გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

ნევროლოგიური გართულებები ენცეფალიტის გამო (მაგ. გულყრები, ლეთარგია, დეზორიენტაცია, ატაქსია და პარეზი) აღენიშნებოდა EEEV ინფექციით ჰოსპიტალიზებული პაციენტების დაახლოებით 90% -ს.

EEEV-მ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური გართულებები, ვინაიდან იგი აინფიცირებს მასპინძლის ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

მომატებული ქალასშიდა წნევის მონიტორინგმა შეიძლება აგვარიდოს ტვინის თიაქარი და სიკვდილი.

გრძელვადიანი
საშუალო

მათ შორის, ვინც გადაიტანა EEEV ინფექცია, დააახლოებით 50% აქვს ნევროლოგიური გართულებები.[2]

EEEV ინფექციასთან დაკავშირებული დიდი და მცირე მოტორული დარღვევები შეიძლება იყოს გრძელვადიანი[16][45]

გრძელვადიანი
საშუალო

მათ შორის, ვინც გადაიტანა EEEV ინფექცია, დააახლოებით 50% აქვს ნევროლოგიური გართულებები.[2]

მეხსიერების დარღვევა შეიძლება EEEV ინფექციასთან დაკავშირებულ გრძელვადიან ნევროლოგიურ გართულებად იქცეს.[16][45]

გრძელვადიანი
საშუალო

მათ შორის, ვინც გადაიტანა EEEV ინფექცია, დააახლოებით 50% აქვს ნევროლოგიური გართულებები.[2]

ქცევითი ცვლილებები შეიძლება EEEV ინფექციასთან დაკავშირებულ გრძელვადიან ნევროლოგიურ გართულებად იქცეს.[16][45]

გრძელვადიანი
საშუალო

მათ შორის, ვინც გადაიტანა EEEV ინფექცია, დააახლოებით 50% აქვს ნევროლოგიური გართულებები.[2]

სისუსტე და ტრემორი შეიძლება EEEV ინფექციასთან დაკავშირებულ გრძელვადიან ნევროლოგიურ გართულებად იქცეს.[16][45]

გრძელვადიანი
საშუალო

სენსორული დეფექტები (მაგ., სმენის, გემოს შეგრძნების და სუნის აღქმის უნარის დაქვეითება) შეიძლება გამოვლინდეს მოგვიანებით, როგორც EEEV ინფექციით გამოწვეული ნევროლოგიური გართულებების შედეგი.[46]

ცვლადი
მაღალი

გულყრები EEEV ინფექციის გართულებაა და იგი ძირითადად აღენიშნება 15 წლამდე და 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფს.

გულყრების დროს ნიშნავენ ანტიკონვულსანტებს, მაგრამ საჭიროა მკურნალობის მონიტორინგი ( სისხლში პრეპარატის დონე), რათა უზრუნველყოფილ იქნას თერაპიული დონის მიღწევა.

ცვლადი
საშუალო

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში გულყრების საკონტროლოდ ბენზოდიაზეპინების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოტენზია და სედაცია, რაც საჭიროებს ინტუბაციას პაციენტის სასუნთქი გზების გამტარობის დასაცავად. 

ანტიკონვულსანტებს, მაგალითად, ფენოიტინს, გააჩნია წამალი - წამალთან ურთიერთქმედება, ზოგადად არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის, და მრავალი შესაძლო გვერდითი ეფექტი აქვს (მაგ., გონების არევა, ყლაპვის და ლაპარაკის პრობლემები, ტრემორი).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას