ჰანტავირუსის გულფილტვის სინდრომი
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
დაუდგენელი მიზეზით განვითარებული სეფსისი
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) მოთავსება, ემპირიული ანტიმიკრობული თერაპია და დამხმარე თერაპია
ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომი (HCPS) შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს კარდიოგენულ შოკში და პაციენტი დაიღუპოს, ამიტომ მართვა ინტენსიური თერაპიის ბლოკში უნდა მიმდინარეობდეს.[43]Jonsson CB, Hooper J, Mertz G. Treatment of hantavirus pulmonary syndrome. Antiviral Res. 2008 Apr;78(1):162-9. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2810485 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18093668?tool=bestpractice.com
სეფსისის ემპირიული ანტიმიკრობული მკურნალობა მართებულია სანამ დადასტურდება HCPS დიაგნოზი. საჭიროა ადგილობრივი პროტოკოლების და გაიდლაინების დაცვა.
როგორც კი დიაგნოზი დაისმება, ანტიბიოტიკოთერაპია უნდა შეწყდეს.
დიაგნოზის დადასტურდების მოლოდინში ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მედიკამენტები ინიშნება.
დადგენილი ჰანტავირუსული ინფექცია
ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტა
ანტიბიოტიკების მიღება წყდება ჰანტავირუსული ინფექციიის დიაგნოსტირებსთანავე და შემდგომი მკურნალობა დამხმარე მოვლაა.
დამხმარე მოვლა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
შეიძლება ჟანგბადის მიწოდება და ინტუბაცია გახდეს საჭირო ხელოვნური სუნთქვის რეჟიმზე გადასაყვანად. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა დაახლოებით 40% არ საჭიროებს ინტუბაციას და მათი მართვა შესაძლებელია ოქსიგენოთერაპიითა და სითხის ფრთხილი ინფუზიით.[5]Peters CJ, Khan AS. Hantavirus pulmonary syndrome: the new American hemorrhagic fever. Clin Infect Dis. 2002 May 1;34(9):1224-31. https://academic.oup.com/cid/article/34/9/1224/463857 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11941549?tool=bestpractice.com დაინტუბირებული გადარჩენილი პაციენტების ექსტუბაცია ძირითადად 1 კვირაში ხდება.[5]Peters CJ, Khan AS. Hantavirus pulmonary syndrome: the new American hemorrhagic fever. Clin Infect Dis. 2002 May 1;34(9):1224-31. https://academic.oup.com/cid/article/34/9/1224/463857 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11941549?tool=bestpractice.com
სითხეები სასურველია, ფრთხილად გამოვიყენოთ, რათა არ დავაჩქაროთ ფილტვების შეშუპების განვითარება.
კარდიოგენული შოკის სამკურნალოდ შეიძლება, ინოტროპული თერაპია გახდეს საჭირო. დობუტამინი პლუს ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი) მიჩნეულია ეფექტურ მკურნალობად.[46]Chang B, Crowley M, Campen M, et al. Hantavirus cardiopulmonary syndrome. Semin Respir Crit Care Med. 2007 Apr;28(2):193-200. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17458773?tool=bestpractice.com სასურველია დაბალი დოზით დაწყება და მისი ცვლა შედეგის მიხედვით.
პირველადი პარამეტრები
დობუტამინი: 5-15 მიკროგრამი/კგ/წუთში ინტრავენურად
და
ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი): 1-30 მიკროგრამი/წუთში ინტრავენურად
ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია (ECMO)
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
გულის ინდექსის დაქვეითება კარდიოვასკულური კოლაფსის ECMO ჩვენებაა.[46]Chang B, Crowley M, Campen M, et al. Hantavirus cardiopulmonary syndrome. Semin Respir Crit Care Med. 2007 Apr;28(2):193-200. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17458773?tool=bestpractice.com
კვლევები ცხადყოფს, რომ ECMO ფონზე ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომის (HCPS) მქონე სიკვდილიანობის მაღალი რისკის პაციენტთა დაახლოებით 72% ცოცხალი გაეწერა ჰოსპიტლიდან.[46]Chang B, Crowley M, Campen M, et al. Hantavirus cardiopulmonary syndrome. Semin Respir Crit Care Med. 2007 Apr;28(2):193-200. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17458773?tool=bestpractice.com [62]Wernly JA, Dietl CA, Tabe CE, et al. Extracorporeal membrane oxygenation support improves survival of patients with Hantavirus cardiopulmonary syndrome refractory to medical treatment. Eur J Cardiothorac Surg. 2011 Dec;40(6):1334-40. https://academic.oup.com/ejcts/article/40/6/1334/418843 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21900022?tool=bestpractice.com
სიკვდილიანობის მაღალი რისკის ნიშნებია: გულის ინდექსი <2.5 ლ/წთ/მ²; შრატში ლაქტატი >4 მმოლ/ლ; გულის არითმია (პარკუჭთა ფიბრილაცია, ტაქიკარდია, ან უპულსო ელექტრული დისოციაცია); სითხის გადასხმისადმი რეფრაქტორული შოკი; ვაზოაქტიური თერაპია.[61]Crowley MR, Katz RW, Kessler R, et al. Successful treatment of adults with severe Hantavirus pulmonary syndrome with extracorporeal membrane oxygenation. Crit Care Med. 1998 Feb;26(2):409-14. [Erratum in: Crit Care Med. 1998 Apr;26(4):806.] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9468181?tool=bestpractice.com
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას