პირველადი პრევენცია
დასავლეთ ნილოსის ვირუსით ინფექციის პრევენციისთვის საჭიროა საზოგადოებრივ დონეზე კოღოების კონტროლის პროგრამების და პირადი დაცვის ზომების გააქტიურება.[26]რეკომენდებულია კოღოს კბენის პრევენცია, ეს სტრატეგიებია: შენობის შიგნით ყოფნა დაისიდან განთიადამდე, მწერის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, დამცავი ტანსაცმლის ტარება, როგორიცაა გრძელსახელოებიანი პერანგი და შარვალი, დამცავის დამაგრება ფანჯარაზე და იმ დამდგარი წყლის მოშორება, სადაც შესაძლებელია კოღოების გამრავლება.[27]
2003 წლიდან აშშ-ში ხდება ნებისმიერი დონორის სისხლის სკრინინგი დასავლეთ ნილოსის ვირუსზე ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტების საშუალებით.[28][29] სხვა ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამოქმედდა სისხლის ჩაბარების დაყოვნების წესი იმ დონორებში, რომელთაც ანამნეზში მოგზაურობა აქვთ.[30] საჭიროა უსაფრთხოების სტანდარტული ზომების მიღება, როდესაც კონტაქტი გვაქვს სისხლთან, სისხლის პროდუქტებთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან, რომლებიც შესაძლოა ინფიცირებული იყვნენ დასავლეთ ნილოსის ვირუსით.
არცერთი ვაქცინა არ არის ლიცენზირებული ადამიანებში გამოსაყენებლად.[26] ვაქცინების შესწავლა მიმდინარეობს კლინიკურ კვლევებში, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის ხელმისაწვდომი.[31][32]
მეორეული პრევენცია
ზოგიერთ ქვეყანაში დასავლეთ ნილოსის ვირუსის ინფექცია შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა. ამჟამად აშშ-ში ტრანსფუზიისთვის სისხლის სკრინინგი ხდება დასავლეთ ნილოსის ვირუსზე. ორგანოებისა და ქსოვილების დონორებს არ უტარდებათ რუტინული სკრინინგი აშშ-ში; თუმცა, ზოგიერთმა სააგენტომ თავის პროცესში ჩართო დონორების სკრინინგი.[27] დადასტურებული ინფექციის მქონე ადამიანებმა არ უნდა გაიღონ სისხლი ავადმყოფობის შემდეგ 4 თვის განმავლობაში.[26]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას