კრიტერიუმები

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები: არბოვირუსული დაავადებები, ნეიროინვაზიური და არანეიროინვაზიური - 2015 წლის შემთხვევის განსაზღვრება[74]

კლინიკური კრიტერიუმი

არბოვირუსული დაავადების კლინიკური შემთხვევა შემდეგნაირად განისაზღვრება:

  • ნეიროინვაზიური დაავადება:

    • მენინგიტი, ენცეფალიტი, მწვავე დუნე დამბლა ან ცენტრალური და პერიფერიული ნევროლოგიური დისფუნქციის სხვა მწვავე ნიშნები და

    • უფრო მეტად სავარაუდო სხვა კლინიკური ახსნის არარსებობა

  • არანეიროინვაზიური დაავადება:

    • ცხელება, რომელიც აღრიცხულია პაციენტის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტის მიერ; და

    • ნეიროინვაზიური დაავადების არარსებობა; და

    • უფრო მეტად სავარაუდო სხვა კლინიკური ახსნის არარსებობა

დიაგნოზის ლაბორატორიული კრიტერიუმები:

  • ვირუსის იზოლაცია ან სპეციფიკური ვირუსული ანტიგენის ან ნუკლეინის მჟავის გამომჟღავნება ქსოვილებში, სისხლში, თავზურგტვინის სითხეში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში; ან

  • წყვილ შრატში ვირუსზე სპეციფიკური ანტისხეულების ტიტრის 4-მაგი ან კიდევ უფრო მეტად ზრდა; ან

  • ვირუსზე სპეციფიკური IgM ანტისხეულები შრატში ვირუსზე სპეციფიკურ, დამადასტურებელ მანეიტრალიზებელ ანტისხეულებთან ერთად იმავე ან მოგვიანებით ნიმუშში; ან

  • ვირუს-სპეციფიკური IgM ცერებროსპინურ სითხეში ან შრატში.

შემთხვეას შეგვიძლია ვუწოდოთ სავარაუდო, როდესაც:

  • ნეიროინვაზიური დაავადება აკმაყოფილებს ნეიროინვაზიური დაავადების ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს და ვირუსზე სპეციფიკური IgM ანტისხეულების (თავზურგტვინის სითხეში ან შრატში) კრიტერიუმებს, სხვა ტესტირებების გარეშე.

  • არანეიროინვაზიური დაავადება აკმაყოფილებს არანეიროინვაზიური დაავადების ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს და ვირუსზე სპეციფიკური IgM ანტისხეულების (შრატში) ლაბორატორიულ კრიტერიუმებს, სხვა ტესტირებების გარეშე.

შემთხვევას შეგვიძლია ვუწოდოთ დადასტურებული, როდესაც:

  • ნეიროინვაზიური დაავადება აკმაყოფილებს ნეიროინვაზიური დაავადების ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს და ასევე ჩამოთვლილი ლაბორატორიული კრიტერიუმებიდან ერთ ან მეტ კრიტერიუმს:

    • ვირუსის იზოლაცია ან სპეციფიკური ვირუსული ანტიგენის ან ნუკლეინის მჟავის გამომჟღავნება ქსოვილებში, სისხლში, თავზურგტვინის სითხეში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში; ან

    • წყვილ შრატში ვირუსზე სპეციფიკური ანტისხეულების ტიტრის 4-მაგი ან კიდევ უფრო მეტად ზრდა; ან

    • ვირუსზე სპეციფიკური IgM ანტისხეულები შრატში ვირუსზე სპეციფიკურ, დამადასტურებელ მანეიტრალიზებელ ანტისხეულებთან ერთად იმავე ან მოგვიანებით ნიმუშში; ან

    • ვირუსზე სპეციფიკური IgM ანტისხეულები თავზურგტვინის სითხეში აღრიცხული პლეოციტოზით ან მის გარეშე, ასევე უარყოფითი პასუხი სხვა IgM ანტისხეულებზე თავზურგტვინის სითხეში იმ არბოვირუსების მიმართ, რომლებიც ენდემურია რეგიონში, სადაც მოხდა ექსპოზიცია.

  • არანეიროინვაზიური დაავადება აკმაყოფილებს არანეიროინვაზიური დაავადების ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს და ასევე ჩამოთვლილი ლაბორატორიული კრიტერიუმებიდან ერთ ან მეტ კრიტერიუმს:

    • ვირუსის იზოლაცია ან სპეციფიკური ვირუსული ანტიგენის ან ნუკლეინის მჟავის გამომჟღავნება ქსოვილებში, სისხლში, და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში თავზურგტვინის სითხის გარდა; ან

    • წყვილ შრატში ვირუსზე სპეციფიკური ანტისხეულების ტიტრის 4-მაგი ან კიდევ უფრო მეტად ზრდა; ან

    • ვირუსზე სპეციფიკური IgM ანტისხეულები შრატში ვირუსზე სპეციფიკურ, დამადასტურებელ მანეიტრალიზებელ ანტისხეულებთან ერთად იმავე ან მოგვიანებით ნიმუშში; ან

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას