გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
საშუალო

ხშირად მძიმე ვულგარული პემფიგუსის ან პარანეოპლასტიური პემფიგუსის (PNP) მქონე პაციენტებს არ შეუძლიათ ჭამა ან სითხის მიღება მუკოზიტის გამო.[1]

დეჰიდრატირებულ პაციენტებში ნაჩვენებია ინტრავენური სითხეების გადასხმა.

მოკლევადიანი
საშუალო

ლორწოვანის და კანის ეპიდერმული ბარიერი დარღვეულია პემფიგუსის დროს, რაც იწვევს მგრძნობელობის გაზრდას ბაქტერიებით, საფუარებით ან ვირუსებით, როგორიცაა მარტივი ჰერპესვირუსი, კანის ზედაპირული ინფექციებისადმი. დაინფიცირებისას კანის დიდი ნაწილის დაზიანება იწვევს სეფსისს. ინფექციის რისკი იზრდება, როცა ერთდროულად იმუნოსუპრესიაც ტარდება იმუნოსუპრესიული მედიკამენტების ან ავთვისებიანი მდგომარეობის გამო.

ჭრილობის შესაბამისი მოვლა და დატენიანება შეიძლება საკმარისი იყოს თუ პემფიგუსი ემორჩილება პერორალური მედიკამენტებით აგრესიულ კონტროლს. კანის ზედაპირულს ინფექციას მკურნალობენ ანტისეპტიკური მობანით, ანტიბიოტიკებით, სოკოს საწინააღმდეგო წამლებით ან ანტიჰერპესული აგენტებით, როგორიცაა აციკლოვირი. კანის გავრცელებული დაზიანებების მქონე პაციენტებში შეიძლება სასარგებლო იყოს ქლორჰექსიდინის ხსნარი. აგრესიული ჩამოფხეკა არ არის ნაჩვენები, რადგანაც დერმის და ეპიდერმისის ნაწილი ინტაქტურია. ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება დამწვარი პაციენტებისგან, რადგანაც დამწვრობის დროს ღრმა დერმისია სერიოზულად დაზიანებული.

აშშ-ში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით გამოვლინდა, რომ პემფიგუსის დიაგნოზით ჰოსპიტალური მოვლის ერთეულებში მოთავსებულ პაციენტებს აღენიშნებოდათ კანის, სასუნთქი გზების, მრავლობითი ორგანოების და სისტემური ინფექციების მომატებული დონე. საერთო ჯამში პემფიგუსის მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მძიმე ინფექციის ინციდენტობა ორჯერ მეტი იყო იმ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც პემფიგუსი არ აღენიშნებოდათ (50% და 25%).[50]

მოკლევადიანი
საშუალო

მუკოზიტი შესაძლოა იყოს მტკივნეული, რაც ხელს უშლის საკვების და წყლის ნორმალურ მიღებას.

როგორც წესი, ეფექტურია ტოპიკური ლიდოკაინის ჟელე. ზოგჯერ პაციენტებს შესაძლოა დაჭირდეთ ანალგეზია ნარკოტიკული საშუალებებით. მსუბუქი, ნაზი სტრუქტურის საკვებისგან შემდგარი დიეტა ხშირად პერორალურ კვებას შესაძლებელს ხდის დაზიანებული ლორწოვანის მქონე პაციენტებში.

გრძელვადიანი
საშუალო

ხანგრძლივი იმუნოსუპრესია შეიძლება იწვევდეს აქტინური კერატოზის და კანის ავთვისებიანი დაავადებების რისკის მატებას.

პაციენტებს ურჩევენ თავი აარიდონ მზეზე დიდხანს ექსპოზიციას და შესაბამისი ზომები მიიღონ.

გრძელვადიანი
დაბალი

მხოლოდ პარანეოპლაზიური ფორმის პაციენტებში. აღნიშნული პაციენტები ხშირად კვდებიან ობლიტერაციული ბრონქიოლიტის გართულებით.[32]

გრძელვადიანი
დაბალი

ნაწიბუროვანი კონიუქტივიტი დამახასიათებელია მხოლოდ PNP-ს მქონე პაციენტებისთვის.

ცვლადი
მაღალი

ოსტეოპოროზი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების შედეგია. ამგვარად, მკურნალობის მიზანია დაავადების აგრესიული კონტროლი და კორტიკოსტეოიდების ხანგრძლივად გამოყენების კუმულაციური დოზის შეზღუდვა. დაავადების პროცესის ადრეული კონტროლი სტეროიდების კუმულაციური დოზას მინიმუმამდე ამცირებს.

ცვლადი
დაბალი

შეიძლება განვითარდეს ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია, რაც კანის ბუშტუკების დაზიანებას მოყვება. ანთების შემდგომი პიგმენტური ცვლილებები უფრო შესამჩნევია ყავისფერი და შავი კანის შემთხვევაში (კანის ტიპები V, VI). ალაგებას შეიძლება ერთ წლამდე დაჭირდეს. პაციენტები უნდა დაამშვიდოთ და უთხრათ, რომ თუ კანის ანთება გაკონტროლდება, პიგმენტაცია ნორმალიზდება 6-12 თვის განმავლობაში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას