მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

მწვავე შეტევა

Back
1-ლი რიგის – 

ტკივილგამაყუჩებლები ან NSAID + კოლხიცინი

სიმპტომების შემსუბუქებისთვის მწვავე შეტევების მკურნალობა ხდება ტკივილგამაყუჩებლით ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით (NSAIDs).

კოლხიცინი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მისი დოზის თანდათანობითი გაზრდა არ არის რეკომენდებული შეუთავსებადი ეფექტურობისა და გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკიდან გამომდინარე.[92] როდესაც კოლხიცინის მაღალი დოზა გამოიყენება ხმელთაშუა ზღვის ცხელების შეტევების სამკურნალოდ, აუცილებელია შემდეგის გათვალისწინება: დოზა უნდა გაიზარდოს შეტევის პროდრომის დროს; არასდროს არ უნდა გადააჭარბობს მაქსიმალურ დღიურ დოზას; უნდა მოხდეს გვერდითი ეფექტები მონიტორინგი; დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პაციენტის "ნორმალურ" დოზაზე დაბრუნება შეტევის შემდეგ.

მძიმე ფორმის შეტევის დროს , ძლიერი ტკივილის გამოვლინებისას უნდა მოხდეს უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების (მაგ. ოქსიკოდონი) განხილვა.

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

იყოს

იბუპროფენი: ბავშვებში: 10 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 6-8 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 30 მგ/კგ/დღე; მოზრდილებში: 300-400 მგ პერორალურად ყოველ 6-8 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში

იყოს

ნაპროქსენი: ბავშვები >2 წლის: 5 მგ/კგ პერორალურად, დღეში ორჯერ საჭიროებისამებრ, მაქსიმალური დოზაა 1000 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ საჭიროებისამებრ, მაქსიმალური დოზაა 1250 მგ/დღეში

--და--

კოლხიცინი: ბავშვები 4-6 წლის: 0.3 - 1.8 მგ/დღეში პერორალურად დღეში ერთხელ ან დაყოფილი 2 დოზად; ბავშვები 6-12 წლის: 0.9 - 1.8 მგ/დღეში პერორალურად დღეში ერთხელ ან დაყოფილი 2 დოზად: 1.2 - 2.4 მგ/დღეში პერორალურად დღეში ერთხელ ან დაყოფილი 2 დოზად

მეორეული ვარიანტები

ოქსიდოკონი: ბავშვები: დოზასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან; მოზრდილები: 5-15 მგ პერორალურად (დაუყოვნებლივი-გამოთავისუფლების) ყოველ 4-6საათში როდესაც საჭიროა ტკივილისთვის, შემდეგ დოზის ტიტრაცია ფრთხილად, რათა მოხდეს ტკივილის შემსუბუქება

და

კოლხიცინი: ბავშვები 4-6 წლის: 0.3 - 1.8 მგ/დღეში პერორალურად დღეში ერთხელ ან დაყოფილი 2 დოზად; ბავშვები 6-12 წლის: 0.9 - 1.8 მგ/დღეში პერორალურად დღეში ერთხელ ან დაყოფილი 2 დოზად: 1.2 - 2.4 მგ/დღეში პერორალურად დღეში ერთხელ ან დაყოფილი 2 დოზად

მიმდინარე

დაზუსტებული ხმელთაშუა ზღვის ცხელება

Back
1-ლი რიგის – 

კოლხიცინი

ხმელთაშუა ზღვის ცხელების ერთადერთი დადგენილი მკურნალობა. თითქმის 95%-ში ეფექტურია.[90] ამილოიდ ნეფროპათიის მქონე პაციენტებში ის თრგუნავს შეტევებს, ახდენს ამილოიდოზის პრევენციას და ასტაბილურებს პროტეინურიას.[91]

პაციენტები საჭიროებს ყოველდღიურ მკურნალობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. თავდაპირველად, დაკავშირება შეიძლება ცუდი იყოს არასასურველი ეფეტებიდან გამომდინარე.[104] თუ ცუდი ტოლერანტობა (მაგ. დიარეა ან მუცლის ტკივილი) განვითარდება, რეკომენდებულია, რომ დღიური დოზა გაიყოს ორ დოზად, თუმცა ზოგიერთ პაციენტს ურჩევნია დღეში ერთხელ დოზირება.[105]

დოზის დაკორექტირება ხდება პასუხიდან, ედსიდან, ამილოიდ A-დან, C-რეაქტიული ცილადან და ფიბრინოგენიდან გამომდინარე.[102][106][107]

პირველადი პარამეტრები

კოლხიცინი: ბავშვები 4-6 წლის: 0.3 - 1.8 მგ/დღეში პერორალურად დღეში ერთხელ ან დაყოფილი 2 დოზად; ბავშვები 6-12 წლის: 0.9 - 1.8 მგ/დღეში პერორალურად დღეში ერთხელ ან დაყოფილი 2 დოზად: 1.2 - 2.4 მგ/დღეში პერორალურად დღეში ერთხელ ან დაყოფილი 2 დოზად

Back
განიხილე – 

ბიოლოგიური აგენტები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

თუ არ არსებობს ეჭვი დიაგნოზის შესახებ და თუ არის კოლხიცინზე ცუდი პასუხი ან ცუდი შეწყნარებლობა, მკურნალობის რეჟიმს შეიძლება დაემატოს ბიოლოგიური აგენტები (მაგ. TNF-ალფა ანტაგონისტები ან ინტერლეიკინ (IL)-1 რეცეპტორის ანტაგონისტები).[108]

ამჟამად ბიოლოგიური აგენტების გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები შეზღუდულია. ფუნქციური კვლევები მიუთითებს, რომ ინტერლეიკინ (IL)1 ჩართულია ხმელთაშუა ზღვის ცხელების ანთებით რეაქციაში; შესაბამისად, ფიქრობენ, რომ IL-1-ის ინჰიბიტორები კარგი მიდგომაა რეზისტენტული ხმელთაშუა ზღვის ცხელების დროს. კვლევებმა დაამტკიცა კოლხიცინის მიმართ რეზისტენტული ხმელთაშუა ზღვის ცხელების მქონე პაციენტებში კარგი პასუხი ინტერლეიკინ 1 (IL-1) ინჰიბიტორებზე.[97][98][99] კოხრეინის ერთ-ერთმა მიმოხილვამ დაასკვნა, რომ ანაკინრა და კანაკინუმაბი, ალბათ, ეფექტურია, მაგრამ მეტი კვლევაა საჭირო რილონაცეპტის შემთხვევაში.[100] IL-1 ინჰიბიტორები პირველად გამოიცადა კოლხიცინზე რეზისტენტული და/ან შეუწყნარებელი პაციენტებისთვის.[101] მაშინაც კი, თუ ინტერლეიკინ 1-ის (IL-1) სამიზნე წამლები ამჟამად ხელმისაწვდომია, მკურნალობა უნდა დაიწყოს ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდის მქონე წამლით (მაგ. ანაკინრა), იმისთვის რომ შემოწმდეს ეფექტიანობა. საშუალო ან ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდის მქონე წამლები (ანუ რილონაცეპტი, კანაკინუმაბი) უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდის მქონე პრეპარატი ეფექტურია.[99][102] კანაკინუმაბი და ანაკინრა დამტკიცებულია ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელებისთვის ზოგიერთ ქვეყანაში.

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ალფა ანტაგონისტების (მაგ. ეტანერკეპტი, ინფლიქსიმაბი) დანიშვნა შესაძლებელია სახსრის ჩართულობის მქონე პაციენტებში ან შეიძლება გამოიცადოს მეორე რიგის აგენტად.[102][103]

პირველადი პარამეტრები

კანაკინუმაბი: ბავშვებისა და მოზრდილების სხეულის წონა ≤40 კგ: 2 მგ/კგ კანქვეშ ყოველ 4 კვირაში თავდაპირველად, იზრდება 4 მგ/კგ ყოველ 4 კვირაში, თუ კლინიკური პასუხი არაადეკვატურია; მოზრდილებში ან როდესაც სხეულის მასა არის >40 კგ: 150 მგ კანქვეშ ყოველ 4 კვირაში თავდაპირველად, 300 მგ-მდე ყოველ 4 კვირაში, თუ კლინიკური პასუხი არაადეკვატურია

ან

ანაკინრა: ბავშვებისა და მოზრდილების სხეულის წონა ≤50 კგ: 1-2 მგ/კგ კანქვეშ დღეში ერთხელ; მოზრდილებში ან როდესაც სხეულის წონა არის >50 კგ: 100 მგ კანქვეშ დღეში ერთხელ

ან

რილონაცეპტი: ბავშვები და მოზრდილები: დოზაზე მითითებისთვის მიიღეთ სპეციალისტის კონსულტაცია

მეორეული ვარიანტები

ეტანერცეპტი: ბავშვები და მოზრდილები: დოზაზე მითითებისთვის მიიღეთ სპეციალისტის კონსულტაცია

ან

ინფლიქსიმაბი: ბავშვები და მოზრდილები: დოზაზე მითითებისთვის მიიღეთ სპეციალისტის კონსულტაცია

Back
განიხილე – 

პერორალური კორტიკოსტეროიდები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

შეიძლება საჭირო გახდეს გახანგრძლივებული მიალგიისთვის 6 კვირამდე.

პირველადი პარამეტრები

პრედნიზოლონი: ბავშვები და მოზრდილები: 1 მგ/კგ/დღეში პერორალურად

Back
განიხილე – 

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (NSAID)

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

შეიძლება საჭირო გახდეს გახანგრძლივებული მიალგიისთვის 6 კვირამდე.

პირველადი პარამეტრები

იბუპროფენი: ბავშვებში: 10 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 6-8 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 30 მგ/კგ/დღე; მოზრდილებში: 300-400 მგ პერორალურად ყოველ 6-8 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში

ან

ნაპროქსენი: ბავშვები >2 წლის: 5 მგ/კგ პერორალურად, დღეში ორჯერ საჭიროებისამებრ, მაქსიმალური დოზაა 1000 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ საჭიროებისამებრ, მაქსიმალური დოზაა 1250 მგ/დღეში

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას