შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

55 წლის მამაკაცმა სამედიცინო დახმარებისთვის მიმართა ზედაპირული ეროზიების და ბუშტუკების გამო თავის, კისრის და ტანის კანზე. პირის ღრუს ლორწოვანის მნიშვნელოვანმა დაზიანებამ კვება გაართულა. ერთი წლის წინ მას განუვითარდა მტკივნეული წყლულები ლოყასა და რბილ სასაზე, რომლებიც გამწვავდა გარკვეული საკვების მიღბის შემდეგ. მას თავდაპირველად უმკურნალეს ჰერპესულ სტომატიტზე. მას დაუნიშნეს ანტიბიოტიკების მრავალი კურსი კანის სავარაუდო ზედაპირული ინფექციებისთვის. მისი მდგომარეობა გაუარესდა, რამაც გამოიწვია ეროზიების განვითარება მის ტანსა და კიდურებზე სკალპის პერსისტენტული დაზიანებით. პაციენტნმა დაიკლო 10 კგ. პაციენტი აღნიშნავს, რომ კანის ზედაპირული შრე შესაძლოა ადვილად მოცილდეს ძლიერი ჰორიზონტალური ზეწოლის შემთხვევაში. ის ასევე აღნიშნავს ცხვირის ლორწოვანის დაზიანებას.

შემთხვევის ანამნეზი #2

74 წლის ქალი, რომელსაც ახლო წარსულში ჰქონდა არაჰოჯკინის ლიმფომა (NHL), განუვითარდა მძიმე სტომატიტი ტუჩების გამოხატული დაზიანებით. მისი NHL რემისიაში იყო. თავიდან ფიქრობდნენ, რომ მულტიფორმული ერითემის ვარიანტი ქონდა, მაგრამ ფონური გამომწვევი, როგორიცაა წამალი ან ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, არ გამოვლინდა. გამონაყარი დარჩა >1 თვის განმავლობაში, რაც მულტიფორმული ერითემისთვის დამახასიათებელი არ არის. შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მას კანზე ზედაპირული ეროზიები განუვითარდა. ზოგიერთი დაზიანება მტკივნეული, პერსისტენტული, სამიზნეს ფორმის ფოლაქებია. ასევე შეამჩნია სუნთქვის გაძნელება. ახლახანს იღებდა ანტიბიოტიკებს პნევმონიის სავარაუდო შემთხვევის გამო. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩივილია განუკურნებელი სტომატიტი, რომელიც არ რეაგირებდა პრედნიზოლონზე, პერორალურ ანტიბიოტიკებსა და ანტიჰერპესულ მედიკამენტებზე.

სხვა გამოვლინებები

ნაკლები სიხშირის გამოვლინებებს მიეკუთვნება დაავადება, რომელიც ექსკლუზიურად სკალპს უკავშირდება, ექსფოლიაციური პემფიგუსის (PF) დროს, ან საყლაპავის ან კონიუქტივის ლორწოვანს, ვულგარული პემფიგუსის (PV) დროს. ვეგეტაციური დაზიანებები (ვეგეტაციური პემფიგუსი) PV-ს ნაკლები სიხშირის ვარიანტებია, რომლის დროსაც პერსისტენტული დაზიანებები დიდ სოკოვან კვანძებში გადადის. ერითემატოზული პემფიგუსის დროს, მგლურას მქონე პაციენტებში ტიპური დაზიანებები ვლინდება მზეზე ექსპოზირებულ რეგიონებში. პარანეოპლასტიური პემფიგუსის უჩვეულო ვარიანტი (PNP) მოიცავს სერონეგატიურ ლიქენოიდურ PNP-ს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას