ეტიოლოგია
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Klinische richtlijn rond lage rugpijn en radiculaire pijnავტორი: KCEბოლო გამოქვეყნება: 2018Guide de pratique clinique pour les douleurs lombaires et radiculairesავტორი: KCEბოლო გამოქვეყნება: 2018დისკოგენური წელის ტკივილი რადიოლოგიურად დადასტურებული დისკის დეგენერაციულ დაავადებასთანაა ასოცირებული. მრავალმა კველვამ აჩვენა, რომ ქრონიკული დისკოგენური ტკივილის ხშირი მიზეზი მექანიკური და ანთებითი პროცესის ერთობლიობაა.[15][16][17][18]
აღმოჩნდა, რომ დისკის დეგენერაციის განვითარებაში გენეტიკური განწყობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპორტული აქტივობების, ჯდომის ჩვევების ან პროფესიული ფაქტორების მექანიკური ზემოქმედება, თუმცა, ასევე, როგორც ჩანს, დაკავშირებულია პროფესიულ პოზიციასთან და არანორმალური დატვირთვით და აწევის მექანიკის გამო განპირობებული სტრესთან.[19][20] დისკის დეგენერაციული დაავადება ასევე დაკავშირებულია ასაკის მატებასთან, მოწევასთან, ფასეტის სახსრის ტროპიზმთან და ართრიტთან, მენჯის ანომალიურ მორფოლოგიასთან და საგიტალური განლაგების ცვლილებებთან.
დისკის დეგენერაციულ დაავადებასთან ასოცირებული ფეხის რადიკულური ტკივილი ნერვის ფესვის კომპრესიის შედეგია, რაც ფასეტის სახსრის ჰიპერტროფიის, დისკის პროლაფსის ან ხვრელის შევიწროვების შედეგად ვითარდება, რასაც თავის მხრივ დისკის სიმაღლის დაკარგვა ან მოძრავი სეგმენტის არასტაბილობა იწვევს.
ბევრ შემთხვევაში პაციენტის სიმტომების განვითარებაზე ტკივილის გამომწვევი ერთზე მეტი მიზეზია პასუხისმგებელი. ამგვარად, წელის დისკოგენური ტკივილის დიაგნოსტიკა უპირატესად გამორიცხვის მეთოდით ხდება.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის მრტ: ფასეტის დეგენერაციული სახსარი და ფასეტის დიდი კისტა მარცხენა L5S1 ფასეტის სახსრთან აწვება მარცხენა S1 ნერვის ფესვს.ექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის მრტ: დეგენერაციული L4-5 დისკი დისკის გამობერილობით და L5S1 დისკი მაღალი ინტენსივობის ზონითექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის T2 რეჟიმის მრტ: საგიტალური ხედი (მარცხენა) აჩვენებს დისკების დეგენერაციას; აქსიალური ხედი (მარჯვენა) აჩვენებს L5S1 ხვრელის მარცხენამხრივ შევიწროვებასექიმი ნ. ქუირაიშის კოლექციიდან [Citation ends].
პათოფიზიოლოგია
ჯანსაღ დისკს აქვს ძალიან მტკიცე სტრუქტურა. ის შედგება დეფორმირებადი, არაკომპრესირებადი ნახევრადთხევადი ჟელესგან, რომელიც ცნობილია როგორც პულპოზური ბირთვი და გარშემორტყმულია განვითარებული ფიბროზული რგოლით. ფიბროზული რგოლი უზრუნველყოფს სხვადასხვა მიმართულების ძალებისადმი მდგრადობას და განაპირობებს დისკის სტაბილურობას. ჯანმრთელ მდგომარეობაში დისკი ყველაზე დიდი ავასკულური სტრუქტურაა სხეულში. უჯრედულ დონეზე ის შეიცავს ქონდროციტებს, პროტეოგლიკანებს, უჯრედგარე მატრიქსს და წყალს. ადამიანის ნორმალური ცირკადული რითმი უზრუნველყოფს დისკში სითხის ცვლას.
პულპოზურ ბირთვში ჰიდრაციის დაკარგვას მოჰყვება დეგენერაციულ ცვლილებები და უჯრედულ დონეზე მოვლენების კასკადს იწვევს.[21] ეს გულისხმობს პროტეოგლიკანების ტიპის და მახასიათებლების შეცვლას, ქონდროციტების კარგვას, აპოფთოზს და ქონდრონის კლასტერების ჩალაგებას.[22][23][24] დისკის დეგენერაცია იწვევს დატვირთვის დროს შუსაბამო სტრესის კონცენტრაციას, ფიბროზული რგოლის შიგნით წრიული ან რადიალური ნახეთქების ფორმირებას, ანთებითი მედიატორების განთავისუფლებას და რგოლში გალაგებული ტკივილის რეცეპტორების სენსიბილიზაციას.[15][16][17][25][26][27][28][29][30][31][32][33][34][35] დისკის კონტურები შესაძლოა დარჩეს ინტაქტური, მაშინ როცა შიგნით მრავლობითი ანთება და დეგენერაციული ცვლილებები მიმიდინარეობს.
დისკის დეგენერაციის პროგრესირებამ შესაძლოა ტკივილის გამომწვევი ახალი მიზეზები წარმოშვას, მაგალითად შესაძლებელია დისკის სიმაღლე შემცირდეს, ფასეტის სახსრის ართროზი, დისკის თიაქარი და ნერვების ფესვების გაღიზიანება განვითარდეს, ასევე შესაძლებელია ჰიპერტროფული ცვლილებები მოხდეს, რაც სპინალურ სტენოზს გამოიწვევს.[1][2] შედეგად, დისკის დეგენრაციული დაავადების მქონე პაციენტს შესაძლოა ქონდეს უამრავი სიმპტომი, რომლებიც ცვალებადობს მსუბუქი ადგილობრივი ტკივილიდან მძიმე შემაწუხებელ რადიკულურ ტკივილამდე და ქვედა კიდურების ძლიერ სიმპტომებამდე.
კლასიფიკაცია
კირკალდი უილისის დეგენერაციული კასკადი[3]
დისკის დეგენერაციული დაავადება იყოფა 3 სტადიად:
1-ელი სტადია: დროებითი სეგმენტალური დისფუნქცია
მე-2 სტადია: სეგმენტალური არასტაბილობა - ხასიათდება დისკის კოლაფსით და იოგების სისუსტით
მე-3 სტადია: რესტაბილიზაცია - ხასიათდება მძიმე დეგენერაციული ცვლილებებით (ოსტეოფიტებით ან ძვლოვანი ჩანართებით მალთაშორის, დისკის კოლაფსით, იოგების დაზიანებით და სახსრების შებოჭვით), რაც იწვევს მოძრაობის შეზღუდვას და ვერტებრალური სეგმენტების გაშეშებას.
აღნიშნულ სტადიებს შორის გარდამავალი პერიოდი 20-30 წელია, რის შედეგადაც საბოლოოდ ყალიბდება გაშეშებული ხერხემალი კოლბირებული დისკებით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას