კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
სეროლოგია
ტესტი
მოითხოვეთ, როდესაც ნეიროინვაზიურ დაავადებაზე ჩნდება ეჭვი. დასავლეთ ნილოსის ვირუსის სპეციფიკური IgM ანტისხეულები დგინდება დამჭერი ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზის (MAC-ELISA) გამოყენებით. შედეგები, როგორც წესი ხელმისაწვდომია 24-48 საათში.
ცერებროსპინური სითხე (CSF) უპირატესი ნიმუშია. შრატის დაწყვილებული ნიმუშები რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, თუ არ არის ხელმისაწვდომი ცერებროსპინური სითხე, ან თუ დიაგნოზი საეჭვოა. შრატის პირველი სინჯის აღება უნდა მოხდეს საწყისი გამოვლინებისას, ხოლო მეორე - გამოჯანმრთელების ფაზაში (7-10 დღის შემდეგ).[35] IgM დადებითი შედეგები შრატის ერთეულ სინჯში მიუთითებს მწვავე ან უწინდელ ინფექციაზე.
ცერებროსპინურ სითხეში IgM ანტისხეულები, იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა მწვავე ინფექციის შემდეგაც ხანგრძლივად შენარჩუნდეს. შრატის IgM ანტისხეულები შეიძლება პერსისტირდეს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. დაავადების მერვე დღის შემდეგ სენსიტიურობა თითქმის 100%-ია.[3][36][37][38][39]
შეუკვეთეთ ბალთის შემცირების განეიტრალების ტესტი (PRNT) ცერებროსპინური სითხისთვის ან შრატისთვის, თუ MAC-ELISA შედეგები ორაზროვანია, ან თუ პაციენტს ჰქონდა სხვა ფლავივირუსებთან ექსპოზიცია, რომლებსაც შეეძლოთ გამოეწვიათ ცრუ დადებითი შედეგი (მაგ. ყვითელი ცხელების ვირუსი, იაპონური ენცეფალიტის ვირუსი, დენგეს ვირუსი).[3][36][37][38][39]
შედეგი
ნეიროინვაზიურ დაავადებას ადასტურებს ცერებროსპინური სითხის დადებითი შედეგი ან შრატის ორ დაწყვილებულ ნიმუშს შორის ტიტრის 4-მაგი მომატება.
თავზურგტვინის სითხის ანალიზი
სისხლის საერთო ანალიზი
ტესტი
მოითხოვეთ, როდესაც ნეიროინვაზიურ დაავადებაზე ჩნდება ეჭვი.
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს ლეიკოციტოზი, ანემია, ლიმფოპენია, თრომბოციტოპენია
სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა
ტესტი
მოითხოვეთ, როდესაც ნეიროინვაზიურ დაავადებაზე ჩნდება ეჭვი.
შედეგი
შესაძლოა აღინიშნოს ჰიპონატრემია
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
შეუკვეთეთ, როდესაც აღინიშნება საშუალო-მძიმე ფორმის მუცლის ტკივილი (განსაკუთრებით მარჯვენა ზედა კვადრანტში) ან სიყვითლე.[4] თუ მომატებულია, ეს მიუთითებს ჰეპატიტზე, რომელიც იშვიათი გართულებაა.
შედეგი
მოამტებულია
შრატში ამილაზა/ლიპაზის დონე
ტესტი
შეუკვეთეთ, როდესაც წარმოდგენილია საშუალო-მძიმე ფორმის მუცლის ტკივილი (განსაკუთრებით ეპიგასტრიუმში) ან სიყვითლე.[51] თუ მომატებულია, ეს მიუთითებს პანკრეატიტზე, რომელიც იშვიათი გართულებაა.
შედეგი
მოამტებულია
გასათვალისწინებელი კვლევები
თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)
ტესტი
ტარდება, როდესაც ეჭვია ნევროლოგიური სიმპტომების სხვა გამომწვევი მიზეზების არსებობაზე.[42] დიაგნოსტიკური არ არის, თუმცა გვაძლევს საშუალებას, გამოვრიცხოთ მენინგიტის, ენცეფალიტისა და დუნე დამბლის სხვა მიზეზები. აგრეთვე შესაძლოა აღმოაჩინოს ინსულტი, აბსცესი ან რაიმე სახის წარმონაქმნი.
MRI არის CT-ზე უპირატესი; თუმცა, CT როგორც წესი უფრო ხშირადაა ხელმისაწვდომი.
შედეგი
შესაძლოა იყოს ნორმაში ან გამოვლინდეს სასიგნალო დარღვევები ღრმა რუხ ნივთიერებაში და/ან ნათხემში
თავის CT-ით
ტესტი
ტარდება, როდესაც ეჭვია ნევროლოგიური სიმპტომების სხვა გამომწვევი მიზეზების არსებობაზე.[42] დიაგნოსტიკური არ არის, თუმცა გვაძლევს საშუალებას, გამოვრიცხოთ მენინგიტის, ენცეფალიტისა და დუნე დამბლის სხვა მიზეზები. აგრეთვე შესაძლოა აღმოაჩინოს ინსულტი, აბსცესი ან რაიმე სახის წარმონაქმნი.
შედეგი
როგორც წესი ნორმალურია
ვირუსული კულტურა ან უკუტრანსკრიპტაზს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR)
ტესტი
შესაძლოა შესრულდეს სისხლის, შრატის, ცერებროსპინური სითხის ან ქსოვილის ნიმუშებზე; თუმცა, ეს ანალიზები რთული გასაკეთებელია და საჭიროებს შესაბამისი ბიოუსაფრთხოებით აღჭურვილ ლაბორატორიებს, ამიტომაც, ზოგადად ისინი არ არის რეკომენდებული. თუმცა, საჭიროებისას მათი გამოყენება შესაძლებელია ინფექციის დასადასტურებლად დაავადების ადრეულ ეტაპზე. უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ინფექციას.[3][36][41]
შედეგი
ვირუსის იზოლაცია ან ვირუსული რნმ-ის დადგენა
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას