კრიტერიუმები

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი: ჰანტავირუსული პულმონური სინდრომი (HPS) - 2015 განსაზღვრება კლინიკური შემთხვევისთვის.[58]

კლინიკური აღწერა:

  • მწვავე ფებრილური დაავადება (ანუ, ტემპერატურა 38.3°C [101°F]-ზე მეტი), პროდრომული პერიოდით, რომელიც მოიცავს ცხელებას, შემცივნებას, მიალგიას, თავის ტკივილს და კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომებს და ერთს ან მეტს შემდეგი კლინიკური ნიშნებიდან:

    • ორმხრივი დიფუზური ინტერსტიციული შეშუპება; ან

    • მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის კლინიკური დიაგნოზი; ან

    • ფილტვის არაკარდიოგენული შეშუპების რადიოგრაფიული ნიშნები; ან

    • აუხსნელი რესპირატორული პათოლოგია, რომელიც სიკვდილს იწვევს, აუტოფსიით ვლინდება დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული არაკარდიოგენული ფილტვების შეშუპება.

    • მედიკოსის ჩანაწერი HPS-ის დიაგნოზით; ან

    • სიკვდილის ცნობა, რომელიც მიუთითებს HPS-ზე, როგორც სიკვდილის მიზეზზე ან როგორც მნიშვნელოვან პირობაზე, რომელიც ხელს უწყობს სიკვდილს.

ლაბორატორიული კრიტერიუმები:

  • ჰანტავირუს-სპეციფიკური იმუნოგლობულინი M-ის, ან ჰანტავირუს-სპეციფიური IgG მომატებული ტიტრების გამოვლენა; ან

  • კლინიკურ ნიმუშებში ჰანტავირუს-სპეციფიკური რნმ-ის გამოვლენა; ან

  • იმუნოჰისტოქიმიური მეთოდით ჰანტავირუსის ანტიგენის გამოვლენა ფილტვის ბიოფსიურ ან აუტოფსიურ ქსოვილებში.

შემთხვევათა კლასიფიკაცია:

  • დადასტურებული: კლინიკურად შესაბამისი HPS-ის შემთხვევა ლაბორატორული დადასტურებით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას