კრიტერიუმები

ასთმის გამწვავების სიმძიმე: კრიტერიუმები ასთმის გლობალური ინიციატივის (GINA) გაიდლაინებიდან​[1]

მსუბუქი ან საშუალო:

  • საუბრობს ფრაზებით, ურჩევნია დაჯდომა, ვიდრე დაწოლა, არ არის აგზნებული

  • სუნთქვის სიხშირე მომატებულია

  • დამატებით კუნთებს არ იყენებს

  • პულსის სიხშირე: 100-120 დარტყმა წუთში

  • ჟანგბადის სატურაცია (ოთახის ჰაერზე) - 90-95%

  • ამოსუნთქული ჰაერის ნაკადის მაქსიმალური (პიკური) სიჩქარე (PEFR) მოსალოდნელის ან ინდივიდუალური საუკეთესო მაჩვენებლის 50%-ზე მეტია

მძიმე ფორმა:

  • საუბრობს სიტყვებით (ვერ ასრულებს წინადადებებს), ზის წინ გადაწეულ მდგომარეობაში, აგზნებულია

  • სუნთქვის სიხშირე: >30 წთ-ში

  • იყენებს დამატებით კუნთებს

  • პულსის სიხშირე: >120 დარტყმა წუთში

  • ჟანგბადის სატურაცია (ოთახის ჰაერზე): <90%-ზე

  • პიკ-ფლოუს მაჩვენებელი (PEFR) ≤ მოსალოდნელის ან ინდივიდუალური საუკეთესო მაჩვენებლის 50%-ზე

სიცოცხლისათვის საშიში:

  • მძიმე გამწვავების მსგავსი კრიტერიუმები, მაგრამ პაციენტს ასევე აღენიშნება ძილიანობა ან კონფუზია და/ან აუსკულტაციით სუნთქვის ხმიანობის არარსებობა (ე.წ."მუნჯი ფილტვი").

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას