კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული კვლევა (ELISA)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ELISA (განსაკუთრებით IgG ELISA) აქვს დაბალი სპეციფიკურობა EEEV-ადმი მისი სხვა ალფავირუსებთან (მაგალითად, ვენესუელის ცხენების ენცეფალიტის, მაიაროს და ჩიკუნგუნიას ვირუსები) ჯვარედინი რეაქციისკენ ტენდენციის გამო; ამიტომ, თუ სეროლოგიისთვის გამოიყენება ELISA, რეკომენდირებულია ბალთის შემცირების ნეიტრალიზაციის ტესტით (PRNT) შემდგომი დადასტურება.

სეროლოგიური გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს მწვავე და კონვალესცენტური ფაზის შრატზე. EEEV სპეციფიკური IgG 4-ჯერადი მატება - დიაგნოსტიკური ნიშანია.

IgM და IgG გახდება დადებითი დაავადების დაწყებიდან დაახლოებით 5 დღეში. IgM რჩება პოზიტიური კიდევ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, ხოლო IgG - რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.,

ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ რეფერენს ლაბორატორიებში (მაგ. დაავადებებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ლაბორატორია [CDC] შეერთებულ შტატებში)

შედეგი

EEEV შემთხვევაში პოზიტიურია IgG ან IgM-თვის

თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)

ტესტი
შედეგი
ტესტი

მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის საჭირო ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსის დიაგნოსტიკისთვის, ის შეიძლება გამოვიყენოთ ცნს ჩართვის შესაფასებლად.

CT-თან შედარებით MRI ენცეფალიტის ინდენტიფიკაციისთვის უფრო მგრძნობიარე ტესტია, რადგან შეშუპების და ინფექციის საწყისი ნიშნების გამოვლენის საშუალებას იძლევა.[37]

სიგნალის ინტენსივობის გაძლიერება ხშირად ფიქსირდება T2 და FLAIR გამოსახულებებზე ბაზალურ განგლიებში, თალამუსში და თავის ტვინის ქერქში. შეიძლება გაძლიერებული იყოს მენინგების სიგნალიც. 

შედეგი

ცნს-ის დაზიანება

ბალთის შემცირების ნეიტრალიზაციის ტესტი(PRNT)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ყველაზე სპეციფიკური სეროლოგიური ტესტი. იძლევა ჯვარედინ რეაქციაში შემავალი ალფავირუსებს შორის დიფერენიაციის საშუალებას. 

არ განასხვავებს IgM და IgG.

მოითხოვს დროს და ცოდნას.

ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ რეფერენს ლაბორატორიებში (მაგ. დაავადებებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ლაბორატორია [CDC] შეერთებულ შტატებში)

შედეგი

ბალთის წარმოქმნის შემცირება (როგორც წესი, გამოიყენება 80% შემცირება)

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

აუცილებელია EEEV ინფექციაზე საეჭვო ნიშნების და სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის.

შედეგები, როგორც წესი, ავლენს ნეიტროფილურ პლეოციტოზს და მომატებული ერითროციტებს.[36]

ზომიერი ლეიკოციტოზი ჩვეული მოვლენაა EEEV ინფიცირებულ პაციენტებში.[36]

შედეგი

ლეიკოციტოზი (>11 x 10⁶ უჯრედი/მლ)

მეტაბოლური ცვლის კვლევების ბაზისური პანელი

ტესტი
შედეგი
ტესტი

აუცილებელია EEEV ინფექციაზე საეჭვო ნიშნების და სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის.

ჰიპონატრიემია აღმოაჩნდა EEEV ინფიცირებული პაციენტების დაახ. 60%-ს.[36]

შედეგი

ჰიპონატრემია

გასათვალისწინებელი კვლევები

ცერებროსპინური სითხის კვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა გაკეთდეს ლუმბალური პუნქცია და ცერებროსპინური სითხის ანალიზი უჯრედების რაოდენობაზე და სტანდარტული ბიოქიმიური ანალიზები (მაგ, გლუკოზა, ცილები), ცნს ჩართვაზე ეჭვის შემთხვევაში.

თუ ვირუსის იდენტიფიკაციისთვის ხელმისაწვდომია ტექნიკური საშუალება და ექსპერტები, ვირუსის აღმოჩენა შესაძლებელია ცერებროსპინურ სითხეში ინფექციის ადრეულ ფაზაში (მაგ. უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის [RT-PCR] გამოყენებით ან ვირუსის გამოყოფით). EEEV IgM შეიძლება ინახოს ცერებროსპინურ სითხეში.

შედეგი

პლეოციტოზი ნეიტროფილების სიჭარბით; მომატებული ერითროციტები; მომატებული ცილა; დადებითი EEEV IgM ცერებროსპინურ სითხეში.

ტავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

მიუხედავად იმისა, რომ CT არ არის საჭირო EEEV დიაგნოსტიკისთვის, ის შეიძლება გამოვიყენოთ ცნს ჩართვის შესაფასებლად.

თავდაპირველი CT შეიძლება იყოს ნორმაში.[2]

ჰიპოინტენსიური უბნები შეიძლება დაფიქსირდეს ბაზალურ განგლიებში, თალამუსში და თავის ტვინის ქერქში.

შედეგი

ცნს-ის დაზიანება

ელექტროენცეფალოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

მონაცემები მოიცავს ზოგად მოდუნებას, სუბკლინიკურ ეპილეფსიურ სტატუსს; ეპილეპტიფორმულ აქტივობას.[2]

შედეგი

ზოგადი მოდუნება, სუბკლინიკური ეპილეფსიური სტატუსი; ეპილეპტიფორმული აქტივობა

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას