ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
მამრობითი სქესი და 60-დან 90 წლამდე ასაკი.
ქავილი
შესაძლოა წინ უსწრებდეს კლინიკურად გამოხატულ დაზიანებებს 3-4 თვით.
დაჭიმული ბუშტუკები ნორმალურ ან ერითემატოზულ კანზე
ბუშტუკები მეტწილად აღინიშნება ხელებისა და ფეხების მომხრელ ზედაპირებზე, იღლიებში, საზარდულსა და მუცელზე.[5]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ერითემატოზული ან ურტიკარიული ტიპის ფოლაქები
პაციენტს შესაძლოა გამოუვლინდეს ურტიკარიული ფოლაქები, რომლებიც შემდგომ ბუშტუკებში გადადის
იშვიათი
პერორალური დაზიანებები
გვხვდება პაციენტების 30%-ში.[5]
რისკფაქტორები
ძლიერი
60-დან 90 წლის ასაკამდე
დაავადების გამოვლინების საშუალო ასაკი 65 წელია.[2] პრევალენტობა ყველაზე მაღალი 90 წელს გადაცილებულ პირებში; გერმანიაში ამ ასაკობრივ ჯგუფში წლიური ინციდნეტობა 398 (სარწმუნოობის ინტერვალი: 360-დან 439-ის ჩათვლით) ახალი შემთხვევაა მილიონ მოსახლეზე მამაკაცებში, და 87 (სარწმუნოობის ინტერვალი: 70-დან 108-ის ჩათვლით) ახალი შემთხვევა მილიონ მოსახლეზე ქალებში. რისკი მკვეთრად იზრდება 60 წლის შემდეგ.[6] პროგნოზი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე დიაგნოზის დროს.[25][26]
ჰისტოშეთავსების მთავარი კოპლექსის (MHC) II კლასის ალელი (DQB1*0301)
ვლინდება მნიშვნელოვანი კავშირი DQB1*0301 ალელთან თეთრკანიან მოსახლეობაში.[27]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას