მონიტორინგი

  • ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის დაავადების თითოეული  შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანოს. 

  • თუ ვირუსით ინფიცირებულ პაციენტს ნევროლოგიური ნიშნები აღენიშნება, აუცილებელია გულყრების განვითარების მონიტორინგი . 

  • თუ პაციენტი მკურნალობს ანტიკონვულსანტებით, ამ მედიკამენტების დონე სისხლში ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მივაღწიეთ თერაპიულ დონეს. 

  • საჭიროა მომატებული ქალაშიდა წნევის მეთვალყურეობა, რათა თავიდან იქნას აცილებული თავის ტვინის თიაქარი და სიკვდილი. 

  • EEEV ინფექციაგადატანილ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ გრძელვადიანი ნევროლოგიური გართულებები (მაგ., ქცევითი ცვლილებები, დაქვეითებული მოტორული უნარი), ამიტომ საჭიროა გრძელვადიანი ნევროლოგიური მონიტორინგი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას