პროგნოზი
საკვებისმიერი Escherichia coli ინფექციების დიდი უმრავლესობა ასიმპტომური, მსუბუქი და თვითლიმიტირებადი. კლინიკურ შემთხვევებში, პაციენტების უმეტესობა პასუხობს დამხმარე თერაპიას, საშუალოდ გამოჯანმრთელება 2-5 დღეა განვითრებად ქვეყნებში სიკვდილის შემთხვევათა უმრავლესობა დაკავშირებულია სისხლძარღვშიდა მოცულობის შემცირებასთან, რაც გამოწვეულია ძლიერი დიარეით და არასათანადო პერორულ რეჰიდრატაციული თერაპიით.
საკვებისმიერ ენტეროჰემორაგიულ E coli-ს შესაძლოა ჰქონდეს 2%-მდე ლეტალობის მაჩვენებელი ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში, აქედან მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ბავშვებსა და ხანდაზმულებში.[43]
ETEC, ენტეროპათოგენური E coli (EPEC) და ენტეროინვაზიური E coli (EIEC) ხასიათდება 0.1%-მდე ლეტალობით ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში.[43]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას