შემთხვევის ანამნეზი
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Klinische richtlijn rond lage rugpijn en radiculaire pijnავტორი: KCEბოლო გამოქვეყნება: 2018Guide de pratique clinique pour les douleurs lombaires et radiculairesავტორი: KCEბოლო გამოქვეყნება: 2018შემთხვევის ანამნეზი #1
ექიმს მიმართა 48 წლის სადაზღვევო აგენტმა, რომელსაც 25 წელია აწუხებს წელის ტკივილი. წელის ძლიერი ტკივილი 23 წლის ასაკში ადგილობრივ სუპერმარკეტში თაროების დალაგებისას დაეწყო. ტკივილმა გაიარა 10 დღიანი წოლითი რეჟიმის და ამის შემდგომი 3 თვიანი ფიზიოთერაპიის შედეგად. მას წელის ტკივილის მრავალი ეპიზოდი ჰქონდა, რომლის სიხშირეც წლების განმავლობაში იმატებდა. შესაბამისად ბოლო 10 წელია შეიცვალა სამუშაო ადგილი და გახდა გამყიდველი. დღესდღეობით, ვიზუალური ანალოგიის შკალით მისი წელის ტკივილი მაქსიმალური 10-დან 8 ქულით ფასდება და ამასთან აქვს ფეხების ორმხრივი ტკივილი. წელის ტკივილი მწვავდება მოხრისას, ხოლო ფეხის ტკივილი ვითარდება გაჭიმული ფეხის 70 გრადუსზე აწევისას. პაციენტს ორივე ფეხის თითებში L5 დერმატომატომულ გავრცელებაზე აქვს დაბუჟების შეგრძნება; მოტორიკა და რეფლექსები ნორმალურია.
შემთხვევის ანამნეზი #2
68 წლის მამაკაცი წარმოადგენს მზარდი ხასიათის ტკივილს წელის არეში. ტკივილი დაეწყო 30 წლის ასაკში და დროთა განმავლობაში პროგრესირებდა. ამჟამად, ის აღნიშნავს სიმძიმის შეგრძნებას ორივე ფეხში 2 კვარტლის გავლის შემდეგ. ის გავიდა პენსიაზე პედაგოგის სამსახურიდან 3 წლის წინ და ახლა დიდ დროს ატარებს მებაღეობაში. მას შეუძლია იჯდეს მხოლოდ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი ადგომა უჭირს. სხვა სამედიცინო პრობლემები არ აწუხებს. გასინჯვისას ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონი ძალიან დარღვეულია. ის დგას წინ გადახრილი . მას შეუძლია დგომა ფეხის წვერებზე და ქუსლებზე, ნევროლოგიური გამოკვლევის შედეგებიც ნორმაშია. ფეხის სწორი აწევა არ იწვევს ტკივილს ან შეზღუდვას.
სხვა გამოვლინებები
დისკის დეგენერაციის პროგრესირებამ შესაძლოა ტკივილის გამომწვევი ახალი მიზეზები წარმოშვას, მაგალითად შესაძლებელია დისკის სიმაღლე შემცირდეს, ფასეტის სახსრის ართროზი, დისკის თიაქარი და ნერვების ფესვების გაღიზიანება განვითარდეს, ასევე შესაძლებელია ჰიპერტროფული ცვლილებები მოხდეს, რაც სპინალურ სტენოზს გამოიწვევს.[1][2] შედეგად, დისკის დეგენრაციული დაავადების მქონე პაციენტს შესაძლოა ქონდეს უამრავი სიმპტომი, რომლებიც ცვალებადობს მსუბუქი ადგილობრივი ტკივილიდან მძიმე შემაწუხებელ რადიკულურ ტკივილამდე და ქვედა კიდურების ძლიერ სიმპტომებამდე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას