კრიტერიუმები
ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელების დიაგნოსტიური კრიტერიუმები[61]
ძირითადი კრიტერიუმი:
ტიპური შეტევა:
პერიტონიტი (ზოგადი)
პლევრიტი (ცალმხრივი) ან პერიკარდიტი
მონოართრიტი (ბარძაყი,მუხლი,კოჭი)
მინორული კრიტერიუმი
ერთიდან სამამდე არასრული შეტევა ჩამოთვლილთაგან მოიცავს ერთ ან მეტ ადგილს:
მუცელი
გულმკერდი
სახსარი
ფეხის ტკივილი
კოლხიცინით მკურნალობაზე დაქვემდებარება.
დამხმარე კრიტერიუმი
ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელების ოჯახური ანამნეზი
შესაბამისი ეთნიკური წარმომავლობა
დაავადების გამოვლენისას ასაკი <20 წელი
შეტევების მახასიათებლები:
მძიმე ფორმის, საჭიროებს საწოლზე დასვენებას
სპონტანური რემისია
სიმპტომებისგან თავისუფალი ინტერვალი
გარდამავალი ანთებითი პასუხი, ტესტის ერთი ან მეტი პათოლოგიური შედეგ(ებ)ით , რომელიცაა სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, C-რეაქტიული ცილა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე, შრატის ამილოიდ A და/ან ფიბრინოგენი
ეპიზოდური პროტეინურია/ჰემატურია
არაპროდუქტიული ლაპარატომია ან "თეთრი" აპენდიქსის ამოკვეთა
მშობლების სისხლით ნათესაობა
ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელების დიაგნოზისთვის საჭირო კრიტერიუმები შემდეგია:
ერთ ან მეტი ძირითადი კრიტერიუმი
ორი ან მეტი მინორული კრიტერიუმი
ერთი ძირითადი კრიტერიუმი პლუს მეტი დამხმარე კრიტერიუმი
ერთი მინორული კრიტერიუმი პლუს ოთხი ან მეტი პირველი ხუთი დამხმარე კრიტერიუმიდან.
ძირითადად შეტევები განისაზღვრება, როგორც განმეორებითი (≥3 იგივე ტიპის), ფებრილური (რექტული ტემპერატურა 38°C (100°F) ან მაღალი) და ხანმოკლე (გრძელდება 12 საათიდან-3 დღის განმავლობაში).
არასრული შეტევები განისაზღვრება როგორც მტკივნეული და განმეორებითი, რაც განსხვავდება ტიპური შეტევებიდან 1 ან 2 მახასიათებლით, როგორც ჩამოთვლილია:
ტემპერატურა ნორმალურია ან 38°C (100°F) დაბალია
შეტევები განსაზღვრულზე ხანგრძლივი ან ხანმოკლეა (მაგრამ არა 6 საათზე ნაკლები ან 1 კვირაზე ხანგრძლივი)
არ იწერება პერიტონიტის ნიშნები მუცლის შეტევების დროს
მუცლის შეტევები ლოკალიზებულია
ართრიტი არის მოსალოდნელი სახსრისგან განსხვავებულ სახსარში
შეტევები არ ითვლება, თუ ისინი არ ერგება შეტევის ტიპურ ან არასრულ განმარტებას.
ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელების დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ბავშვებში[63]
ბავშვები, რომელთაც აქვთ ჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი:
ცხელება: აქსილარული ტემპერატურა >38°C, 6–72 საათის ხანგრძლივობით, ≥3 შეტევა
მუცლის ტკივილი: 6-72 საათის ხანგრძლივობით, ≥3 შეტევა
გულმკერდის ტკივილ: 6-72 საათის ხანგრძლივობით, ≥3 შეტევა
ართრიტი: 6-72 საათის ხანგრძლივობით, ≥3 შეტევა, ოლიგოართრიტი
ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელების ოჯახური ანამნეზი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას