კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქცია (RT-PCR)

ტესტი
შედეგი
ტესტი

მწვავე ფაზის შრატის ნიმუშებში სპეციფიკური დიაგნოსტირება შესაძლებელია RT-PCR-ით VEEV-ის აღმოჩენით.

ვირემიის დადგენა შეიძლება დაავადების დაწყებიდან მხოლოდ სამი დღის განმავლობაში; თუ დაავადების გამოვლენიდან სამი დღე გასულია, მგრძნობელობა შეიძლება დაბალი იყოს (ანუ ვირემიის დონე დაბალია). 

შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი VEEV-ენდემურ რეგიონებში.

შედეგი

დადებითია VEEV-ის რნმ-ზე

იმუნოფერმენტული ანალიზი (ELISA)

ტესტი
შედეგი
ტესტი

VEEV-ზე ELISA-ს (განსაკუთრებით IgG ELISA) აღენიშნება დაბალი სპეციფიკურობა, რამეთუ გააჩნია სხვა ალფავირუსებთან (მაგ., ცხენის აღმოსავლური ინფექციური ენცეფალომიელიტი, მაიაროს ვირუსი, ჩიკუნგუნიას ვირუსები) ჯვარედინი რეაქციის ტენდენცია; აქედან გამომდინარე, თუ სეროლოგიური დიაგნოსტირებისთვის გამოყენებულია ELISA, შემდგომი დადასტურებისთვის ფოლაქის შემცირების განეიტრალების ტესტი გამართლებულია.

სეროლოგიური გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს მწვავე და კონვალესცენტური ფაზის შრატზე.

IgM და IgG გახდება დადებითი დაავადების დაწყებიდან დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ. IgM დადებითი რჩება სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში, ხოლო IgG დადებითია ათწლეულების განმავლობაში.

შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი VEEV-ენდემურ რეგიონებში.

შედეგი

დადებითი VEEV-ის IgG ან IgM-ზე

გასათვალისწინებელი კვლევები

ბალთის შემცირების ნეიტრალიზაციის ტესტი(PRNT)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ყველაზე სპეციფიკური სეროლოგიური ტესტი, იძლევა ჯვარედინ რეაქციაში შემავალი ალფავირუსებს შორის დიფერენიაციის საშუალებას.

არ განასხვავებს IgM და IgG.

მოითხოვს დროს და ცოდნას.

ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთ რეფერალურ ლაბორატორიაში.

შედეგი

ბალთის წარმოქმნის შემცირება (როგორც წესი, გამოიყენება 80% შემცირება)

ვირუსის გამოყოფა

ტესტი
შედეგი
ტესტი

Vero უჯრედებში ვირუსის გამოყოფით შესაძლებელია სპეციფიკური დიაგნოსტირება.

ვირემიის დადგენა შეიძლება დაავადების დაწყებიდან მხოლოდ სამი დღის განმავლობაში; თუ დაავადების გამოვლენიდან სამი დღე გასულია, მგრძნობელობა შეიძლება დაბალი იყოს (ანუ ვირემიის დონე დაბალია). 

ვირუსის გამოყოფა მოითხოვს ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიას და ვირუსოლოგიაში გამოცდილებას. რუტინულად არ არის ხელმისაწვდომი VEEV-ენდემურ რეგიონებში.

შედეგი

ციტოფათიური ეფექტისთვის დადებითი

თზს უჯრედების რაოდენობა, ბიოქიმიური გამოკვლევები (მაგ., გლუკოზა, ცილა), და ვირუსის იზოლირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ არსებობს ეჭვი ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე, უნდა ჩატარდეს ლუმბური პუქნცია და მისი უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი, სტანდარტული ქიმიური ტესტები (მაგ. გლუკოზა, ცილა). 

თუ ვირუსის გამოყოფისთვის არსებობს შესაბამისი დაწესებულება და გამოცდილება, ინფიცირების ადრეული ფაზაში შესაძლებელია ვირუსის გამოყოფა თზს-დან. თზს-ში ასევე შეიძლება იყოს VEEV-ის IgM და IgG დეტექცია.

შედეგი

პლეოციტოზი ლიმფოციტური სიჭარბით; მომატებული ცილა; საშუალოდ შემცირებული გლუკოზა; თზს VEEV-თვის ან VEEV-ის IgM ან IgG-თვის დადებითი

სისხლის საერთო ანალიზი (მოიცავს ჰემატოკრიტს)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტესტი შეიძლება გაკეთდეს შეზღუდული რესურსების მქონე რეგიონში.

სისხლის საერთო ანალიზმა შეიძლება გამოავლინოს ლეიკოპენია (კონკრეტულად ლიმფოპენია) ან ლეიკოციტოზი (უფრო ნაკლები სიხშირით ვიდრე ლეიკოპენია), ანემია, და/ან თრომბოციტოპენია.

თუ არსებობს ჰემორაგიის რაიმე ნიშანი, ჰემატოკრიტი ხშირად უნდა გაკონტროლდეს.

შედეგი

ლეიკოპენია (მაგ., <4 x 10^6 უჯრედი/მლ) ან ლეიკოციტოზი (მაგ., >11 x 10^6 უჯრედი/მლ)

LFT

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტესტი შეიძლება გაკეთდეს შეზღუდული რესურსების მქონე რეგიონში.

უნდა გაკეთდეს ჰეპატიტის შესაფასებლად, თუ არსებობს მტკივნეულობა ზედა მარჯვენა კვადრანტში, სიყვითლე, ასციტი, ან ჰეპატომეგალია. 

შედეგი

ტრანსამინაზების მომატება

გულმკერდის რენტგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

VEEV ინფექციის დიაგნოსტირებისთვის გულმკერდის რენტგენი არ არის აუცილებელი; თუმცა, თუ ნევროლოგიური ნიშნებია წარმოდგენილი, გულმკერდის რენტგენმა შეიძლება აღმოაჩინოს ინფილტრატები, რომელიც მიანიშნებს ინტერსტიციურ პნევმონიაზე.[33]

შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი VEEV-ენდემურ რეგიონებში.

შედეგი

ინტერსტიციური ინფილტრატები

თავის CT გამოკვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ცნს-ის გამოსახვითი კვლევები რეკომენდებულია, თუ სახეზეა ნებისმიერი ნევროლოგიური სიმპტომი. 

თავის CT-მ შეიძლება აჩვენოს ცერებრიტი, შეშუპება, ან ჰემორაგია.[33]

შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი VEEV-ენდემურ რეგიონებში.

შედეგი

ცერებრიტი, თავის ტვინის შეშუპება, ჰემორაგია

ტვინის MRI

ტესტი
შედეგი
ტესტი

ცნს-ის გამოსახვითი კვლევები რეკომენდებულია, თუ სახეზეა ნებისმიერი ნევროლოგიური სიმპტომი. 

თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიოამ (MRI) შეიძლება გამოავლინოს ცერებრიტი, შეშუპება, ან ჰემორაგია.[33]

CT-თან შედარებით MRI ენცეფალიტის ინდენტიფიკაციისთვის უფრო მგრძნობიარე ტესტია, რადგან შეშუპების და ინფექციის საწყისი ნიშნების გამოვლენის საშუალებას იძლევა.[34]

შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი VEEV-ენდემურ რეგიონებში.

შედეგი

ცერებრიტი, თავის ტვინის შეშუპება, ჰემორაგია

მალარიის ანტიგენის სწრაფი ტესტი ან მალარიის ნაცხი

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ შესაძლებელია, მალარიის ანტიგენის სწრაფი ტესტი ან მალარიის ნაცხი შეიძლება ჩატარდეს მალარიის გამოსარიცხად.

შედეგი

უარყოფითი მალარიაზე /მალარიის ანტიგენზე

ელექტროენცეფალოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

VEEV ინფექციის მქონე პაციენტებში ენცეფალიტის ეტიოლოგიის დასადგენად ელექტროენცეფალოგრამა (EEG) არ არის ინფორმატიული, მაგრამ შეიძლება ჩატარდეს არაკონვულსიური გულყრების იდენტიფიცირებისთვის.

შედეგი

აჩვენებს არაკონვულსიურ გულყრებს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას