კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

განავლის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

განავლის ბაქტერიული კულტურა უნდა ჩაუტარდეთ გასტროენტერიტის მსგავსი პერსისტენტული სიმპტომების მქონე პაციენტებს ან კლინიკური კრიტერიუმებით საშუალო და მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტებს. კრიტერიუმებია ცხელება, რეჰიდრატაცია ან ფონური დაავადებების არსებობა. არაერთ დაწესებულებაში იყენებენ განავლის პათოგენების პანელებს.

სისტემური ტოქსიკურობის ნიშნების არსებობის ან სისხლიანი დიარეის შემთხვევაში სავალდებულოა განავლის კულტურის კვლევა.

კულტურის შედეგები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია 2-4 დღის შემდეგ.nbspგანავლის სინჯი უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში ჰოსპიტალიზაციიდან პირველი 3 დღის განმავლობაში. ამ პერიოდის შემდგომ მეთოდის ინფორმატიულობა მნიშვნელოვნად მცირდება.

განავლის რუტინული კულტურა ყოველთვის დადებითია E coli-ზე, რომელიც მარტივად იზრდება სტანდარტულ გარემოში და წარმოადგენს ადამიანის ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ნაწილს. ზუსტი სახეობის იდენტიფიცირების მიზნით, როგორიცაა O157:H7, განავლის კულტივირება საჭიროა სპეციალურ ნიადაგზე, როგორიცაა მაკკონკის სორბიტოლის აგარი.

შედეგი

დადებითია პათოგენური E coli სახეობაზე, როგორიცაა E coli O157:H7

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომელთაც აღნიშნებათ მძიმე, სისტემური კლინიკური სურათი.

Escherichia coli O157:H7 უკავშირდება ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ანემიითა და თრომბოციტოპენიით. ანემია ასევე შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინური სისხლდენის შედეგად.

შედეგი

ლეიკოციტოზი და, ზოგიერთ შემთხვევაში, ჰემოგლობინის და/ან თრომბოციტების დაქვეითბა

თირკმლის ფუნქციური ტესტები და ელექტროლიტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომელთაც აღნიშნებათ მძიმე, სისტემური კლინიკური სურათი.

თირკმლის ფუნქციების დარღვევა შესაძლოა უკავშირდებოდეს სითხის მოცულობის შემცირებას ან ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს.

შედეგი

შარდოვანასა და კრეატინინის მატება, ჰიპოკალემია

გასათვალისწინებელი კვლევები

შიგას ტოქსინის წარმომქმნელი E coli-ს იდენტიფიცირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

ენტეროჰემორაგიული E coli-ის არსებობის დადასტურება შესაძლებელია სეროლოგიური ტესტირებით შიგას მსგავსი ტოქსინების გამოსავლენად, რისთვისაც გამოიყენება, ანტი-შრატი, ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი, იმუნოფლუორესცენცია, იმუნოქიმია, ან ლატექს აგლუტინაცია. ამის გარდა, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით შესაძლებელია ხსენებული ტოქსინების წარმომქმნელი გენების იდენტიფიცირება.

სპეციფიკური შტამის იდენტიფიცირება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვინაიდან იგი საშუალებას აძლევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უფლებამოსილ ორგანოებს დაადასტურონ, გამოიკვლიონ და აკონტროლონ ენტეროჰემორაგიული E coli-ის ეპიდაფეთქებები.

შედეგი

ენტეროჰემორაგიული E coli-ის შტამის იდენტიფიცირება

სისხლის კულტურები

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს, თუ ვლინდება სისტემური სიმპტომები (როგორიც არის ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, ცხელება).

შედეგი

დადებითია  Escherichia coli ბაქტერიემიის შემთხვევაში

ანთების მარკერები (C რეაქტიული ცილა და/ან ერითროციტების დალექვის სიჩქარე)

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა იყოს სასარგებლო დაავადების პროგრესირების მონიტორინგისთვის; დონეები ქვეითდება პაციენტის გამოჯანმრთელების პარალელურად.

შედეგი

მოამტებულია

მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

განიხილება მძიმე ტოქსიკურობის ნიშნების არსებობის (მაგ. ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, ცხელება ≥38°C [≥100.5°F]) შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია დიაგნოსტიკური ღირებულება, რადიოგრაფიული გამოკვლევები გვეხმარება მსხვილი ნაწლავის ანთების შეფასებაში და ტოქსიკური დილატაციის ან ნაწლავების პერფორაციის გამორიცხვაში.

სერიული რენტგენოგრაფიებით შეგვიძლია განვსაზღროთ დადებითია თუ უარყოფითი პაციენტის დინამიკა.

შედეგი

ჰაუსტრაციების გაქრობა, ნაწლავის კედლის გასქელება, ცერა თითის ნაკვალევის ნიშანი და თავისუფალი აირი

ენდოსკოპიით

ტესტი
შედეგი
ტესტი

გასტროენტერიტის დროს პაციენტების დიდ ნაწილში ენდოსკოპიური გასინჯვა საჭირო არ არის.

კულტურის უარყოფითი პასუხის პრიობებში, ასევე კონსერვატიული მართვის შედეგად დადებითი დინამიკის გარეშე დიარეის პერსისტირების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს გასტროინტესტინური ტრაქტის ქვედა ნაწილის ენდოსკოპია დიარეის სხვა მიზეზების გამოსარიცხად.

კოლონოსკოპიის საჭიროება იშვიათად დგება და, როგორც წესი, მისი გამოყენებისგან თავს ვიკავებთ მსხვილი ნაწლავის ანთების კუპირებამდე (პერფორაციის მაღალი რისკის გამო).

შედეგი

ერითემატოზული, მყიფე ლორწოვანი გარსი, ლორწოვანი და ჩირქოვანი ექსუდატი, გამოხატული დაწყლულება; ალტერნატიული დიაგნოზის სპეციფიკური ცვლილებები

მუცლის ღრუს CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

მძიმე პაციენტებში მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება საჭიროა სეფსისისა და დიარეის უფრო მძიმე მიზეზების (მაგ. დივერტუკულური აბსცესი, ნაწლავების პერფორაცია) გამოსარიცხად.

შედეგი

შესაძლოა გამოჩნდეს მსხვილი ნაწლავის კედლის გასქელება, დილატაცია და ილეუსი

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას