ეტიოლოგია

EEEV არის ფეხსახრიანებთან დაკავშირებული არბოვირუსი, რომელიც მიეკუთვნება ტოგავირუსების ოჯახს და ალფავირუსის გვარს (ყოფილი არბოვირუსების A ჯგუფი). იწვევს ცხენის აღმოსავლურ ენცეფალიტს. EEEV არის ლიპიდური გარსის მქონე შემოგარსული დადებითი პოლარობის ერთჯაჭვიანი რნმ ვირუსი იკოსაჰედრალური სიმეტრიით. ვირუსის ნაწილაკები სფერული ფორმისაა, დიამეტრი 60-65 ნმ.[15] იდენტიფიცირებულია ცხენის აღმოსავლური ენცეფალომიელიტის ვირუსის ოთხი გენეტიკური ხაზი (I-IV). I ჯგუფი გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში და კარიბის ზღვის აუზში, და იწვევს ადამიანის დაავადებათა უმეტესობას, ხოლო II- IV ჯგუფები (ახლა ერთობლივად ცნობილი როგორც მადარიაგას ვირუსი [MADV]) აღმოჩენილია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, და, ძირითადად, იწვევს ცხენების დაავადებას.[3] ჩრდილოეთ ამერიკის და სამხრეთ ამერიკის გენეტიკური ხაზები გენეტიკურად განსხვავებულია; შესაბამისად განსხვავებებულია ვირულენტობა და გადაცემის გზები.[3] არსებობდა მოსაზრდება, რომ MADV ადამიანში ავირულენტურია; ამ ვირუსის პირველი აფეთქება ადამიანებში დაფიქსირდა 2010 წელს დარიენში, პანამა.[16] ამჟამად მიმდინარეობს ამ დაავადების აფეთქების კვლევა.

ჩრდილოეთ ამერიკის EEEV შენარჩუნებულია ენზოოტური გადაცემის ციკლის დროს მასპინძელ ფრინველებში, ძირითადად ბეღურისებრ ფრინველებში და გადამტან კოღოებში Culiseta melanura.[5] მას შემდეგ, რაც კოღო გამოწოვს ვირემული მასპინძლის სისხლს და დაინფიცირდება, ინკუბაცია მის ორგანიზმში მიმდინარეობს 1 კვირის განმავლობაში. ვირუსის გადაცემა ხდება, როდესაც ინფიცირებული კოღო იკვებება არაინფიცირებული მასპინძლის სისხლით (მაგალითად, კიდევ ერთი ფრინველი); C melanura კოღო თითქმის ექსკლუზიურად ფრინველების სისხლით იკვებება. ფრინველების ძირითად ნაირსახეობებს შორის, რომლებიც ჩართული არიან EEEV-ის გადაცემის ბუნებრივ ციკლში, არის შაშვი და წითელგულა.[20] ეპიზოოზური ციკლის განმავლობაში, "ხიდისებრი" ვექტორები (მაგ. კოღოები, სახეობები: Aedes, Coquillettidia, Culex) ავრცელებენ ვირუსებს სხვა ფრინველ მასპინძლებში და არაფრინველ მასპინძლებშიც, მაგ. ცხენებსა და ადამიანებში.

სამხრეთ ამერიკის EEEV (MADV) გადაცემის ციკლი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, რომ მღრღნელები ასრულებენ გამაძლიერებელი ენზოოტური მასპინძლის როლს და Melanoconion ქვეგვარის Culex სახეობის კოღო ასრულებს გადამტანის როლს.[17]Culex (Melanoconion) pedroi ითვლება სამხრეთ ამერიკაში ვირუსის მთავარ ვექტორად,[18] ხოლო Culex (Melanoconion) taeniopus მთავარი ვექტორია ცენტრალურ ამერიკაში.[21]

EEEV -ის ბუნებრივი გადაცემა მიმდინარეობს გადამტანი კოღოს მეშვეობით, შესაძლებელია აგრეთვე ვირუსის ლაბორატორიული შეძენა შესუნთქვით, შემთხვევითი კანქვეშა ინოკულაციით (მაგ. ინფიცირებული ცხოველის ნაკბენით) ან თუ ვირუსი მოხვდა დაზიანებულ კანზე ან ლორწოვან გარსზე.[1] ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა დამტკიცებული არ არის. გარდა ამისა, ინფიცირებულ ადამიანში ზოგადად არ ვითარდება კოღოს ინფიცირებისთვის საკმარისი ვირემია, შესაბამისად არც გადაცემის ციკლს უწყობს ხელს, და ადამიანი ხდება EEEV-თვის ’საბოლოო მასპინძელი’.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ეს დიაგრამა ასახავს მეთოდს, რომლითაც აშშ-ში EEEV არბოვირუსი ახდენს რეპროდუცირებას და ძლიერდება ფრინველების პოპულაციაში, შემდეგ კოღოს სხვადასხვა სახეობების ნაკბენით გადაეცემა ადამიანს და ცხოველებს („საბოლოო მასპინძელი“).დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სურათების ბიბლიოთეკა [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1c240477

პათოფიზიოლოგია

EEEV-ის გადაცემა ადამიანზე და სხვა მასპინძელზე ხდება ინფიცირებული კოღოს (მაგ.: Culiseta, Culex, ან Coquillettidia სახეობის) ნაკბენით. EEEV -ს აქვს ერთჯაჭვიანი დადებითი პოლარობის რნმ გენომი, რომელიც რეპლიკაციისთვის და მასპინძელში პათოგენეზისთვის აკოდირებს ოთხ არასტრუქტურულ ცილას (nsP1-4) და ხუთ სტრუქტურულ ცილას (E1, E2, E3, 6K/TF, და CP [კაპსიდ პროტეინი]). E2 არის ძირითადი გლიკოპროტეინი ვირუსის ლიპიდურ გარსში და იგი პასუხისმგებელია მასპინძლის უჯრედების რეცეპტორებთან კავშირზე. ინფიცირებული კოღოდან კანქვეშ პენეტრირების შემდეგ ვირუსი იწყებს დაკავშირებას და რეპლიკაციას კანის მეზენქიმური წარმოშობის უჯრედებში და ლანგერჰანსის უჯრედებში. აგრეთვე ინფიცირდება კანის დენდრიტული უჯრედები. ინფიცირებული უჯრედების მეშვეობით ხდება ვირუსის ტრანსპორტირება ლიმფურ კვანძებში, სადაც ინფიცირდება სხვა იმუნური უჯრედები, ისევე როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედები.[22][23] არსებობს ვირუსის ტროპიზმი ისეთი მეზენქიმური უჯრედებისადმი, როგორიცაა ოსტეობლასტები და ფიბრობლასტები.[24] ვირუსის პენეტრაცია მასპინძლის უჯრედში ხდება შუამავალი კლათრინის ენდოციტოზის გზით, და ხდება ვირუსის გარსის შერწყმა, ბირთვის დაშლა და გენომის რნმ- ის გამოთავისუფლება. გენომის რნმ გამოიყენება ცილების ტრანსლირებისა და რნმ-ის ტრანსკრიპციისთვის. ვირუსის ცილები გადადიან უჯრედის ზედაპირზე, სადაც გარსის ცილებში კონფორმაციული ცვლილებები იწვევს პროცეცისის დაწყებას და ვირიონების გამოთავისუფლებას.[25]

EEEV-ის ინკუბაცია ადამიანში მერყეობს 4 დღიდან 10 დღემდე.[15] ინფექციის დასაწყისში I ტიპის ინტერფერონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვირუსის რეპლიკაციის უნარისთვის; I ტიპის ინტერფერონის მიმართ რეაგირების უნარი არის დაავადების სიმძიმის განმსაზღვრელი ფაქტორი.[26] აღნიშნულია, რომ ისეთი პათოგენური ალფავირუსები, როგორიცაა EEEV, იყენებს მეორად სტრუქტურულ მოტივს თავის რნმ-ის 5’ არატრანსლირებულ რეგიონში, რათა ხელი შეუშალოს უჯრედოვან მექანიზმს, რომელიც პასუხისმგებელია I ტიპის ინტერფერონის ანტივირუსულ მოქმედებაზე.[27] მომდევნო ადაპტური ჰუმორული პასუხები მოიცავს IgM- პროდუცირებას, რასაც მოყვება IgG. თაგვებზე კვლევებმა აჩვენა, რომ Е1, Е2, და Е3 გლიკოპროტეინებზე ეპიტოპების საწინააღმდეგო გამანეიტრალებელი და არა-გამანეიტრალებელი ანტისხეულები იცავს ინფექციისგან და ხელს უწყობს ალფავირუსების აღდგენას.[23] გამანეიტრალებელი ანტისხეულები ძირითადად დამიზნებულნი არიან Е2 გლიკოპროტეინზე, რომელიც საშუალებას არ აძლევს ვირუსს დაუკავშირდეს მასპინძლის უჯრედს. გამოჯანმრთელება ასევე განპირობებულია T უჯრედების შუამავლობით, როგორც ეს დაფიქსირდა თაგვების შემთხვევაში, რომლებსაც აღენიშნებოდა ვირუსის გასაწმენდად საჭირო ანტისხეულების არასაკმარისი რაოდენობა.[23]

ცნს- ის პათოლოგიები მოიცავს თავის ტვინის შეშუპებას, მწვავე და ქრონიკულ პერივასკულარულ ანთებას ქერქზე, თალამუსში, ბაზალურ განგლიებსა და მედულაში. ნეირონთა დაზიანება და დაღუპვა აშკარა ჰისტოლოგიური მაჩვენებლებია.[2][Figure caption and citation for the preceding image starts]: ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპით ქსოვილის ნიმუშზე ფიქსირდება EEEV ვირიონები.დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სურათების ბიბლიოთეკა [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@b827a97

კლასიფიკაცია

ბალტიმორის კლასიფიკაცია

IV ჯგუფი: დადებითი პოლარობის ერთჯაჭვიანი რნმ -ის მქონე ვირუსები

ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსის ( EEEV) ქვეტიპები

არსებობს EEEV-ის 4 გენეტიკური ხაზი:[3]

  • გენეტიკური ხაზი 1

    • ენდემურია ჩრდილოეთ ამერიკიში და კარიბის ზღვის აუზში

    • ადამიანებში უკავშირდება მძიმე კლინიკურ სურათს.

  • გენეტიკური ხაზი II- IV (ერთობლივად მოიხსენიება როგორც Madariaga ვირუსი)

    • ენდემურია სამხრეთ და ცენტრალური ამერიკაში

    • ძირითადად პასუხისმგებელია ცხენის დაავადებებზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას