მონიტორინგი

მონიტორინგი ძირითადად მოიცავს იმუნოსუპრესიის გვერდითი მოვლენების მართვას. კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ავადობასთან, როგორიცაა მენტალური დარღვევები, გაძლიერებული მიდრეკილება ინფექციებისადმი, ბარძაყის ავასკულარული ნეკროზი, დიაბეტი, ჰიპერტენზია, კანის ატროფია და ჭრილობის ცუდი შეხორცება. სერიოზულ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა, კუშინგის სინდრომი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები/პერფორაცია. პაციენტებს მონიტორინგი უნდა გაეწიოთ დიბეტის, მაღალი არტერიული წნევის, ნაადრევი ოსტეოპოროზის და გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომების ან კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამოვლენაზე.

პაციენტები, რომლებიც იღებენ სისტემური კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებულ კურსს, ოსტეოპოროზის და თანამდევი მოტეხილობების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამგვარად, მნიშვნელოვანია ძვლის სიმკვრივის მონიტორინგი რუტინული ორმაგი ენერგიის რენტგენის აბსორბციომეტრიული (DXA) სკანირებით და პაციენტს უნდა მივცეთ კალციუმი, ვიტამინი D და ბისფოსფონატები ძვლის მომარაგებისთვის.

პარანეოპლასტიური პემფიგუსის მქონე პაციენტებში ფილტვების ფუნქციის მჭიდრო მონიტორინგი ფილტვების ფუნქციურ ანალიზებთან ერთად და ფილტვების დიფუზიის უნარის შემოწმება კრიტიკულია ობლიტერაციული ბრონქიოლიტის არსებობის შესაფასებლად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას