დიფერენციული დიაგნოზები

ვირუსული გასტროენტერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხშირად უკავშირდება სიმპტომებს, როგორიცაა მიალგია და ართრალგია, თუმცა ეს ნიშნები ყოველთვის სახეზე არ არის.

უმეტეს შემთხვევებში მცირე ხანგრძლივობისაა (24-48 საათი).

კვლევები

არ არსებობს განმასხვავებელი სპეციფიკური ანალიზი.

განავლის კულტურით შესაძლებელია პათოგენის იდენტიფიცირება, თუმცა მაღალია ცრუ უარყოფითი შედეგების სიხშირე.

ნოროვირუსი ხშირად არის შეტანილი განავლის პათოგენის პანელებში.

ალტერნატიული საკვებისმიერი ბაქტერიული გასტროენტერიტი/მოგზაურის დიარეა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საკვებისმიერი Escherichia coli ინფექციის იდენტური ნიშნები, სიმპტომები და კონტაქტების რისკები.

კვლევები

განავლის კულტურით შესაძლებელია პათოგენის იდენტიფიცირება (მაგ. სალმონელა, შიგელა), თუმცა მაღალია ცრუ უარყოფითი შედეგების სიხშირე.

ამებიაზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ქვემწვავე გამოვლინება დიარეით, რომელიც გრძელდება დღეების ან კვირების განმავლობაში და ახლავს მუცლის ტკივილი და წონის კლება.

კვლევები

განავლის მიკროსკოპიით ვლინდება Entamoeba.

სისხლის შრატის ანალიზი დადებითია ანტიამებიურ ანტისხეულებზე.

არაინფექციური მოწამვლა საკვებით

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ამგვარი მოწამვლის მაგალითებია სოკოებით ან ტოქსინებით მოწამვლა.

ხშირად აქვს მწვავე ანამნეზი, ასოცირდება საკვების მოხმარებასთან, სიმპტომები ვითარდება 1-12 საათის შემდეგ.

სიმპტომატიკა დამოკიდებულია კონკრეტულ მიღებულ სოკოზე ან ტოქსინზე და შესაძლოა მოიცავდეს: გულისრევას, ღებინებას, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობას.

კვლევები

მიღებული ნივთიერების იდენტიფიცირება.

არაინფექციური მედიკამენტური კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ფარმაკოლოგიური აგენტები, რომელთა გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს კოლიტი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ოქრო და ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები. ციტოტოქსიკური აგენტებია ვინორელბინი, კაპეციტაბინი, ინტერფერონი, ბევაციზუმაბი, რიტუქსიმაბი, დასატინიბი და ტოპოტეკანი.[38]

კვლევები

ბიოფსიით კოლონოსკოპიური შეფასება.

წყლულოვანი კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომები ვარიაბელურია და შეიძლება გამოიხატოს როგორც წყვეტილ რექტულ სისხლდენაში, რომელსაც უკავშირდება ლორწოს გამოყოფა, ასევე ხშირ ფაშარ, სისხლიან განავალში. ბუნებით არის ქრონიკული.

კვლევები

მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბიოფსიით ვლინდება დამახასიათებელი ჰისტოლოგიური ცვლილებები. სისხლძარღვოვანი ნიშნულები დაკარგულია ლორწოვანი გარსის სისავსის გამო, რაც მას ერითემატოზულ შესახედაობას სძენს. კოლონოსკოპიით შეიძლება გამოვლინდეს პეტექიები, ექსუდატები, სიმყიფე, წყლულები და აქტიური სიხლდენა. მწვავე წყლულოვანი კოლიტის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს ლორწოვანი გარსის მოშიშვლება და "დათვის ბრჭყალების" ღრმა წყლულები. მსხვილი ნაწლავის ჩართულობა იწყება დისტალური სწოლი ნაწლავიდან და გრძელდება დაავადების პროქსიმულ გავრცელებამდე.

მიკროსკოპული კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ქრონიკული წყლიანი, არასისხლიანი დიარეა. სხვა საერთო სიმპტომებს მიეკუთვნება ხშირი დეფეკაცია, განავლის შეუკავებლობა და ღამის განავალი უფრო ხშირია 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და ქალებში.

კვლევები

ილეოკოლონოსკოპია მარჯვენა და მარცხენა მსხვილი ნაწლავის ბიოფსიით: ადასტურებს დიაგნოზს.[39]​​მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს აქვს ნორმალური ან თითქმის ნორმალურ უხეში გარეგნული სახე. ბიოფსია: აჩვენებს კოლაგენურ კოლიტს (ანუ გასქელებული ქვეეპითელური კოლაგენური ზოლი ≥10 მიკრომეტრით (ნორმა <5 მიკრომეტრი) ან ლიმფოციტური კოლიტი (ანუ ინტრაეპითელური ლიმფოციტების გაზრდილი რაოდენობა ≥20 100 მიკროჰელური უჯრედის ზედაპირზე (ნორმა <5 მიკრომეტრი). ორივე ტიპი აჩვენებს გაზრდილ ანთებითი ინფილტრატს ლორწოვანი გარსის მემბრანაში.[39]

კრონის დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში უფრო ხშირად იკვეთება ქრონიკული მიმდინარეობა მდგომარეობის შედარებით ნელი გაუარესებით და გახანგრძლივებული დიარეით, რომელსაც თან ახლავს წონის კლება.

კვლევები

ბიოფსიით ვლინდება ფოკალური წყლულები ნორმალური ლორწოვანის ფონზე, ამასთან, გვხვდება პოლიპოიდური ლორწოვანი ცვლილებები, რომელთაც ქვაფენილის მსგავსი ფორმა აქვს. შესაძლოა გამოვლინდეს ფსევდოპოლიპები. შესაძლოა აზიანებდეს გასტროინტესტინურ ტრაქტს მთლიანად - პირის ღრუდან პერიანალურ რეგიონამდე. წყლულოვანი კოლიტისგან განსხვავებით, ნაწლავების დაზიანებული სეგმენტები წყვეტილია.

გასტროინტესტინური ტრაქტის სხვა არაინფექციური პათოლოგიები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მაგალითებია: დივერტიკულური დაავადება, ავთვისებიანი დაავადებები ან ცელიაკია.

მეტწილად უკავშირდება უფრო ქრონიკულ მიმდინარეობას (>4 კვირა) და არ ახლავს სეფსისი/ბაქტერემიის ნიშნები.

დაკავშირებული სიმპტომები გვეხმარება დიაგნოზის დადგენაში (წონის კლება ავთვისებიანი დაავადების დროს).

კვლევები

ეფუძნება გამომწვევ მიზეზს. დაავადებათა უმრავლესობის დიაგნოსტიკა ხდება ენდოსკოპიით ან რადიოლოგიური კვლევებით (MRI, CT).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას