ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკ-ფაქტორები მოიცავს ენდემურ რეგიონში ჭაობიანი ან ტყიან ნესტიან მიდამოში მუშაობას / ცხოვრებას / მოგზაურობას, კოღოების ზემოქმედებას.

ცხელება (≥37.5°C)

აღწერილია როგორც არსებული სიმპტომი EEEV ინფიცირებული პატიენტების 83%-100%-ში.[2][36]

ჩვეულებრვ მწვავეა დაწყებისას.

როგორც წესი სრულდება 1-2 კვირაში ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე.

თავის ტკივილი

აღწერილია როგორც არსებული სიმპტომი EEEV ინფიცირებული პატიენტების 64%-75%-ში.[2][36]

როგორს წესი, მწვავეა დაწყებისას და ხშირად ინტენსიურია, განსაკუთრებით ნევროლოგიური / ცნს ჩართვის შემთხვევაში.

როგორც წესი სრულდება 1-2 კვირაში ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე.

გულყრები

აღწერილია როგორც თავდაპირველი გამოვლინება EEEV ინფიცირებული პაციენტების 25-71% - ში.[2][36]

ნევროლოგიური/ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვის ნიშანი.

გულყრები ყველაზე ხშირად გენერალიზებული ხასიათისაა და იშვიათად ადგილობრივი.[36]

ნევროლოგიური/ცნს ჩართვა ყველაზე ხშირია 15 წლამდე და 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში. ნევროლოგიური ჩართვა, გამოწვეული Madariaga ვირუსით (MADV) უფრო გავრცელებული ბავშვებში.[16]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

გულისრევა/ღებინება

აღწერილია როგორც არსებული სიმპტომი EEEV ინფიცირებული პაციენტების 61%-64%-ში.[2][36]

მიალგია /ართრალგია

აღწერილია როგორც არსებული სიმპტომი EEEV ინფიცირებული პაციენტების 29-36%-ში.[2][36]

კისრის გაშეშება (კეფის კუნთების რიგიდობა)

აღწერილია როგორც არსებული სიმპტომი EEEV ინფიცირებული პაციენტების 36-64%-ში.[2][36]

ნევროლოგიური/ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვის ნიშანი.

ნევროლოგიური/ცნს ჩართვა ყველაზე ხშირია 15 წლამდე და 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში ნევროლოგიური ჩართვა, გამოწვეული Madariaga ვირუსით (MADV) უფრო გავრცელებულია ბავშვებში.[16]

ფოკალური სისუსტე (მოტორული ფუნქციის შესუსტება).

აღწერილია როგორც არსებული სიმპტომი EEEV ინფიცირებული პაციენტების 3-23%-ში.[2][36]

ნევროლოგიური/ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვის ნიშანი.

ნევროლოგიური/ცნს ჩართვა ყველაზე ხშირია 15 წლამდე და 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში ნევროლოგიური ჩართვა, გამოწვეული Madariaga ვირუსით (MADV) უფრო გავრცელებულია ბავშვებში.[16]

ფოტოფობია

აღწერილია როგორც არსებული სიმპტომი EEEV ინფიცირებული პაციენტების 3-29%-ში.[2][36]

ნევროლოგიური/ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვის ნიშანი.

ნევროლოგიური/ცნს ჩართვა ყველაზე ხშირია 15 წლამდე და 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში ნევროლოგიური ჩართვა, გამოწვეული Madariaga ვირუსით (MADV) უფრო გავრცელებულია ბავშვებში.[16]

მუცლის ტკივილი

აღწერილია როგორც არსებული სიმპტომი EEEV ინფიცირებული პაციენტების 7-22%-ში.[2][36]

შეცვლილი მენტალური სტატუსი

გონების არევა აღწერილია EEEV ინფიცირებული პაციენტების 44%-ში.[36]

ნევროლოგიური/ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვის ნიშანი.

ნევროლოგიური/ცნს ჩართვა ყველაზე ხშირია 15 წლამდე და 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში ნევროლოგიური ჩართვა, გამოწვეული Madariaga ვირუსით (MADV) უფრო გავრცელებულია ბავშვებში.[16]

იშვიათი

კრანიული ნერვების დამბლა

აღწერილია როგორც არსებული სიმპტომი EEEV ინფიცირებული პაციენტების 7-8%-ში.[2][36]

ნევროლოგიური/ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვის ნიშანი.

ნევროლოგიური/ცნს ჩართვა ყველაზე ხშირია 15 წლამდე და 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში ნევროლოგიური ჩართვა, გამოწვეული Madariaga ვირუსით (MADV) უფრო გავრცელებულია ბავშვებში.[16]

ტრემორი

ძილიანობა

მენინგიზმი

დიარეა

აღწერილია EEEV ინფიცირებული პაციენტების 8%-ში.[2][36]

ხშირად თან ახლავს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი.

თავის ტვინის შეშუპება

ნევროლოგიური/ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვის ნიშანი.

ნევროლოგიური/ცნს ჩართვა ყველაზე ხშირია 15 წლამდე და 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში ნევროლოგიური ჩართვა, გამოწვეული Madariaga ვირუსით (MADV) უფრო გავრცელებულია ბავშვებში.[16]

ქალასშიდა ჰიპერტენზია

ასეპტიური მენინგიტი

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი

აღწერილია მწვავე EEEV ინფექციის მქონე ბავშვში.[4] ჩვილს ჰქონდა ნევროლოგიური დაზიანება და გარდაიცვალა.

ნევროლოგიური/ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვის ნიშანი.

ნევროლოგიური/ცნს ჩართვა ყველაზე ხშირია 15 წლამდე და 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში ნევროლოგიური ჩართვა, გამოწვეული Madariaga ვირუსით (MADV) უფრო გავრცელებულია ბავშვებში.[16]

ჰემიპარეზი

რისკფაქტორები

ძლიერი

მოგზაურობა/ცხოვრება ენდემურ რეგიონში

ენდემური რეგიონები მოიცავს ჭაობებს/ნესტიან მიდამოებს ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ან სოფლის/ტროპიკულ რეგიონებს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ჭაობიან და ნესტიან მიდამოებში ყოფნა EEEV ინფექციის შესაძლო რისკ-ფაქტორადაა დასახელებული ავადმყოფობების ისტორიებში.[28] ეს შეესაბამება EEEV-ის მატარებელი კოღოების Culiseta melanura და Coquillettidia perturbans ბუნებრივ გარემოს ჩრდილოეთ ამერიკაში.[29]

EEEV აღმოჩენილია სამხრეთ ამერიკაშიც, სადაც მან გამოიწვია ადამიანის დაავადება აღმოსავლეთ პანამასა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში, თუმცა შემთხვევები ძალიან იშვიათია. სამხრეთ ამერიკის EEEV-ს (ცნობილია როგორც Madariaga ვირუსი [MADV]) ჩრდილოეთ ამერიკის EEEV-გან განსხვავებული გენეტიკური ხაზი აქვს. ის ნაკლებად ვირულენტულია, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის EEEV და დაკავშირებულია მნიშვნელოვნად ნაკლებ სიკვდილობასთან.

EEEV დაავადებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების ეპიდემიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა.

მუშაობა ენდემურ რეგიონებში

ენდემური რეგიონები მოიცავს ჭაობებს/ნესტიან მიდამოებს ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ან სოფლის/ტროპიკულ რეგიონებს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

ხანგრძლივად ღია ცის ქვეშ მუშაობა ენდემურ რეგიონებში ზრდის კოღოს მიერ დაკბენის ალბათობას, და შესაბამისად EEEV-ით ინფიცირების რისკს.[15]

პანამაში ჩატარებულმა სეროლოგიურმა კვლევამ გამოავლინა, რომ მეცხოველეობის სფეროში საქმიანობა კვირაში 20 სთ მეტი ხნის განმავლობაში, უკავშირდებოდა სეროპოზიტიურობას Madariaga ვირუსის (MADV) ინფექციის მიმართ (ალბათობა [OR] 2.4 [95% CI 1.0 - 5.6]).[17]

პანამაში ჩატარებულმა ამავე სეროლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მიწათმოქმედებაც უკავშირდებოდა სეროპოზიტიურობას Madariaga ვირუსის (MADV) ინფექციის მიმართ ( OR 3.1 [95% CI 1.3 -7.4]).[17]

EEEV დაავადებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების ეპიდემიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა.

აქტივობები ენდემური რეგიონების ბუნებაში

ენდემური რეგიონები მოიცავს ჭაობებს/ნესტიან მიდამოებს ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ან სოფლის/ტროპიკულ რეგიონებს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

ენდემურ რეგიონში ღია ცის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა ზრდის კოღოს მიერ დაკბენის ალბათობას, და შესაბამისად EEEV-ით ინფიცირების რისკს.[15]

პანამაში ჩატარებულმა სეროლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მეთევზეობა კვირაში 10 საათზე მეტ ხანს უკავშირდება სეროპოზიტიურობას მადარიაგას ვირუსის (MADV) ინფექციის მიმართ.[17]

EEEV დაავადებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების ეპიდემიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა.

კოღოების გამრავლებისთვის ხელსაყრელი სეზონური ფაქტორები

EEEV ინფექციის შემთხვევების უმეტესობა გვხვდება გვიან გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, იშვიათად ყოფილა შემთხვევები ზამთარში ენდემურ სუბტროპიკულ რეგიონში (მაგ. მექსიკის ყურის მიმდებარე შტატები).[15]

ასაკი <15 ან >50 წელი

ნევროლოგიური /ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვა (ენცეფალიტი) და დაავადების მძიმე მიმდინარეობა ყველაზე ხშირია ასაკობრივ ჯგუფში 15 წლამდე და 50 წლის ზევით. თუმცა, ნევროლოგიური ჩართულობა, გამოწვეული მადარიაგას ვირუსით (MADV), უფრო გამოხატულია ბავშვებში.[16]

პროფესიით განპირობებული ზემოქმედება (ლაბორატორია)

ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ შესაძლებელია EEEV-ის გადაცემა ჰაეროვანი გზით და კანქვეშა ინექციებით.[30][31]

მუშაობა ვირუსის მაღალ კონცენტრაციასთან, პირით პიპეტირება, აეროზოლის წარმოქმნა (მაგ ქსოვილის ჰომოგენიზაცია, ცენტრიფუგირება) დაკავშირებული საქმიანობა არის ლაბორატორიულ პირობებში პროფესიული დაინფიცირების რისკ-ფაქტორი.

სუსტი

ბიოტერორიზმი

EEEV ითვლება ბიოტერორიზმის პოტენციურ იარაღად, რადგან შესაძლებელია მისი აეროზოლური ფორმის დიდი რაოდეობით წარმოება.

შეერთებულ შტატებში EEEV (და სხვა ალფავირუსები) დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის (CDC) ცენტრების მიერ კლასიფიცირებულია როგორ „ბ“ კატეგორია, რომელიც წარმოადგენს საფრთხის რიგით მეორე კატეგორიას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას