მონიტორინგი

მკურნალობის უსაფრთხოება

  • მიუხედავად ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოებისა და ზოგადად კარგი შემწყნარებლობისა, კოლხიცინი შეიძლება ძალიან ტოქსიკური იყოს.[92] უნდა მოხდეს პაციენტების მონიტორინგი გვერდითი ეფექტებისთვის, როგორიცაა გასტროინტესტინური ტოქსიკურობა, ძვლის ტვინის სუპრესია (განსაკუთრებით ექსპოზიციის პირველ კვირაში), თირკმლის მწვავე უკმარისობა, მიოპათია, ნეიროპათია, გულყრა, მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი. სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯი და თირკმლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს არა უგვიანეს თერაპიის პირველი 2 კვირისა (უპირატესია პირველ კვირაში).[125]

  • ექიმებმა უნდა იცოდნენ მნიშვნელოვანი შესაძლო წამლის-წამალთან ურთიერთქმედების შესახებ, კოლხიცინის CYP3A4 ან P-გლიკოპროტეინის ინჰიბიორებთან, ვინაიდან ამას შეუძლია შეზღუდოს კოლხიცინის უსაფრთხოება და ტოლერანტობა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში,რომლებიც მაღალი დოზებით მკურნალობენ. უმნიშნველოვანესია ტოქსიკურობის თავიდან არიდება, რაც განპირობებულია CYP3A4 ან P- გლიკოპროტეინის ინჰიბიტორების პარალელური შეყვანით, რადგან ამ პრეპარატების პარალელურმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფორმის გართულებები (მათ შორის სიკვდილი).[126][127]

დაავადების აქტივობა

  • კოლხიცინით მკურნალობისას პაციენტები თითქმის უსიმპტომოები უნდა იყვნენ და კოლხიცინის დოზირება უნდა მოერგოს დაავადების აქტივობის მიხედვით, ვინაიდან ფასდება სიმპტომებითა და ანთებითი მარკერებით. კოლხიცინის ოპტიმალურმა დოზირებამ უნდა შეამციროს შეტევების სიხშირე და შეტევებისგან თავისუფალ პერიოდში ნორმის ფარგლებს დაუბრუნოს ერითროციტების დალექვის სიჩქარე, შრატის ამილოიდ A, C-რეაქტიული ცილა და ფიბრინოგენის დონე.

  • პაციენტის კლინიკური მდგომარეობის ზუსტად შესაფასებლად, კლინიკური ნიშნები და სიმპტომები პაციენტმა უნდა ჩაიწეროს დამოუკიდებლად დღიურში და მიაწოდოს მკურნალ ექიმს ყოველი შემდგომი ვიზიტის დროს. კლინიკური ეპიზოდების რაოდენობა არის დაავადების აქტივობის დამხმარე საზომი.[128]

  • შემდგომი მეთვალყურეობის ვიზიტისას სულ მცირე წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს ანთებითი მარკერების (მწვავე ფაზის რეაქტანტების) და პროტეინურიის მონიტორინგი.

დაავადების სიმძიმე

  • ხმელთაშუა ზღვის ხშირმა და მძიმე ფორმის შეტევებმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, როგორიცაა მეორეული ამილოიდოზის განვითარება, ზრდისა და განვითარების დაყოვნება, ქრონიკული ართრიტი, ანემია და ცხოვრების ხარისხის შემცირება. ფართოდ მიღებული ზომები, დაავადების სიმძიმის მიხედვით რაციონალური რანჟირების გამოხატვა , სასარგებლო იქნება ამ დაავადების მართვაში. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა განავითარა და დაამტკიცა ხმელთაშუა ზღვის ცხელების მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში სიმძიმის საერთაშორისო ქულათა სისტემა. ავტორები მიიჩნევენ, რომ ის უზრუნველყოფს ძლიერ იარაღს, რათა ობიექტურად განისაზღვროს დაავადების სიმძიმე შემდგომი კლინიკური კვლევების, მომავალი კვლევისა და თერაპიული გადაწყვეტილებებისთვის ხმელთაშუა ზღვის ცხელების მქონე პაციენტების მართვაში.[129]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას