დიფერენციული დიაგნოზები
ფსევდოპოდაგრა (კალციუმის პიროფოსფატის დაგროვების დაავადება)
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება გამოვლინდეს პოდაგრის იდენტურად.[57]
ფსევდოპოდაგრა უფრო ხშირად აზიანებს მაჯებსა და მუხლის სახსრებს.
კვლევები
როგორც წესი, ვლინდება ქონდროკალცინოზი (ხრტილის რადიოგრაფიული კალციფიკაცია გარკვეულ სახსრებში).
ულტრაბგერითიი კვლევა შეიძლება დაგვეხმაროს პოდაგრისა და კალციუმის პიროფოსფატის დაგროვების დაავადების დიფერენცირებაში. კალციუმის პიროფოსფატის ჩანართები უფრო ღრმადაა ხრტილში და ნაკლებად ჰომოგენურია (ბორცვები), ვიდრე ზედაპირული ორმაგი კონტურის ხაზი, რომელიც პოდაგრას ახასიათებს.
საბოლოო დიაგნოზი დგინდება სინოვიურ სითხეში კალციუმის პიროფოსფატის კრისტალების აღმოჩენის შემთხვევაში. კრისტალები არის რომბის ფორმის, სუსტად დადებითად ორმაგი გარდამტეხის.
სეპტიური ართრიტი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება გამოვლინდეს პოდაგრის იდენტურად.[53][57]
გვხვდება ორივე სქესის შემთხვევაში, ნებისმიერ ასაკში.
შეიძლება იყოს ინფექციის რისკის ფაქტორები, როგორიცაა ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება და სუსტი იმუნიტეტი.
კვლევები
სინოვიური სითხის მიკროსკოპული ანალიზი და კულტურა შეიძლება იყოს გრამ-დადებითი და ავლენდეს ზრდას.
სისხლის კულტურაზე შეიძლება გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია.
კრისტალებისა და ინფექციის თანაარსებობა სახსარში იშვიათი არ არის.
დაზიანება
ნიშნები / სიმპტომები
გვხვდება დადებითი ანამნეზი.
როგორც წესი, გასინჯვისას გვხვდება უფრო ნაკლები ანთებითი ნიშნები, როგორიცაა სიწითლე ან სითბო, ვიდრე პოდაგრის დროს.
კვლევები
როგორც წესი, სინოვიური სითხე სისხლიანია და არ არის მონონატრიუმის ურატის კრისტალები.
რევმატოიდული ართრიტი(RA)
ნიშნები / სიმპტომები
ქრონიკული, ტოფუსებით მიმდინარე და პოლიარტიკულური პოდაგრა შეიძლება გამოვლინდეს რევმატოიდული ართრიტის მსგავსად. ტოფუსი შეიძლება აგვერიოს რევმატოიდულ კვანძებში.
ანამნეზში ართრიტის ხანგამოშვებითი, მწვავე, თვითგანკურნებადი შეტევები და ტერფის დამახასიათებელი ცერა თითი მიუთითებს პოდაგრაზე.
რევმატოიდული ართრიტი და პოდაგრა უარყოფით კორელაციაშია. თანაარსებობის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული.
კვლევები
დაკავშირებულია რევმატოიდული ფაქტორის დადებით ტესტთან შემთხვევათა 70-78%-ში; თუმცა, პოდაგრათი დაავადებულ პაციენტთა 30%-ში ასევე დადებითია რევმატოიდული ფაქტორი.[78]
ანტიციკლური ციტრულინირებული პეპტიდი ხასიათება მაღალი სპეციფიკურობით, თუმცა დაბალი მგრძნობელობით რევმატოიდული ართრიტის მიმართ. ის შეიძლება გამოგვადგეს მძიმე რევმატოიდული ართრიტის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების ადრეულ გამოვლენაში.[79]
სინოვიური სითხე არის ანთებითი (ლეიკოციტები > 2.0 x 10⁹/ლ ან 2000/მმ³ ან 2000/მიკროლიტრი), თუმცა არ გამოვლინდა მონონატრიუმის შარდმჟავა კრისტალები.
რეაქტიული ართრიტი
ნიშნები / სიმპტომები
ინფექცია ახლო წარსულში შესაბამისი მიკროორგანიზმით.
ვლინდება ოლიგოართრიტი.
ხშირად ვლინდება სახსრებზე, სადაც ზეწოლაა.
შეიძლება ახლდეს მყესის შეერთების ადგილის ანთება და დაქტილიტი (მთლიანი თითის ანთება).
შეიძლება გამოვლინდეს კონიუნქტივიტი, ურეთრიტი და სტომატიტი.
კვლევები
რენტგენოგრაფიულად შეიძლება გამოვლინდეს რბილი ქსოვილების შეშუპება.
ფსორიაზული ართრიტი
ნიშნები / სიმპტომები
როგორც წესი პაციენტებს აქვთ ფსორიაზის ანამნეზი.
სახსრების ასიმეტრიული ჩართულობა.
ხშირად გვხვდება თითების დისტალურ სახსრებში.
დაქტილიტის არსებობა.
კვლევები
ტიპური რადიოგრაფიული ნიშნებია: სახსრების ეროზიები, სახსრის სივრცის დავიწროება, ძვლოვანი პროლიფერაცია (მოიცავს სახსრის გარშემო და ძვლის პერიოსტიტს), ოსეტოლიზი (მოიცავს "ჭიქაში ფანქრის" დეფორმირებას და აკრო-ოსტეოლიზს), ანკილოზი, ძვლოვანი წანაზარდების ფორმირება და სპონდილიტი.[80]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას