ახალი ტიპის მკურნალობა

ფაგოთერაპია

ბაქტერიოფაგები ვირუსებია, რომლებიც აინფიცირებენ ბაქტერიულ უჯრედებს და მათ უფრო მოწყვლადს ხდიან მასპინძლის იმუნური სისტემის ან ანტიბიოტიკებისადმი. ორალური კოლიფაგებით თერაპია (ბაქტერიოფაგი, რომელიც აინფიცირებს კოლიფორმულ ბაქტერიებს) უსაფრთხო იყო ერთ რანდომიზებულ კვლევაში, რომელიც ჩატარდა მწვავე ბაქტერიული დიარეით ჰოსპიტალიზებულ ბანგლადეშელ ბავშვებში , რომელთა 60%-ს ჰქონდა მიკრობიოლოგიურად დადასტურებული Escherichia coli დიარეა.[56] თუმცა, კოლიფაგური თერაპია წარუმატებელი აღმოჩნდა დიარეის შედეგის გაუმჯობესების კუთხით ამ კვლევის მიხედვით. 

ვაქცინები

არსებობს ჰიპოთეზა, რომ ქოლერას ვაქცინა (Dukoral®) შეიძლება ეფექტური იყოს ენტეროტოქსიგენური  E coli-ს შემთხვევაში (ETEC), რადგან ქოლერას ტოქსინის რეკომბინანტული ქვეერთეული ანტიგენურად წააგავს ETEC-ის თერმოლაბილურ ტოქსინს. Cochrane-ის ერთმა მიმოხილვამ ვერ დაადგინა ETEC ვაქცინაციის რაიმე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი ETEC დიარეაზე ან სხვა გამომწვევით განპირობებულ დიარეაზე.[57] E coli-ს სპეციფიკური სეროტიპების O ანტიგენის საწინააღმდეგო ბიოკონიუგირებული ვაქცინის მე-2 ფაზის რანდომიზებული კონტროლირებული კვლევის მიხედვით, გამოვლინდა მყარი, ფუნქციური ანტისხეულების პასუხი ჯანმრთელ პირებში; ხოლო ვაქცინის მიმართ ამტანობა კი დადებითი აღმოჩნდა.[58] საჭროა შემდგომი კვლევა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას