ეპიდემიოლოგია

პემფიგუსი იშვიათია და აშშ-ში ჯამური ინციდენტობა არის 4.2 ახალი შემთხვევა ყოველ მილიონ მოსახლეზე წელიწადში.[6] პაციენტების უმეტესობა, ვისაც pemphigus vulgaris უვითარდება (ყველაზე ხშირი ფორმა), 40 წელს გადაცილებულია.[5][7][8] ინციდენტობა პიკს აღწევს 50-60 წლის ასაკში. თუმცა, დიაპაზონი დიდია, ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა პედიატრიულ ჯგუფში. აშშ-ში მამაკაცების და ქალების თანაფარდობა შეადგენს 1-ს.

აშშ-ის ებრაელ მოსახლეობაში (მეტწილად აშკენაზი ებრაელები) პემფიგუსის ინციდენტობა არის 32 შემთხვევა ყოველ მილიონზე წელიწადში.[6]

საფრანგეთში ყოველწლიური საშუალო ინციდენტობა არის 2 შემთხვევა ყოველ მილიონზე წელიწადში.[9] კორეაში, ეროვნული, პოპულაციური კოჰორტული კვლევის თანახმად, ინციდენტობა არის pemphigus vulgaris-ის 2.06 შემთხვევა ყოველ მილიონ წელზე და pemphigus foliaceus-ს 1.14 შემთხვევა.[10] ფინეთში პემფიგუსის ინციდენტობამ მოიმატა 0.75-დან 2.80 შემთხვევამდე (მილიონზე), 1985-2017 წლების პერიოდში.[11]

აშშ-ში ჯამური პრევალენტობა არის 5.2 შემთხვევა ყოველ 100 000 ზრდასრულზე.[12]

ენდემურ PF (fogo selvagem)-ს ახასიათებს მაღალი პრევალნტობა ბრაზილიის იზოლირებულ ადგილებში. ენდემური PF-ის პრევალენტობა საუკეთესოდ არის შესწავლილი ამერინდელებზე ბრაზილიაში და საკმაოდ მაღალია - 2.6%.[13]

არ არსებობს გამოქვეყნებული მონაცემები პარანეოპლასტიური პემფიგუსის (PNP) თაობაზე, მაგრამ მრავალი შემთხვევაა დაფიქსირებული ლიტერატურაში 1990 წელს მისი საწყისი აღწერიდან.[14][15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას