ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკფაქტორების არსებობა

ძირითად რისკფაქტორს წარმოადგენს ენდემურ რეგიონებში მუშაობა /ცხოვრება /მოგზაურობა, და კოღოებთან ექსპოზიცია.

ცხელების უეცარი დაწყება

VEEV ინფექციის მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ ცხელების უეცარი დაწყება (92%-დან 99%-მდე), რომელიც გრძელდება 3- 4 დღე.[6][25][30]

ცხელებით წარმოდგენილი პაციენტების უმეტესობა ასევე იქნება ტაქიკარდიული და/ან ტაქიპნოური.

თავის ტკივილი

აღრიცხულია VEEV ინფექციის მქონე პაციენტების 56-98%-ში.[6][5][25]

შეიძლება ჰქონდეს მაღალი ინტენსივობა, ან მისი ინტენსივობა შეიძლება გაიზარდოს პროგრესულად VEEV მქონე იმ პირებში, რომელთაც განუვითარდათ ნევროლოგიური დაავადება.

მიალგია

აღრიცხულია VEEV ინფექციის მქონე პაციენტების დაახლოებით 95%-ში.[6]

ართრალგია

აღრიცხულია VEEV ინფექციის მქონე პაციენტების დაახლოებით 88%-ში.[6]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რეტრო-ორბიტალური ტკივილი

აღრიცხულია VEEV ინფექციის მქონე პაციენტების დაახლოებით 84%-ში.[6]

ტაქიპნოე

შეიძლება განვითარდეს VEEV ინფექციის ადრეულ ეტაპებზე.[4][32]

ხშირად წარმოდგენილია ცხელებით.

ტაქიკარდია

შეიძლება განვითარდეს VEEV ინფექციის ადრეულ ეტაპებზე.[4][32]

ხშირად წარმოდგენილია ცხელებით.

შემცივნება

აღრიცხულია VEEV ინფექციის მქონე პაციენტების დაახლოებით 85%-ში.[6][5]

შეცვლილი მენტალური სტატუსი

1995 წელს ვენესუელის დიდ ეპიდაფეთქებაში, შეცვლილი ფსიქიკური სტატუსი განუვითარდა ცხენის ვენესუელური ენცეფალომიელიტის (VEE) ინფექციის გამო 313 ჰოსპიტალიზებული პაციენტიდან 91.6%-ს.[5][25]

ძირითადად ვითარდება ბავშვებში.[5][25]

ნევროლოგიური გართულებები უფრო გავრცელებულია VEEV-ის ეპიზოოტურ ქვეტიპებს (IAB და IC) შორის ენზოოტურ ქვეტიპებთან შედარებით.[5]

გულისრევა/ღებინება

დაფიქსირებულია VEEV ინფექციის მქონე პაციენტების დაახლოებით 55 - 60%- ში.[6][5][25]

იშვიათი

გულყრები

გვხვდება ვენესუელური ცხენის ენცეფალიტის ვირუსის ინფექციის შემთხვევათა დაახლოებით 3%-ში. ძირითადად ვითარდება ბავშვებში.[6][5][25][30]

გულყრების დაწყება მერყეობს სიცხის დაწყებიდან 1-10 დღის განვალობაში.[6][5][25][30]

1995 წელს ვენესუელაში მომხდარი მასშტაბური ეპიდაფეთქების დროს 313 ჰოსპიტალიზებული პაციენტიდან 70.6%-ს აღენიშნებოდა VEEV ინფექციით გამოწვეული ენცეფალიტის მიზეზით განვითარებული გულყრები.[25]

ნევროლოგიური გართულებები უფრო გავრცელებულია VEEV-ის ეპიზოოტურ ქვეტიპებს (IAB და IC) შორის ენზოოტურ ქვეტიპებთან შედარებით.[5]

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

აღრიცხულია VEEV მძიმე შემთხვევების დროს.[5]

სიფერმკრთალე, პეტექია, ჰემატემეზი, მელენა, ჰემატურია, და ეპისტაქსი შეიძლება იყოს ჰემორაგიის და/ან ჰემორაგიული დიათეზის შედეგი.[5]

ცხვირწყალი

აღრიცხულია VEEV ინფექციის მქონე პაციენტების დაახლოებით 10%-ში.[6][5]

ხველა

აღრიცხულია VEEV ინფექციის მქონე პაციენტების დაახლოებით 27%-ში.[6]

დიარეა

აღრიცხულია VEEV ინფექციის მქონე პაციენტების დაახლოებით 23%-ში.[6][5]

გამონაყარი

აღრიცხულია პაციენტების 1%- 9%-ში; თუმცა ასევე აღინიშნება დენგეს ცხელების მქონე პაციენტების დაახლოებით 25%-ში.[11]

ყელის ტკივილი

აღრიცხულია VEEV ინფექციის მქონე პაციენტების დაახლოებით 16%-ში.[6]

ჰემიპარეზი

აღრიცხულია VEEV ინფექციის მქონე ჰოსპიტალიზებული პაციენტების დაახლოებით 85%-ში.[9]

ნევროლოგიური გართულების ნიშანი. ნევროლოგიური სიმპტომები, როგორც წესი, თავს იჩენს დაავადების განვითარებიდან რამდენიმე დღეში.

ნევროლოგიური სიმპტომები როგორც აღმოჩნდა, უფრო ხშირია ბავშვებში (სიმპტომური ბავშვების 36%-ში).[9][11][31] უფრო მეტიც, ნევროლოგიური გართულებები როგორც ჩანს უფრო გავრცელებულია VEEV-ის ეპიზოოტურ ქვეტიპებს შორის (IAB და IC) ენზოოტურ ქვეტიპებთან შედარებით.[5]

ლეთარგია, ძილიანობა ან კონფუზია

პარესთეზიები

ატაქსია/სიარულის დარღვევები

ქცევის ანომალიები

აღრიცხული VEEV ინფექციით ჰოსპიტალიზებული პაციენტების 11%-ში.[9]

ნევროლოგიური გართულების ნიშანი. ნევროლოგიური სიმპტომები, როგორც წესი, თავს იჩენს დაავადების განვითარებიდან რამდენიმე დღეში.

ნევროლოგიური სიმპტომები როგორც აღმოჩნდა, უფრო ხშირია ბავშვებში (სიმპტომური ბავშვების 36%-ში).[9][11][31] უფრო მეტიც, ნევროლოგიური გართულებები როგორც ჩანს უფრო გავრცელებულია VEEV-ის ეპიზოოტურ ქვეტიპებს შორის (IAB და IC) ენზოოტურ ქვეტიპებთან შედარებით.[5]

სტუპორი, სომნოლენცია, ან კომა

აღრიცხულია VEEV ინფექციით ჰოსპიტალიზებული პაციენტების 3%-ში.[9]

ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების მქონე პაციენტების მდგომარეობა შესაძლოა პროგრესირდეს დღეების განმავლობაში და განვითარდეს ძილიანობა და კომა.[4][9] ასეთ პაციენტებში სიკვდილობა მაღალია (10%-მდე).[9]

კისრის გაშეშება (კეფის კუნთების რიგიდობა)

აღრიცხულია VEEV ინფექციის მქონე პაციენტების 10%-19%-ში.[11]

ნევროლოგიური გართულების ნიშანი, განსაკუთრებით თუ ინტენსიური თავის ტკივილებიც არის წარმოდგენილი. ნევროლოგიური სიმპტომები, როგორც წესი, თავს იჩენს დაავადების განვითარებიდან რამდენიმე დღეში.

ნევროლოგიური სიმპტომები როგორც აღმოჩნდა, უფრო ხშირია ბავშვებში (სიმპტომური ბავშვების 36%-ში).[9][11][31] უფრო მეტიც, ნევროლოგიური გართულებები როგორც ჩანს უფრო გავრცელებულია VEEV-ის ეპიზოოტურ ქვეტიპებს შორის (IAB და IC) ენზოოტურ ქვეტიპებთან შედარებით.[5]

სიყვითლე

ღვიძლის უკმარისობის ნიშანი. ნახსენებია VEEV ინფექციის მქონე პაციენტების ავადმყოფობის ისტორიებში.[5]

პაპილოედემა

თვალის ფსკერის (ფუნდოსკოპია) გამოკვლევისას შეიძლება აღმოჩნდეს მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება.

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება მიანიშნებს ნევროლოგიურ გართულებაზე. ნევროლოგიური სიმპტომები, როგორც წესი, თავს იჩენს დაავადების განვითარებიდან რამდენიმე დღეში.

ნევროლოგიური სიმპტომები როგორც აღმოჩნდა, უფრო ხშირია ბავშვებში (სიმპტომური ბავშვების 36%-ში).[9][11][31] უფრო მეტიც, ნევროლოგიური გართულებები როგორც ჩანს უფრო გავრცელებულია VEEV-ის ეპიზოოტურ ქვეტიპებს შორის (IAB და IC) ენზოოტურ ქვეტიპებთან შედარებით.[5]

რისკფაქტორები

ძლიერი

ცხოვრება და/ან მუშაობა ცენტრალური ან სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ან მათთან ახლოს

განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეპიზოოტურ აფეთქებებს ჰქონდა ადგილი (მაგ., ცხენებში).

დარიენში (პანამა) ჩატარებულ ერთმომენტიან კვლევაში, ენდემურ რეგიონებში ტყეებში მუშაობა ასოცირებული იყო ცხენის ვენესუელურ ენცეფალომიელიტზე სეროდადებითობის უფრო მაღალ რისკთან (დაზუსტებული შანსების თანაფარდობა [OR] 3.8, p = 0.01).[23] ეს, სავარაუდოდ, განპირობებული იყო გადამტან კოღოებთან გაზრდილი ექსპოზიციით (Culex [Melanoconion] სახეობები).

იქუიტოსში (პერუ) ჩატარებულ კვლევაში, სამუშაოები, რომელიც მოიცავდა შენობის გარეთ მუშაობას (მაგ., მუშა ან ხის მჭრელი) ტყიან ადგილებში, წარმოადგენდა VEEV-ის სეროდადებითობის მაღალ რისკს (დაზუსტებული OR 3.4).[24]

ცენტრალურ ან სამხრეთ ამერიკაში ტროპიკულ ტყეებში ან მის ახლოს თევზაობა

განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეპიზოოტურ აფეთქებებს ჰქონდა ადგილი (მაგ., ცხენებში).

დარიენში (პანამა) ჩატარებულ ერთმომენტიან კვლევაში, თევზაობა დაკავშირებული იყო ცხენის ვენესუელურ ენცეფალომიელიტზე სეროდადებითობის უფრო მაღალ რისკთან (დაზუსტებული OR 10.8, p = 0.001).[23] ეს, სავარაუდოდ, განპირობებული იყო გადამტან კოღოებთან გაზრდილი ექსპოზიციით (Culex [Melanoconion] სახეობები).

15 წლამდე ასაკი

VEEV ინფექციის მქონე ბავშვები, მოზრდილებთან შედარებით, ნევროლოგიური გართულებების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან (მაგ., ენცეფალიტი).

1995 წელს ვენესუელაში დიდი ეპიდაფეთქების დროს, ვენესუელის ცხენის ენცეფალიტის (VEE) მქონე 313 ჰოსპიტალიზებული პაციენტიდან 92.3% წარმოდგენილი იყო ცხელებით, 90.7% შეცვლილი ფსიქიკური სტატუსით, 70.6% გულყრებით, 55.9% თავის ტკივილით, და 54.6% ღებინებით.[25] ცხენის ვენესუელური ენცეფალიტით (VEE) ჰოსპიტალიზებულთა შორის, 75.5% პაციენტი 15 წლამდე ასაკის იყო. გარდა ამისა, აშშ-ს ტეხასის შტატში ვენესუელური ცხენის ენცეფალიტის ვირუსის ეპიზოოტური აფეთქების დროს აღმოჩნდა, რომ 10/28 (36%) სიმპტომურ ბავშვს ჰქონდა ცნს-ის ჩართულობა, განსხვავებით მოზრდილებისგან, სადაც მაჩვენებელი იყო 6/51.[11]

პროფესიით განპირობებული ზემოქმედება (ლაბორატორია)

აღრიცხულია ლაბორატორიულ გარემოში ინჰალაციური გზით VEEV-ის გადაცემა.

ვირუსის მაღალ კონცენტრაციებთან მუშაობა, პირით პიპეტირება, და აეროზოლის წარმომქმნელ სამუშაოებში ჩართულობა (მაგ., ქსოვილის ჰომოგენიზაცია, ცენტრიფუგირება) პროფესიული დაინფიცირების რისკფაქტორებია.[1]

სუსტი

ბიოტერორიზმი

VEEV ითვლება პოტენციურ ბიოლოგიურ იარაღად, რამეთუ შესაძლებელია მისი დიდი რაოდენობით აეროზოლის სახით დამზადება.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ VEEV (და სხვა ალფავირუსები) აშშ-ში კლასიფიცირებულია როგორც B კატეგორიის აგენტი, რომელიც საფრთხეთა კატეგორიაში რიგით მეორეა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას