პირველადი პრევენცია

ბუნებრივი მდგომარეობა

  • ენდემურ რეგიონებში კოღოს მიერ დაკბენის რისკის თავიდან აცილება - პირველადი პროფილაქტიკის საშუალებაა. შესაბამისი ტანსაცმლის ტარება (მაგალითად, გრძელსახელოებიანი პერანგი და გრძელი შარვალი), რეპელენტის გამოყენება (მაგალითად, DEET [N, N-diethyl-3-methylbenzamide], picaridin, IR3535, ან ლიმნის ან ევკალიპტის ზეთი) და კოღოს საწინააღმდეგო ბადეების გამოყენება შეამცირებს კოღოს მიერ დაკბენის რისკს. დახურულ სივრცეში (იდეალურია კონდიცირებულ გარემოში) ყოფნამ დღის იმ მონაკვეთში, როდესაც კოღოების განსაკუთრებით აქტიურები არიან, ასევე შეიძლება შეამციროს კოღოს მიერ დაკბენის რისკი.[26]

ლაბორატორია

  • აღრიცხულია ლაბორატორიულ გარემოში ინჰალაციური გზით VEEV-ის გადაცემა. ვირუსის მაღალ კონცენტრაციებთან მუშაობა, პირით პიპეტირება, და აეროზოლის წარმომქმნელ სამუშაოებში ჩართულობა (მაგ., ქსოვილის ჰომოგენიზაცია, ცენტრიფუგირება) პროფესიული დაინფიცირების რისკფაქტორებია.[1] აეროზოლის გზით გადაცემის პრევენციისთვის, VEEV-ით ინფიცირებულ მასალებთან მუშაობა უნდა შესრულდეს ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიაში, ლაბორატორიის პერსონალის მიერ შესაბამისი რესპირატორების გამოყენებით.[1][27]

  • ლაბორატორიულ პირობებში ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფთათვის (მაგ., მკვლევარები, ლაბორატორიული პერსონალი) და ზოგიერთი სამხედრო პერსონალისთვის, რეკომენდებულია კვლევაში მყოფი ცოცხალი დასუსტებული TC-83 ვაქცინის ან ფორმალინ- ინაქტივირებული C-84 ვაქცინის გაკეთება.[2] არ არსებობს ლიცენზირებული ვაქცინა, თუმცა რამდენიმე კანდიდატი განვითარების პრეკლინიკურ ფაზაშია.[28][29]

მეორეული პრევენცია

VEEV შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა ზოგიერთ ქვეყანაში. VEEV ინფექცია არ გადაეცემა ინფიცირებულ ცხენებთან ან ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტით. ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა არ არსებობს.

მენინგიტის ან მენინგოენცეფალიტის საეჭვო შემთხვევისას, სანამ არ დამტკიცდება ბაქტერიული ინფექცია, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთან საჭიროა სიფრთხილე შესაძლო წვეთოვანი გზით დაინფიცირების თავიდან აცილების გამო.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას