მიდგომა

პოდაგრაზე კლინიკური ეჭვი მიგვაქვს მაშინ, როდესაც გვაქვს ტიპური ანამნეზი და გასინჯვით მოპოვებული შესაბამისი მონაცემები.

კლინიკური დიაგნოზი მაღალი სიზუსტით დგინდება პაციენტებში, რომელთაც აქვთ პირველი მეტატარსოფალანგური სახსრის მორეციდივე მწვავე მონოართრიტის სარწმუნო ანამნეზი (პოდაგრა).[53] ძლიერი ტკივილის, სიწითლის ან შეშუპების სწრაფი დაწყება, გარდა პირველი მეტატორსოფალანგეალური (მაგ., ტერფის შუა ნაწილი, კოჭი, მუხლი, ხელი, მაჯა, იდაყვი) ასევე შეიძლება მიუთითებდეს პოდაგრის დიაგნოზზე.[53]

დიაგნოზი დასტურდება ართროცენტეზით, რომელზეც ჩანს მონონატრიუმის ურატის კრისტალები.[53]

ალტერნატიულად, დიაგნოზი შესაძლოა დავადგინოთ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი აკმაყოფილებს ამერიკის რევმატოლოგიის კოლეჯის (ACR) ≥6 კრიტერიუმს:[54]

  • მწვავე ართრიტის ერთზე მეტი შეტევის ეპიზოდი

  • მაქსიმალური ანთება ჩამოყალიბდა 1 დღის ფარგლებში

  • მონოართრიტული შეტევა, სიწითლე სახსრების ზედაპირზე

  • მტკივნეული ან შეშუპებული მეტატარზოფალანგური სახსარი

  • პირველი მეტატარზოფალანგური სახსრის ცალმხრივი შეტევა

  • კოჭის სახსრის ცალმხრივი შეტევა

  • ტოფუსი (დადასტურებული ან საეჭვო)

  • ჰიპერურიკემია

  • რენტგენოგრაფიულად ასიმეტრიული შეშუპება სახსარში

  • რენტგენოგრაფიულად ქერქქვეშა ცისტა ეროზიების გარეშე

  • მიკროორგანიზმზე უარყოფითი სახსრის კულტურა შეტევის დროს

2015 წელს ამერიკის რევმატოლოგიის კოლეჯმა გამოაქვეყნა ახალი კლასიფიკაციის კრიტერიუმები; თუმცა, აღნიშნული კრიტერიუმების შექმნის მიზანი იყო იმ პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კლინიკურ კვლევაში ჩართვის კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები პოდაგრას დიაგნოსტიკისთვის არ შექმნილა.[55][56]

ანამნეზი

პოდაგრა ხშირია კაცებში და იშვიათია პრემენოპაუზურ ქალებში.[2][3][5][8][37] დიაგნოზს ამყარებს ანამნეზში უწინდელი შეტევების არსებობა, რომლებიც სპონტანურად კუპირდებოდა (7-14 დღის განმავლობაში). უნდა შეფასდეს მედიკამენტური დანიშნულება, კვებითი ჩვევები და ოჯახური ანამნეზი.

ყველაზე ხშირი გამოვლინებაა მწვავე ერთსახსროვანი ართრიტი, რომელიც ხასიათდება უეცარი გამოვლინების ძლიერი ტკივილითა და შეშუპებით.[53][57] სიმპტომები ხშირად ვითარდება ღამით.[53]

დაავადება შეიძლება იყოს ოლიგოარტიკულურ(<4 სახსრის დაზიანება) ან, უფრო იშვიათად, პოლიარტიკულური (მაგ. ხანდაზმულებში, როდესაც დაავადებას შესაძლოა თან ახლდეს ხელისა და ფეხის გულების გამოხატული შეშუპება). ყველაზე ხშირად ზიანდება პირველი მეტატარსოფალანგური, ტარსოომეტატარსული, კოჭის და მუხლის სახსრები. თუმცა, შესაძლოა დაზიანდეს ნებისმიერი სახსარი.[57]

ფიზიკური გამოკვლევა

ჩართული სახსრები თბილი, გაწითლებული და შესივებულია.[53] ჩვეულებრივ, ტკივილის გამო აღინიშნება სახსრების მნიშვნელოვანი მტკივნეულობა და მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა.

უნდა გავსიჯოთ ყველა სახსარი, რათა მსუბუქი დაზიანებაც არ გამოგვეპაროს.

შეიძლება გამოვინდეს მკვრივი კანქვეშა კვანძები (ტოფუსები) სახსრის გამშლელ ზედაპირზე, განსაკუთრებით, იდაყვებზე, მუხლებზე და აქილევსის მყესებზე.[53][57] ტოფუსები ასევე შეიძლება აღმოჩნდეს მტევნების და ტერფების დორზალურ ზედაპირებზე და ყურის ნიჟარაზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქრონიკული პოდაგრა, რომელიც მიმდინარეობს ტოფუსებით- ვლინდება კვანძები სახსრების გარშემო სტრუქტურებში, ართრიტთან ერთადAdapted from BMJ Case Reports 2009 [doi:10.1136/bcr.03.2009.1668] Copyright © 2009 by the BMJ Group Ltd [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@24533af8[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქრონიკული პოდაგრა, რომელიც მიმდინარეობს ტოფუსებით- კვანძები ვლინდება მტევნებში, იდაყვში, ფეხებში, დუნდულებში და მუცლის კედელზე (ისრები)Adapted from BMJ Case Reports 2009 [doi:10.1136/bcr.03.2009.1668] Copyright © 2009 by the BMJ Group Ltd [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@15d3b511

კვლევები

პოდაგრისათვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებში გასათვალისწინებელია შემდეგი ტესტები.

ართროცენტეზი სინოვიურიი სითხის ანალიზისთვის

  • უზრუნველყოფს დასკვნით დიაგნოზს.[53][58]

  • სინოვიურ სითხეში თეთრი უჯრედების რაოდენობა, როგორც წესი, აჭარბებს 2.0 x 10⁹/ლ-ს (2000/მმ³ ან 2000/მიკროლიტრი), ხოლო უჯრედები მეტწილად პოლიმორფონუკლეური ნეიტროფილების ტიპისაა. მონონატრიუმ ურატის კრისტალების (უჯრედშიდა და/ან უჯრედგარე ნემსის ფორმის კრისტალები, მკაცრად უარყოფითი სხივის ორმაგი გარდატეხის უნარით პოლარიზებული სინათლის ქვეშ) არსებობა ადასტურებს დიაგნოზს. სინოვიური სითხის ანალიზი უნდა განვიხილოთ თითოეული პაციენტის შემთხვევაში, თუმცა დიაგნოზი ხშირად კლინიკურად დგინდება.

შარდმჟავა შრატში

  • პოდაგრას მწვავე შეტევის დროს დონე შესაძლოა იყოს დაქვეითებული, ნორმალური ან გაზრდილი. ტესტი უფრო სარწმუნო ხდება შეტევის კუპირებიდან სულ მცირე 2 კვირის შემდეგ.[59]

  • დიდ ბრიტანეთში, შრატის ურატის დონე 360 მიკრომოლ/ლ (6 მგ/დლ) ან მეტი ადასტურებს პოდაგრის დიაგნოზს. თუ პოდაგრის გამწვავების დროს შრატში ურატის დონე 360 მიკრომოლ/ლ (6 მგ/დლ) ქვემოთაა და პოდაგრაზეა ეჭვი, ტესტი უნდა განმეორდეს გამწვავებიდან მინიმუმ ორი კვირის შემდეგ.[53]

ულტრაბგერა

  • ულტრაბგერიტი კვლევა რენტგენოლოგიურთან შედარებით უფრო მგრძნობიარეა ეროზიების, ტოფუსების და პოდაგრასთვის დამახასიათებელი ორმაგი კონტურის ნიშნის მიმართ (ურატის ხაზოვანი ჩანართები ჰიალინურ ხრტილზე). ულტრაბგერით მოპოვებული ნიშნები, მათ შორის ტოფუსები და ეროზია ორმაგი კონტურის ნიშანთან ახლოს, ხასიათდება 65%-იანი მგრძნობელობით და დაახლოებით 90%-იანი სპეციფიკურობით.[60][61]

  • ულტრაბგერა რეკომენდირებულია დიდ ბრიტანეთში პაციენტებისთვის, თუ სახსრის პუნქცია შეუძლებელია, ან თუ პოდაგრის დიაგნოზი გაურკვეველია.[53]

ორმაგ ენერგიული კომპიუტერული ტომოგრაფია

  • შეიძლება იყოს გამოსადეგი პოდაგრის დიაგნოზისთვის, როდესაც ის კითხვის ნიშნის ქვეშაა, ან პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ უკუჩვენებები, ან რომლებიც უარს ამბობენ სახსრის პუნქციაზე.[53][62][63][64]

  • მტკიცებულებების თანახმად, ორმაგ ენერგიული კომპიუტერული ტომოგრაფია საფუძვლიანი, სარწმუნო ინსტრუმენტია და უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე რადიოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია. ამასთანავე, შედეგები დარდება ულტრაბგერის მონაცემებს.[65][66][67]

  • ერთ-ერთი მეტა-ანალიზის დასკვნის თანახმად, ორმაგ ენერგიული კომპიუტერული ტომოგრაფია ხასიათდება მაღალი სიზუსტით ჩამოყალიბებული პოდაგრას დროს, მაგრამ არის ნაკლებად მგრძნობიარე ახლად განვითარებული პოდაგრას შემთხვევაში.[64][68]

რადიოგრაფია

  • რადიოგრაფიულ კვლევების დიაგნოსტიკური სარგებელი შეზღუდულია.[52] გვიანი/მძიმე პოდაგრას დროს, რადიოგრაფიული ცვლილებები გვეხმარება ქრონიკული პოდაგრის სხვა სახსროვანი დაავადებებისგან გარჩევაში.[69]

  • რენტგენოლოგიური კვლევის შედეგები, რომლებიც მიუთითებს პოდაგრაზე: რბილი ქსოვილების დაჩრდილვა, რომელსაც ახლავს მკვრივი დაჩრდილვა რბილ ქსოვილებსა და ძვალს შორის, სახსრების და პერიარტიკულური ძვლის ეროზია და ოსტეოფიტები დაჩრდილვისა და ეროზიის კიდეებზე.[70] ეროზიების საპოვნელად რეკომენდებულია მტევნებზე დაკვირვება.


მუხლის ასპირაცია და ინექცია - ანიმაციური დემონსტრაცია
მუხლის ასპირაცია და ინექცია - ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ ხდება სინოვიალური სითხის ასპირაცია მუხლიდან და სახსარშიდა მედიკამენტების შეყვანა მედიალური მიდგომით



მხრის ასპირაცია და ინექცია - ანიმაციური დემონსტრაცია
მხრის ასპირაცია და ინექცია - ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ ამოვიღოთ სინოვიალური სითხე მხრიდან და შევიყვანოთ სახსარშიდა მედიკამენტები. ვიდეო გვიჩვენებს უკანა მიდგომას მხრის სახსართან და ლატერალურ მიდგომას სუბაკრომიულ სივრცეში.


ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას