პირველადი პრევენცია

პირველადი პრევენცია გულისხმობს მღრღნელების ცხოველქმედების პროდუქტებით დაბინძურებული უბნებისგან მორიდებას, განსაკუთრებით დახურულ საცხოვრებელ ადგილებში. აშშ დაავადების კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ხაზგასმით გამოყო რამდენიმე პრევენციული ღონისძიება, რაც მოიცავს მღრღნელების გამოვლენას და დაჭერას საცხოვრებლში, მის გარშემო და მიმდებარე შენობებში.

CDC: cleaning up after pet rodents to reduce the risk of Seoul virus infection Opens in new window

CDC: interim guidance for cleaning and disinfection of vehicles with rodent infestations Opens in new window

ჰანტავირუსის კარდიოპულმონური სინდრომის (HCPS) გამომწვევი ჰანტავირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ცხოველების მოდელებში ჰანტავირუსის სხვადასხვა პროტეინებით იმუნიზაცია როგორც ჩანს იცავს ინფექციისგან.[43]

მეორეული პრევენცია

ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომი (HCPS) ზოგიერთ ქვეყანაში შეტყობინებადი მდგომარეობაა.

მართალია, ჰანტავირუსული ინფექციისგან გადარჩენისას შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე განვითარდეს შემდგომი ინფექციებისადმი იმუნიტეტი, პაციენტმა სასურველია, ითანამშრომლოს ადგილობრივ ჯანდაცვის და მღრღნელების ზედამხედელ ორგანოებთან, რათა დაიცვას მღრღნელებისგან საკუთარი საცხოვრებელი და მისი შემოგარენი.[71]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას