხვევაში.

რეტროგრადული ეაკულაცია შესაძლოა გამოვლინდეს ავტონომიური ნერვების დაზიანების შედეგად L4-5 ან L5S1 დონეებზე. ის უფრო ხშირია ტრანსპერიოტნიალური და არა რეტროპერიტონიალური მიდგომის დროს. იშვიათ შემთხვევებში ეს გართულებები შეუქცევადია.

გრძელვადიანი
საშუალო

მიმდებარე დონის დეგენერაცია ცნობილი პრობლემაა ხანმოკლე ან ხანგრძლივი შერწყმის შემდეგ; თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ დეგენერაციული ცვლილებები მიმდებარე დონეებზე ყოველთვის არ არის დაკავშირებული შერწყმასთან, არამედ შესაძლოა იყოს დაავადების ბუნებრივი ისტორიის ნაწილი.

ASD ხასიათდება დისკის სივრცის, ხვრელის ან ცენტრალური არხის შევიწროვებით და მოძრავი სეგმენტის დეგენერაციული ცვლილებებით ან დეფორმაციით ხერხემლის შერწყმის ადგილებში მიმდებარე სეგმენტებთან. ამ ცვლილებებს დამაბნეველი ეფექტი აქვს სპინალური შერწყმის გამოყენებასა და კლინიკურ ეფექტურობაზე.[178][179][180][181][182] ერთ-ერთ კვლევაში ASD -ს განვითარების ინციდენტობა შერწყმიდან 6.7 წლის შემდეგ დაახლოებით 27.4%-ია.[183]

გრძელვადიანი
დაბალი

არასაკმარისი შერწყმის კლინიკური ან რადიოლოგიური მტკიცებულება შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მუდმივი ტკივილი, კორექციის უნარის დაკარგვა, იმპლანტის წარუმატებლობა, ჭრილობის პრობლემები ან შესაძლოა იყოს უსიმპტომო.

ფაქტორებმა, რომლებიც ხელს უშლიან ან აინჰიბირებენ წარმატებულ სპინალურ შერწყმას, როგორიცაა დაბალი ხარისხის ინფექციის არსებობა, ჭარბი მოძრაობა და მოწევა, შესაძლოა გამოიწვიოს მეტალის დაზიანება და ფსევდოართროზი.

ცვლადი
საშუალო

დისკის დეგენერაციული დაავადება ხერხემლის წელის არეში იწვევს დისკის სიმაღლის შემცირებას. აღნიშნული იწვევს წელის ლორდოზის დაკარგვას ხერხემლის საგიტალურ განლაგებაზე მავნე ზემოქმედებით. დისკის დეგენერაცია აგრეთვე იწვევს სეგმენტის არასტაბილობას გაწყვილებულს ფასეტის ართრიტთან.

პათოლოგიის მექანიკურმა ფაქტორებმა ოპერაციის დროს შეუსაბამო მართვის პირობებში, შესაძლოა გამოიწვიოს წელის არადექვატური ლორდოზი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას