პირველადი პრევენცია

ამჟამად, ხმელთაშუა ზღვის ცხელების მქონე პაციენტებში არ არის მითითებული პირველადი პრევენცია. აუტოანთებით დაავადებებში ჩართული ცნობილი გენების პრევალენტურ მუტაციებზე ზოგადი მოსახლეობის სკრინინგი (აიტო-ანთებითი სინდრომი, ხმელთაშუა ზღვის ცხელება, სიმსივნის ნეკროის ფაქტორის რეცეპტორთან დაკავშირებული პერიოდული სინდრომი ან ჰიპერიმუნოგლობულინებია D სინდრომი) არ უზრუნველყოფს დამატებით რელევანტურ ინფორმაციას.[60]

მეორეული პრევენცია

კოლხიცინი გამოიყენება მთელი ცხოვრების მანძილზე პროფილაქტიკისთვის, რათა დათრგუნოს შეტევები, მოახდინოს ამილოიდოზის პრევენცია და დაასტაბილუროს პროტეინურია ამილოიდ ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.[68][91] როგორც წესი ის არ გამოიყენება უსიმპტომო პაციენტებისთვის, (კლინიკური შეტევების არქონა, ნორმალური მწვავე ფაზის რეაქტანტები) მაშინაც კი თუ დადგენილია ხმელთაშუა ზღვის ცხელების მუტაცია. ინდექს შემთხვევის ოჯახის წევრები, რომელთაც მწვავე ფაზის რეაქტანტები აქვთ მომატებული და იგივე მუტაცი(ებ)ს ატარებენ, რასაც სიმპტომური ჯახის წევრები, უნდა ჩაიტარონ კოლხიცინით მკურნალობა , ვინადიდან მათ შეიძლება განუვითარდეთ ხმელთაშუა ზღვის ცხელების სრული სიმპტომები მოგვიანებით და შესაძლოა იყვნენ მეორეული ამილოიდოზის რისკის ქვეშ.[102]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას