ეტიოლოგია

Escherichia coli-ით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების უმეტესობა საკვებისმიერია. საკვებთან დაკავშირებული შემთხვევები თითოეული ინფექციის დროს ასე ნაწილდება:[18]

  • შემთხვევების 80% საკვებისმიერია ენტეროჰემორაგიული E coli (EHEC) ინფექციის დროს

  • შემთხვევების 70% საკვებისმიერია ენტეროტოქსიგენური E coli (EHEC) ინფექციის დროს

  • სხვა ტიპის E coli-ს ინფექციების დროს შემთხვევების 30% საკვებითაა გამოწვეული.

20 წლის განმავლობაში აშშ-ში დაფიქსირდა nbspE coli O157:H7-ის 350 აფეთქება, რეგისტრირებული აშშ-ს 49 შტატიდან.[14] ამ ეპიდაფეთქებებიდან 52%იყო დაკავშირებული დაბინძურებულ საკვებთან, მათ შორის გატარებულ ძროხის ხორცთან (41%), ხილ-ბოსტნეულთან (21%), სხვა ფორმით მომზადებულ ძროხის ხორცთან (6%), რძის პროდუქტებთან (4%) და უცნობ/სხვა საკვებთან (28%).[14]E coli bsp O157:H7 ეპიდაფეთქებები ასევე დაკავშირებულია ისპანახთან, რომის სალათთან, არაპასტერიზებულ რძესთან და კვებითი ობიექტების ინფიცირებულ თანამშრომლებთან.[14][15]​გავრცელება ხდება ფეკალურ-ორალური გადაცემის გზით.[19]

არსებობს პათოგენის გადაცემის სპორადული შემთხვევები დაინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგაც, მათ შორის კონტაქტურ ზოოპარკში, ფერმაში და სახლში ცხოველებთან შეხების შემდეგ.[20][21][22][23]​თუმცა, ინციდენტობა დაბალია და ამ გზით გადაცემა განიხილება E coli ინფექციის სუსტ რისკფაქტორად.

მსოფლიო მასშტაბით იზრდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამების პრევალენტობა.[24] ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ანტიბიოტიკების სულ უფრო ხშირ გამოყენებას ცხოველებში, რამაც ხელი შეუწყო პათოგენური E coli -ის სეროტიპების ჩამოყალიბებას (მათ შორისაა E coli O157:H7).[25]

იდენტიფიცირებულია E coli იზოლატები, რომლებიც არიან blaNDM-5-ის მატარებლები და რეზისტენტულია კარბაპენემებისა და სხვა ანტიბიოტიკების მიმართ. ისინი წარმოადგენს დამატებით ტვირთს, როგორც ეკონომიურად, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.[26]

ეპიდემიოლოგოური ზედამხედველობის მონაცემები მიუთითებს, რომ ანტიბიტიკების მიმართ რეზისტენტული გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზას წარმოქმნელი Escherichia coli ყველაზე ხშირად ვრცელდება შუალედური სახეობებიდან ფეკალურ-ორალური გზით და საშარდე გზების ინფექციების არაეფექტური მკურნალობის შდეეგად, და არა - კვების ჯაჭვის მეშვეობით.[27]

პათოფიზიოლოგია

E coli არის გრამუარყოფითი, ჩხიროს ფორმის ბაქტერია, რომელიც მოძრაობს შოლტით მიკროორგანიზმი ბუნებრივი ფლორის ნაწილია, რომელიც დაბადებიდან რამდენიმე საათში ახდენს გასტროინტესტინური ტრაქტის კოლონიზაციას. E coli უფრო პათოგენური ხდება ვირულენტობის ფაქტორების მიღების ან გენეტიკური მუტაციების შემდეგ. პათოგენური შტამებით ინფიცირება ვითარდება პერორულად დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებისას. დიარეა გამოწვეულია შემდეგი პროცესების კომბინაციით: ნაწლავების ანთება, ზედაპირის აბსორბციის უნარის დაკარგვა, ლორწოვანი გარსის განვლადობის ზრდა და იონების სეკრეცია.

E coli-ს თითოეული პათოლოგიური ქვეტიპი შესაბამის დაავადებას იწვევს სხვადასხვა მექანიზმით.[1][2]

  • ენტეროჰემორაგიული E coli ემაგრება მსხვილი ნაწლავის ენტეროციტებს და გამოყოფს ვირულენტურ ფაქტორებს, ყველაზე ხშირად შიგას მსგავს ტოქსინს, რომელიც არღვევს ცილის სინთეზს, იწვევს უჯრედების სიკვდილს და დიარეას სისხლიანი განავლოვანი მასით; დაბალი დოზით (<100 უჯრედი) ინოკულაცია განაპირობებს ინფექციურ პასუხს და სისტემურად შეწოვილ ტოქსინებს შეუძლია გამოიწვიოს გართულებები, მაგ. თირკმელების დაზიანება და ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი.

  • ენტეროპათოგენური E coli ემაგრება წვრილი ნაწლავის ეპითელურ უჯრედებს და ანადგურებს ნორმალური მიკროხაოების მქონე ნაწლავების არქიტექტურას.

  • ენტეროინვაზიური E coli იწვევს შიგელას მსგავს ინფექციას და სეკრეტორულ დიარეა/დიზენტერიას; იგი უჯრედშიდა პათოგენია, რომელსაც შეუძლია ინვაზია და გამრავლება მაკროფაგებსა და ეპითელიურ უჯრედებში.

  • ენტეროტოქსიგენური E coli არაინვაზიური შტამია, რომელიც ემაგრება წვრილი ნაწლავის ენტეროციტებს და წარმოქმნის სიცხის მიმართ ლაბილურ ან სიცხის მიმართ მდგრად ენტეროტოქსინებს

  • ენტეროაგრეგაციული E coli არაინვაზიური შტამია, რომელიც ემაგრება ნაწლავების ლორწოვან გარსს და წარმოქმნის სქელ ბიოგარსს. აგრეთვე გამოყოფს სეკრეტორულ ენტეროტოქსინებსა და ციტოტოქსინებს.

  • დიფუზურად ადჰერენტული E coli ახდენს წვრილი ნაწლავის კოლონიზაციას, რაც იწვევს თითის მაგვარი წანაზარდების ჩამოყალიბებას, რომლებიც იხვევიან ბაქტერიების გარშემო.

კლასიფიკაცია

E coli-ს ნაწლავური პათოგენური ფორმების კლასიფიკაცია[1][2][3]

პათოგენური E coli იყოფა ექვს სხვადასხვა ჯგუფად ეპიდემიოლოგიის, ფენოტიპური თვისებების, დაავადების კლინიკური მახასიათებლებისა და ვირულენტობის სპეციფიკური ფაქტორების მიხედვით.

  • ენტეროპათოგენური E coli (EPEC):

    • იყენებს ადჰეზიურ ცილა ინტიმინს, რათა მიემაგროს წვრილი ნაწლავის ეპითელიურ უჯრედებს და შემდგომ გაანადგუროს ნორმალური მიკროხაოებით შემდგარი არქიტექტურა

    • წარმოადგენს ჩვილებში დიარეის მთავარ გამომწვევ მიზეზს.

  • ენტეროტოქსიგენური E coli (ETEC):

    • არაინვაზიური შტამი, რომელიც ემაგრება წვრილი ნაწლავის ენტეროციტებს და წარმოქმნის სიცხის მიმართ ლაბილურ ან სიცხის მიმართ მდგრად ენტეროტოქსინებს

    • მოგზაურის დიარეას ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია.

  • ენტეროაგრეგაციული E coli (EAEC):

    • წარმოადგენს იმ არაინვაზიური ბაქტერიების შტამს, რომლებიც ემაგრებიან ნაწლავის ლორწოვან გარსს და შემდგომ ერთმანეთს, რისი საშუალებითაც წარმოქმნიან სქელ ბიოგარსს და ათავისუფლებენ სეკრეტორულ ენტეროტოქსინებსა და ციტოტოქსინებს

    • როგორც წესი, უკავშირდება ქრონიკულ დიარეას განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებში.

  • ენტეროინვაზიური E coli (EIEC):

    • შიგელოზის მსგავსად იწვევს სეკრეტორულ დიარეას/დიზინტერიას

    • ინტრაცელულარული პათოგენია, რომელსაც შეუძლია ინვაზია და გამრავლება მაკროფაგებსა და ეპითელურ უჯრედებში.

  • ენტეროჰემორაგიული E coli (EHEC):

    • ემაგრება მსხვილი ნაწლავის ენტეროციტებს და ათავისუფლებს ვირულენტობის ფაქტორებს, უხშირესად შიგას მსგავს ტოქსინებს, რომლებიც არღვევს ცილის სინთეზის პროცესს, იწვევს უჯრედების კვდომას და დიარეას სისხლიანი განავლოვანი მასით

    • ტოქსინების გამოთავისუფლება რიგ შემთხვევებში სისტემურ გართულებებს იწვევს

    • E coli O157:H7 არის ენტეროჰემორაგიული E coli-ის ყველაზე ხშირი სეროტიპი

  • დიფუზურად ადჰერენტული E coli (DAEC):

    • ახდენს წვრილი ნაწლავის კოლონიზაციას, რაც იწვევს თითისმაგვარი წანაზარდების ჩამოყალიბებას, რომლებიც იხვევიან ბაქტერიების გარშემო

    • იწვევს დიარეას ბავშვებში და ასევე დიარეულ ავადმყოფობას ჩრდილო აფრიკასა და მექსიკაში მოგზაურ ადამიანებში.

სეროტიპული კლასიფიკაცია[1]

დაფუძნებულია O (ლიპოპოლისაქარიდი), H (ფლაგელუმი) და K (პოლისაქარიდის კაფსულა) ანტიგენების სეროტიპირებაზე. ანტიგენების დიდი რაოდენობის გამო (173 O ანტიგენი, 80 K ანტიგენი და 56 H ანტიგენი) სეროტიპირება არის რთული კლასიფიკაციის სისტემა, რის შედეგადაც წარმოიქმნება 50000-ზე მეტი სეროტიპი. სეროტიპირებას იყენებენ განსაკუთრებული ვირულენტობის მქონე შტამების (მაგ. ენტეროჰემორაგიული E coli O157:H7) იდენტიფიცირებისთვის.[4]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას