პროგნოზი

ნევროლოგიური გართულებების არარსებობის შემთხვევაში VEEV ინფექცია თვითგანკურნებადია და მოსალოდნელია კარგი პროგნოზი. ჩვეულებრივ, სიმპტომები გრძელდება 1 კვირამდე. ეპიდაფეთქების პირობებში, სიკვდილობის საერთო მაჩვენებელი იშვიათად აჭარბებს 1%-ს.[2] სიკვდილობა უმთავრესად აღინიშნება ბავშვებში, და ზოგადად მიეკუთვნება ნევროლოგიური გართულების შედეგებს.[3] იმუნურობა შესაძლოა გაგრძელდეს ათწლეულები.

გრძელვადიანი გართულებები

ნევროლოგიურმა გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი შედეგები- განმეორებითი თავის ტკივილები, დაღლილობა, დეპრესია, სისუსტე, მიალგია, და სმენის, გემოვნების, ან ყნოსვის დაქვეითება.[41] ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს დიპლოპიას, კრანიალური ნერვების პარეზს და პიროვნების ცვლილებებს.[11] მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში უფრო მაღალია ნევროლოგიური მოვლენების ხანგრძლივი ნარჩენი რისკი VEEV ინფექციის დროს.[9][11][31] უფრო მეტიც, ნევროლოგიური გართულებებს აქვთ ტენდენცია უფრო მეტად იყვნენ გამოხატული VEEV-ის ეპიზოოტურ შტამებში (IAB და IC).[5]

გასტროინტესტინური სისხლდენით მიმდინარე შემთხვევები, როგორც პროგნოზის, ისე გრძელვადიანი შედეგების მხრივ, ბუნდოვანია. ასეთი გასტროინტესტინური სისხლდენის მქონე პაციენტების ავადმყოფობის ისტორიებში ლეტალური შედეგი დაფიქსირებულია 3-დან 1 შემთხვევაში.[4][5]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას