პირველადი პრევენცია
Escherichia coli-ის პირველადი პრევენციის საფუძველი არის რისკფაქტორების მოშორება. პირველადი პრევენცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ქმედებებს: საკვები პროდუქტების სათანადოდ მომზადება, მათ შორის წარმოების, გადამუშავების, შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, დისტრიბუციის, ჩაბარების, იმპორტისა და საბოლოოდ მოხმარების ყველა ეტაპის ადეკვატური შესრულება. ფეკალურ-ორალური გზით ტრანსმისიის პრევენცია საჭიროებს მკაცრ სანიტაცარულ სტანდარტებს განსაკუთრებით მნიშნველოვანია ხელების ბანა.
ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ორალურ-ფეკალური ტრანსმისიის გაწყვეტა ტუალეტის შემდგომი ჰიგიენის გზით, ასევე (მაგ. საერთო საცხოვრებლებში) ჰიდრატაციით და კათეტერით საშარდე გზების ინფექციების პრევენცია შესაძლოა ხელს უწყობდეს გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი E coli-ს ინფექციის რისკის შემცირებას.[27]
საკვებით გამოწვეული დაავადებების რისკების კონტროლის მიზნით, შემუშავდა საკვებისმიერი დაავადებების ზედამხედველობის ეროვნული და საერთაშორისო პროგრამები. ამ პროგრამის ფარგლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საკვების უსაფრთხოება დასახელდა პრიორიტეტად[29][30]
მოგზაურებისთვის გადადების რისკის შესამცირებლად შესაძლებელია შემდეგი ზომების მიღება: თავის არიდება უმი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევისაგან, ასევე მათი გათლა-გაფრცქვნისაგან, დაბინძურებულ წყალთან (ყინული, არა-ბოთლის წყალი) კონტაქტისგან.[31] მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ არის რეკომენდებული, ბისმუტის სუბსალიცილატი ან რიფაქსიმინი გამოიყენება მოგზაურის დიარეის შესამსუბუქებლად მაღალი რისკის პაციენტებში.[32]
მეორეული პრევენცია
სანიტარული სტანდარტების დაცვა აუცილებელია პრევენციისთვის საკვების მომზადების თითოეულ ეტაპზე (მათ შორის წარმოება, გადამუშავება, შეფუთვა, შენახვა, ტრანსპორტირება და იმპორტი).
აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ შეიმუშავა რეგულაციები საკვებისმიერი დაავადების რისკის შესამცირებლად.[65] რეგულაციები მოიცავენ შემდეგ მოთხოვნებს:
როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მოქმედი დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებენ, ამუშავებენ, ფუთავენ ან ინახავენ საკვებს აშშ-ში ადამიანების ან ცხოველების მომარაგებისთვის, დარეგისტრირებული უნდა იყვნენ სურსათისა და წამლის სააგენტოში.
თითოეული დაწესებულება, რომელიც აწარმოებს, ამუშავებს, ფუთავს, ინახავს, ზიდავს, ამარაგებს, იღებს ან იმპორტს უკეთებს საკვებს, უნდა ინახავდეს მონაცემებს, რათა საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს სურსათისა და წამლის სააგენტოს დაბინძურებული საკვების წყაროსა და მიმღები პირების თუ ცხოველების მოძიებაში.
ინფექციის გავრცელების შემცირება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა გაიდლაინები ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით.[43] გაიდლაინებში აღწერილია მარტივი ინსტრუქციები დიარეით მიმდინარე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის:
თავი შეიკავეთ სხვებისთვის საკვების მომზადებისგან
კარგად დაიბანეთ ხელები
გამოიყენეთ საკუთარი ან ერთჯერადი პირსახოცი
გამოიყენეთ სააბაზანოს საკუთარი ნივთები და/ან კარგად გაასუფთავეთ უნიტაზი, ონკანი და კარის სახელურები
უზრუნველჰყავით ჰოსპიტალიზებული პაციენტების იზოლაცია და გამოიყენეთ ბარიერული კონტაქტის იზოლაციის სტრატეგიები
უზრუნველყავით ტანსაცმლის და/ან თეთრეულის მკაცრი დეკონტამინაცია ან გადაყრა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას