პირველადი პრევენცია

ასთმის გამწვავების პრევენცია ყველაზე კარგად შესაძლებელია საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით (ICS) ხანგრძლივი მკურნალობით და დამატებითი მედიკამენტოზური თერაპიით მოდიფიცირებადი რისკფაქტორების მკურნალობასთან ერთად, როგორიცაა ასთმის გამომწვევი ცნობილი გამომწვევების თავიდან აცილება (მაგ., ალერგენები და სიგარეტის მოწევა) და ისეთი თანმხლები დაავადებების მკურნალობით, როგორიცაა სიმსუქნე და შფოთვა.[28][37] დამატებითი სამედიცინო თერაპია (ყველაზე ხშირად გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქოდილატატორით) არა მხოლოდ აუჯობესებს ასთმის კონტროლს, ასევე ამცირებს ასთმის გამწვავების განვითარებას.[38]

მოზრდილებში, რომლებსაც პერსისტენტული ასთმა აქვთ, მაგრამ მათი ასთმის კონტროლი სუბოპტიმალურია, მიუხედავად ICS-ის ყოველდღიური გამოყენებისა ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორთან ერთად, შეიძლება განხილულ იქნსა ხანგრძლივი მოქმედების მუსკარინული ანტაგონისტის დამატება.[39] ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ასთმის ზომიერი და მძიმე გამწვავებების კლებას და გააუმჯობესონ ფილტვების ფუნქციური მაჩვენებლები და ასთმის კონტროლი ცალკე აღებული ICS-ის იგივე დოზით მკურნალობასთან შედარებით. თუმცა, ამჟამინდელი მტკიცებულება არ ადასტურებს რომ ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტები ICS-ის დამზოგველი აგენტებია.[37] [ Cochrane Clinical Answers logo ]

თვითმართვის მიზნით პაციენტი უნდა წავახალისოთ ასთმის ინდივიდუალური გაწერილი სამოქმედო გეგმის გამოყენებისთვის.[1]​​[40] ასთმის სამოქმედო გეგმა ეხმარება პაციენტებს, ამოიცნონ ასთმის მოსალოდნელი გაუარესება და მოახდინონ სათანადო რეაგირება: მაგალითად, სიმპტომების "შემამსუბუქებელი" და "მაკონტროლებელი" მედიკამენტების დოზის გაზრდა, პერორალური კორტიკოსტეროიდების ხანმოკლე კურსის დაწყება და განსაზღვრა, თუ როდის უნდა მოითხოვონ სამედიცინო დახმარება.[1]

საერთაშორისო გაიდლაინების რეკომენდაციაა ასევე მოდიფიცირებადი რისკფაქტორებისა (მაგ., თამბაქოს მოხმარების, სიმსუქნის, შფოთვის) და თანმხლები მდგომარეობების მკურნალობა, საჭიროებისას, რჩევების მიცემა არაფარმაკოლოგიური თერაპიისა და სტრატეგიების (მაგ., ფიზიკური დატვირთვის, წონის კლების, ტრიგერებთან კონტაქტისგან თავის არიდების) თაობაზე.[1]​ ისინი ასევე გვირჩევენ ხშირად შემოწმდეს ინჰალატორის გამოყენების ტექნიკა და მკურნალობისადმი დამყოლობა.​[1]

რამდენიმე ერთმომენტიანმა კვლევამ აჩვენა შრატში D ვიტამინის დაბალი დონის კავშირი ფილტვის ფუნქციური მაცვენებლების დარღვევასთან, გამწვავების უფრო მაღალ სიხშირესთან და კორტიკოსტეროიდზე პასუხის შემცირებასთან.[41] D ვიტამინის დეფიციტის და ჰაერის ნაკადის საწყისი შეზღუდვით მიმდინარე ასთმის მქონე მოზრდილებთან, D ვიტამინის დამატებამ შეიძლება შეამციროს ასთმის გამწვავების სიხშირე, რაც მოითხოვს სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას და შეიძლება ჰქონდეს დადებითი გავლენა ფილტვის ფუნქციურ მაჩვენებლებზე.[1]​ მეტი კარგი ხარისხის მტკიცებულებაა საჭირო, სანამ საბოლოო კლინიკური რეკომენდაციები მიიღება D ვიტამინის დამატებასთან დაკავშირებით.[1][42][43]

ასთმის მქონე მოზრდილებს გრიპის ვირუსით ინფიცირების შემდეგ აღენიშნებათ გართულებების განვითარების დიდი რისკი, თუმცა უმრავლესობა არ იტარებს ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ასთმით დაავადებულ მოზრდილთა მხოლოდ ერთი მესამედი და ასთმის მქონე 50 წლამდე ასაკის მოზრდილთა ერთი მეხუთედი ყოველწლიურად იტარებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას (ერთი ანალიზის მიხედვით).[44] ასთმის მქონე ყველა პაციენტისთვის რეკომენდებულია ყოველწლიურად სეზონური გრიპისა და H1N1-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში წონის კლებამ შესაძლოა გააუმჯობესოს ასთმის გამოსავლები.[45]

მეორეული პრევენცია

თუ ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტს კვლავ აღენიშნება ასთმის გამწვავებები, შესაძლოა, საჭირო იყოს საფეხურით ზევით მკურნალობის განხილვა. აღნიშნულის განვითარებამდე, კლინიცისტის მიერ უნდა შემოწმდეს პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე და ინჰალატორის გამოყენების ტექნიკა. ამასთან, საჭიროა შეფასდეს ნებისმიერ ალერგენთან მუდმივი ექსპოზიციის ალბათობა და თანმხლები დაავადებების არსებობა.[1]​ მოზრდილებში ასთმის ქრონიკული მართვის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ ასთმა მოზრდილებში.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში საგანმანათლებლო ინტერვენციების უზრუნველყოფამ შესაძლოა შეამციროს ასთმის დროს შემდგომი ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა.[92] ასევე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში საგანმანათლებლო ჩარევები პაციენტის ან პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის, შეიძლება დაგეხმაროთ ასთმის გამწვავების შემდეგ პირველად ჯანდაცვაში შემდგომი მეთვალყურეობის ვიზიტის მნიშვნელობის გაცნობიერებაში.[91]

ასთმის მძიმე გამწვავების რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირება შესაძლებელია მარტივი, ანამნეზზე დაფუძნებული პროგნოზული მოდელით, რომელიც სპირომეტრიის შედეგებსაც ითვალისწინებს. ამოსუნთქული აზოტის მონოქსიდის ფრაქციული შემცველობის (FeNO) ტესტის დამატებითი მნიშვნელობა ძალიან მცირეა. თუ ანამნეზზე, კლინიკურ ნიშნებზე და სპირომეტრიის საფუძველზე მკურნალობის არჩევის, მონიტორინგის ან კორექტირების თვალსაზრისით გაურკვევლობა, FeNO-ს გაზომვა შერჩეული პაციენტებისთვის ასთმის მონიტორინგისა და მართვის სტრატეგიის ნაწილად შეიძლება იქნას განხილული.[39][93]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას