კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
ამოსუნთქული ჰაერის ნაკადის მაქსიმალური (პიკური) სიჩქარე
ტესტი
პიკფლოუმეტრია სწრაფი და უსაფრთხო მეთოდია, რომლის გამოყენება შეიძლება პაციენტის მკურნალობაზე პასუხის გაკონტროლებისთვის.
ნორმალური პიკ-ფლოუს მაჩვენებელი განსხვავდება სქესის, ასაკისა და სიმაღლის მიხედვით. [1]
როგორ გამოვიყენოთ პიკ-ფლოუმეტრი პიკური ამოსუნთქვის სიჩქარის გასაზომად.
შედეგი
ასთმის გამწვავების ხარისხი შესაძლოა განისაზღვროს პიკ-ფლოუს გაზომვით პროცენტებში, მოსალოდნელ ან ინდივიდუალურ საუკეთესო მაჩვენებლებთან მიმართებაში: მსუბუქი/საშუალო: >50%; მძიმე ≤50%
ჟანგბადით გაჯერება (სატურაცია)
ტესტი
უნდა განისაზღვროს დაუყოვნებლივ.
პულსოქსომეტრია ოქსიგენაციის სკრინინგის არაინვაზიური მეთოდია.
ასთმის გამწვავების დროს იშვიათად გვხვდება მნიშვნელოვანი ჰიპოქსემია, ჟანგბადის სატურაციის მაჩვენებლით- SpO2 <90%-ზე. აღნიშნულის არსებობა მიუთითებს ჰაერის ნაკადის მძიმე შეზღუდვაზე.
შედეგი
პულსოქსიმეტრიით გაზომილი ჟანგბადის სატურაციის მაჩვენებელი იცვლება გამწვავების ხარისხის მიხედვით: მსუბუქი/საშუალო= 90-95% (ოთახის ჰაერზე); მძიმე = <90% (ოთახის ჰაერზე)
გასათვალისწინებელი კვლევები
არტერიული სისხლის აირები (ABG)
ტესტი
ჰიპერკაპნიის შეფასება მნიშვნელოვანია პაციენტებში, ასთმის მძიმე გამწვავებებით, მათთან, რომელთა მდგომარეობა არ ექვემდებარება საწყის მკურნალობას და როდესაც არსებობს რესპირატორული გაუარესების საფრთხე.
სასუნთქი ცენტრის მომატებული აქტივობა უნდა შეესაბამებოდეს შემცირებულ PaCO₂-ს. თუმცა, გაძლიერებული სუნთქვის ფონზე, ნორმალური ან მომატებული PaCO₂ სუნთქვის უკმარისობის შესაძლო განვითარების მაჩვენებელია.
შედეგი
PaCO₂ <45 მმ ვწყ.სვ. (6.0 კპა) მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გამწვავების, ხოლო >45 მმ ვწყ.სვ.- მძიმე ფორმის გამწვავების დროს.
გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)
ტესტი
გულმკერდის რენტგენოგრაფია რუტინულად საჭირო არ არის. ის უნდა ჩატარდეს თუ არსებობს ეჭვი ფილტვის გართულებულ ან ალტერნატიულ პათოლოგიაზე, ან პაციენტებთან, რომლებიც არ რეაგირებენ მკურნალობაზე, რათა გამოირიცხოს პნევმოთორაქსი, თუ კლინიკური დიაგნოსტიკა რთულია.[1]
შედეგი
ხშირად ნორმალური, თუნდაც სიცოცხლისთვის საშიში გამწვავების დროს
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას