კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

კანის ბიოფსია სინათლის მიკროსკოპით ჰისტოპათოლოგიური შეფასებისათვის

ტესტი
შედეგი
ტესტი

საჭიროა ახლად ჩამოყალიბებული ბუშტუკის ბიოფსია და შეძლებისდაგვარად მისი მთლიანობის შენარჩუნება. იმ შემთხვევაში, როდესაც ბუშტუკები ძალიან დიდი ზომისაა, უნდა ჩავატაროთ არსებული ბუშტუკის კიდეების ბიოფსია და ვიზრუნოთ, რომ არ მივაყენოთ ტრავმული დაზიანება ქსოვილს, რათა ნიმუშის მოპოვების პროცესში ეპიდერმისი დერმას არ მოშორდეს. პროდრომული, არაბულოზური ფაზის დროს ან ატიპურ შემთხვევაში, სინათლის მიკროსკოპით მოპოვებული მონაცემები ნაკლებად სპეციფიკურია და ავლენს მხოლოდ ეოზინოფილურ სპონგიოზსა და ფოკალურ (არსებობის შემთხვევაში) სუბეპიდერმულ ნაპრალებს. თუ პაციენტს აღენიშნება ახლად ჩამოყალიბებული ბუშტუკები და პირველი მცდელობით ვერ ვლინდება სახასიათო ნიშნები, შეგვიძლია ტესტი გავიმეოროთ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: სინათლის მიკროსკოპი: სუბეპიდერმული ბუშტუკიFrom the collection of Dr Vesna Petronic-Rosic [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7608b984[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბუშტუკის ღრუში აღინიშნება ფიბრინის ქსელი, ხოლო დერმის ინფილტრატი კი შეიცავს მრავალ ეოზინოფილსFrom the collection of Dr Vesna Petronic-Rosic [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@248f26ed[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბუშტუკის ღრუში გვხვდება ფიბრინი და ეოზინოფილებიFrom the collection of Dr Vesna Petronic-Rosic [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5a32f474

შედეგი

ვლინდება სუბეპიდერმული ბუშტუკი დერმის ანთებითი უჯრედების ინფილტრაციით, რომელშიც უხვად აღინიშნება ეოზინოფილები.

კანის ბიოფსია პირდაპირი იმუნოფლუორესცენციით

ტესტი
შედეგი
ტესტი

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტესტია კანის ბიოფსია პირდაპირი იმუნოფლუორესცენციით. საჭიროა ბუშტუკთან არსებული ნორმალური, დაუზიანებელი კანის ბიოფსია. საჭიროა ნიმუშის დაუყოვნებლივი გაყინვა ან მოთავსება მიშელის ნიადაგზე და ტრანსპორტირება სათანადო ლაბორატორიაში, რომელიც შეასრულებს იმუნოპათოლოგიურ ტესტირებას. ნიმუშთან არასათანადო მოპყრობით შესაძლოა გამოვიწვიოთ ცრუ უარყოფითი შედეგები. თუმცა ჭეშმარიტი უარყოფითი შედეგების შემთხვევაშიც კი მითითებულია დამატებითი ტესტების ჩატარება დიაგნოზის დადასტურებისთვის. დადებითი შედეგი უნდა დამტკიცდეს არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენციული ტესტირებით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: IgG იმუნოგლობულინის წრფივი გროვები ბაზალური მემბრანის ზონასთანFrom the collection of Dr Vesna Petronic-Rosic [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2c147a85

შედეგი

ჩანს IgG-ის და/ან C3-ის (იშვიათად Ig იმუნოგლობულინის სხვა კლასი) წრფივი გროვები ბაზალური მემბრანის ზონის გასწვრივ

სისხლის შრატის არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენცია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბულოზური პემფიგოიდის ანტიგენების მიმართ ანტისხეულებზე არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენცია სრულდება შრატზე სპეციალიზებულ ლაბორატორიებში. ტესტი ტარდება, თუ პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის შედეგები დადებითია.

ტესტი დადებითია პაციენტთა 96%-ში.[34] უწინდელი იმუნოსუპრესიული თერაპია პაციენტში ზოგჯერ იწვევს დაბალ ტიტრს ან უარყოფით შედეგს, რაც არ არის დაავადების კლინიკურ აქტივობასთან კორელაციაში.

შედეგი

ანტისხეულების დადებითი ტიტრი ბულოზური პემფიგოიდის ანტიგენებზე

გასათვალისწინებელი კვლევები

ELISA

ტესტი
შედეგი
ტესტი

ELISA ხასიათდება მაღალი სპეციფიკურობითა და მგრძნობელობით ბულოზური პემფიგოიდის სპეციფიკური ანტიგენების აღმოსაჩენად.[31] ELISA შესრულება საჭირო ხდება მაშინ, როდესაც პირდაპირი და არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენციით ვერ ხერხდება სათანადო დიაგნოსტიკური ინფორმაციის მოპოვება. ELISA-ს ტესტ ნაკრები ბულოზური პემფიგოიდის ანტიგენის მიმართ სპეციფიკური IgG აუტოანტისხეულების ტესტირებისთვის კომერციულად ხელმისაწვდომია, თუმცა ამ სერვისს მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო ცენტრი ფლობს.

შედეგი

ბულოზური პემფიგოიდის ანტიგენების სპეციფიკური სეგმენტის დეტექცია (მაგ., BP180-ის NC16A დომენი)

ახალი ტესტები

იმუნობლოტინგი

ტესტი
შედეგი
ტესტი

იმუნობლოტინგის მგრძნობელობები განსხვავდება. პაციენტთა 75%-ში რეაქცია ვითარდება BP230 ანტიგენთან, ხოლო 50%-ში რეაქცია BP180 ანტიგენთან მიმდინარეობს.[32] იმუნობლოტინგით ან ვესტერნ ბლოტინგით ვლინდება IgG-ის რეაქტიულობა პაციენტების შრატში იმ ცილებთან, რომლებიც ექსტრაქტირებულია ჯანმრთელი ადამიანის კანიდან.[9]

შედეგი

შრატში IgG იმუნოგლობულინის რეაქტიულობა

იმუნოპრეციპიტაცია

ტესტი
შედეგი
ტესტი

იმუნოპრეციპიტაცია ავლენს BP230-ისა და BP180-ისადმი სპეციფიკურ აუტოანტისხეულებს.[9] იმუნობლოტინგისგან განსხვავებით იმუნოპრეციპიტაცია ტარდება ბუნებრივ, არადენატურირებულ ცილაზე და ხასიათდება უკეთესი მგრძნობელობით.

შედეგი

რეაქტიულობა BP230 და BP180-თან

ფლუორესცენტული გადაფარვით ანტიგენების კრიპტოგრაფირების (FOAM) ტექნიკა

ტესტი
შედეგი
ტესტი

FOAM ტექნიკა რუტინულად ხელმისაწვდომი არ არის. ტექნიკის გამოყენება აადვილებს შემდეგი დაავადებების დიფერენცირებას: შეძენილი კანის სუბეპიდერმული ბულოზური დაავადებები, ბულოზური პემფიგოიდი, შეძენილი ბულოზური ეპიდერმოლიზი, რომლის დროსაც კანზე შეკავშირებული IgG ჩანართების ულტრასტრუქტურული გამომჟღავნება ეპიდერმისის ბაზალური მემბრანის ზონასთან შესაძლოა იყოს საკვანძო სწორი დიაგნოზის დადგენაში.[33]

შედეგი

დაზიანების ირგვლივ მდებარე ქსოვილის ციფრული მულტიფერადი FOAM გამოსახულებები ბულოზური პემფიგოიდით დაავადებულ პაციენტებში ავლენს მწვანედ შეღებილი lamina lucida-ის IgG ჩანართების არაგადაფარულ განლაგებას და წითლად შეღებილ VII ტიპის კოლაგენს

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას