შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
27 წლის ქალი ასთმის ანამნეზით, რომელიც საშუალო დოზის ICS-LABA (საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი-ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-2 აგონისტი) მკურნალობაზეა მიმართავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას 3 დღის განმავლობაში სუნთქვის გაძნელების, მსტვინავი სუნთქვის და ხველების პროგრესირებადი გაუარესებით. პაციენტი აღნიშნავს, რომ მას კონტაქტი ჰქონდა სურდოსა და მშრალი ხველის მქონე პირთან. ის საგულისხმო გაუმჯობესებას ინჰალატორის გამოყენებით ვერ გრძნობს და მისი უფრო ხშირი გამოყენების მიუხედავად აღნიშნავს სიმპტომების გაუარესებას. იგი რეგულარულად იღებს ასთმის სამკურნალო მედიკამენტებს, რაც მოიცავს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდსა და ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტს შემანარჩუნებელი თერაპიისთვის, ასევე სალბუტამოლს სიმპტომების შემსუბუქებისთვის. ხველის გამო პაციენტის ძილი დარღვეულია და შედეგად დღის განმავლობაში ის უჩივის ძილიანობას, რაც გავლენას ახდენს მის შრომისუნარიანობაზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას