პროგნოზი

ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომის (HCPS) ჰოსპიტალური სიკვდილობის მაჩვენებელი 30-50%-ია, მათ უმეტესობასთან ლეტალური გამოსავალი ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათში დგება.[8][18][5] 2017 წლის იანვრის მდგომარეობით აშშ-ში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობის მიხედვით 36%-იანი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაფიქსირდა.[8]

ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა დაახლოებით 40% არ საჭიროებს ინტუბაციას და მათი მართვა შესაძლებელია ოქსიგენოთერაპიითა და სითხის ფრთხილი ინფუზიით.[5]

გადარჩენილებში კარდიოპულმონური ფაზა ძირითადად 2-4 დღე გრძელდება, რასაც დიურეზული ფაზა მოჰყვება, რომლის დროსაც 12-24 საათში ფილტვის შეშუპება ქრება.[44] დაინტუბირებული გადარჩენილი პაციენტების ექსტუბაცია ძირითადად 1 კვირაში ხდება.[5]

გადარჩენილები ძირითადად საავადმყოფოდან ეწერებიან 2 კვირის განმავლობაში.[5]

კარდიოგენური შოკის ალაგების შემდეგ ნარჩენი კარდიალური დისფუნქცია არ აღინიშნება (ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომის ფონზე გადარჩენილ 3 პაციენტში ჩატარებული ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიით განდევნის ფრაქცია ნორმალური იყო).[53]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას