პროგნოზი

EEEV ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მომაკვდინებელი ენცეფალიტური არბოვირუსია. ფატალური შემთხვევები შედაგენს 30%-50%-ს.[2][11] სიკვდილი ძირითადად დგება სიმპტომების გამოვლინებიდან 2-10 დღეში, შესაძლოა მოგვიანებითაც.[15]

მიუხედავად იმისა, რომ EEEV ინფექციის მქონე ზოგიერთი პაციენტი შეიძლება უსიმპტომო იყოს, მრავალ პაციენტს აღენიშნება გრიპის ან დენგეს ცხელების მსგავსი სიმპტომები (პროდრომი), რომლებიც უეცრად ვლინდება. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ნევროლოგიური სიმპტომები (ენცეფალიტი). ნევროლოგიური /ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობა ყველაზე ხშირია 15 წლამდე და 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში. ნევროლოგიური ჩართულობა, გამოწვეული Madariaga ვირუსით (MADV), უფრო გამოხატულია ბავშვებში.[16] ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე მიმდინარე ცხელება, როგორც წესი, სრულდება 1-2 კვირაში.[5] თუ ნევროლოგიური სიმპტომები არსებობს, ისინი ვითარდება რამდენიმე დღეში და მოიცავს: გაღიზიანებას, ძილიანობას, მენტალური სტატუსის ცვლილებას, გულყრებს, კრანიული ნერვების დამბლას, ფოტოფობიას და მენინგიზმს. მძიმე შემთხვევისას შეიძლება განვითარდეს კომა და სიკვდილი, რომელიც, როგორც წესი, ხდება 2-10 დღეში დაავადების დაწყებიდან. მათ შორის, ვინც გადაიტანა EEEV ინფექცია, დააახლოებით 50% აქვს ნევროლოგიური გართულებები.[2] პროგნოზები უკეთესია 40 წლის ასაკის ზევით პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც პროდრომი გაუგრძელდა (მაგ.: > 3 დღე).[2][44] ტვინში რენტგენოგრაფიულად გამოვლენილი დაზიანების კერების ზომა არ ახდენს გავლენას ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსული ინფექციის პროგნოზზე; თუმცა პლეოციტოზი თავზურგტვინის სითხეში და მძიმე ჰიპონატრიემია არაკეთილსაიმედო გამოსავალზე მიუთითებს.[36]

გრძელვადიანი გართულებები

ნევროლოგიური გართულებები შეიძლება იყოს გრძელვადიანი და მოიცავდეს უხეში და ნაწიტიფი მოტორული ფუნქციის დარღვევებს, მეხსიერების დარღვევას, ქცევით ცვლილებებს, სისუსტეს, გულყრებს და ტრემორს.[16][45]

როგორც ჩანს, EEEV ინფექცია მდგრად იმუნიტეტს ტოვებს.[15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას