გართულებები
სისტემური კორტიკოსტეროიდების პროლონგირებული მოხმარების ყველაზე უნარშემზღუდავი და წინასწარ განსაზღვრული გართულება არის გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული ძვლის განლევა. ძვლის მნიშვნელოვანი განლევა და მოტეხილობების მომატებული რისკი აღინიშნება ყოველდღიურად პრედნიზოლონის ისეთი მცირე დოზების გამოყენების დროსაც კი, როგორიცაა 5 მგ.[53] გლუკოკორტიკოიდებით დღეგამოშვებითი თერაპია ძვლის განლევის მსგავს შედეგს გვაძლევს.
დასკვნითი ხასიათის მტკიცებულებები კორტიკოიდების მინიმალურ უსაფრთხო დოზასთან ან მათი გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით არ არსებობს, შესაბამისად, კლინიცისტმა თვითონ უნდა განსაზღვროს ოსტეოპოროზის რისკფაქტორები გამომდინარე არსებული გარემოებებიდან, როგორიცაა: ხანდაზმულობა, პოსტმენოპაუზური სტატუსი, და ძვლის სიმკვრივის მონაცემები პაციენტების შეფასებისას.
გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული ოსტეოპოროზის მართვის თანამედროვე გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ ბისფოსფონატებს, განსაკუთრებით ალენდრონატსა და რიზედრონატს, როგორც პირველი რიგის აგენტებს. ხსენებული გაიდლაინები გვთავაზობენ ბისფოსფონატების პრევენციული მიზნებით გამოყენებას გლუკოკორტიკოიდებით თერაპიის კურსის არეული ეტაპების პარალელურად მაღალი რისკის პაციენტებში.[54]
აშრევებული კანის ექსტენსიური მიდამოების არსებობა იმუნოსუპრესიულ მკურნალობასთან კომბინაციაში ზრდის მეორადი ინფექციების რისკს. ინფექციები შესაძლოა იყოს როგორც სისტემური, ასევე ლოკალური და აზიანებდეს მხოლოდ კანს; ორივე მათგანის შემთხვევაში შეფერხებულია კანის დაზიანებების შეხორცება.
აგრესიული ან გავრცობილი დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ კორტიკოსტეროიდებისა და იმუნოსუპრესიული აგენტების მაღალ დოზებს. ასევე პირები, რომლებსაც აწუხებთ სხვა სამედიცინო ფონური პრობლემები და იმყოფებიან სასიკვდილო გამოსავალის რისკის ქვეშ.[52][51][7] პირველი წლის განმავლობაში სიკვდილობა დაახლოებით 6%-41%-ს შეადგენს.[49][50] სიკვდილის პროქსიმული მიზეზებია: ინფექცია სეფსისით და მკურნალობასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენები.
აშშ-ის ერთ-ერთ საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრში პაციენტთა გამოკითხვის საფუძველზე, არ აღინიშნა განსხვავება ბულოზური პემფიგოიდის მქონე 223 პაციენტისა და ზოგადი მოსახლეობის სიკვდილობას შორის.[51] თუმცა, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის კოჰორტულ კვლევებში აღრიცხული სიკვდილობის რისკი, ზოგად მოსახლეობასთან შეადრებით, 2-6-ჯერ უფრო მაღალი იყო ბულოზური პემფიგოიდის მქონე პაციენტებში.[7][8]
მულტივარიაციული ანალიზის მიხედვით, 6 თვის თავზე სიკვდილის გაზრდილ რისკს უკავშირდებოდა შემდეგი ფაქტორები: ასაკი ≥86 წელზე, ცუდი ზოგადი მდგომარეობა, მდედრობითი სწესი და გენერალიზებული დაავადება.[52] საფრანგეთის 20 სხვადასხვა დერმატოლოგიურ განყოფილებაში ჩატარებული რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მხოლოდ ხანდაზმული ასაკი (P=0.02) და კარნოფსკის დაბალი ქულა (P <0.001) სიკვდილის დამოუკიდებელი პროგნოზული ფაქტორებია.[25]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას