გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
დაბალი

ყველაზე ხშირად გვხვდება ციტოტოქსიკური აგენტებით მკურნალობის ფონზე, განსაკუთრებით ლიმფოპროლიფერაციული დაავადებებისა და დიდი სიმსივნური დატვირთვის დროს (სიმსივნის ლიზისის სინდრომი).

როგორც წესი, ვითარდება შარდმჟავას ძალიან მაღალი დონის შემთხვევაში, როცა > 1190 მიკრომოლი/ლ (20 მგ/დლ) და შარდმჟავა/კრეატინინის თანაფარდობა მეტია 1-ზე.

პაციენტს შეიძლება აღენიშნოს მწვავე და ოლიგურიული თირკმლის უკმარისობა. პრევენცია შესაძლებელია ჰიდრატაციით და ალოპურინოლით პროფილაქტიკით.[136]

გრძელვადიანი
დაბალი

მტკიცებულების თანახმად, არსებობს კავშირი პოდაგრასა და თირკმელების ქრონიკულ დაავადებას შორის. რეტროსპექტული კოჰორტული კვლევის თანახმად, პოდაგრის დროს მეტია თირკმელების ქრონიკული დაავადების მე-3 სტადიის განვითარების რისკი, შედარებით საკონტროლო ჯგუფთან (კორეგირებული საფრთხის თანაფარდობა 1.78, 95% სარწმუნოობის ინტერვალი 1.70 - 1.85).[137]

თირკმლის ქრონიკული დაავადება

ცვლადი
საშუალო

პოდაგრის მქონე პაციენტებში შარდმჟავას ქვების გავრცელება 10%-დან 20%-მდეა.[134] პრევალენტობა იზრდება შარდმჟავას დონესთან ერთად.[135]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას