მიდგომა

ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომი (HCPS) ზოგიერთ ქვეყანაში შეტყობინებადი მდგომარეობაა. ანამნეზში საცხოვრებლის ახლომახლოს მღრღნელებთან კონტაქტი, ან მათ მიერ დაბინძურებული არის დასუფთავება ჰანტავირუსული ინფექციის დიაგნოსტირების ეპიდემიოლოგიური საფუძველია.

HCPS ინფექცია უფრო უკეთესად განიმარტება, როგორც ეტაპობრივად განვითარებადი.[44]

  1. ჰანტავირუსთან კონტაქტის შემდეგ დგება უსიმპტომო ინკუბაციური პერიოდი, რომელიც 9-დან 33 დღემდე გრძელდება (საშუალოდ 14-17 დღე, და 3 კვირამდე მღრღნელების კბენის შემდეგ).[28][29]

  2. პროდრომულ არასპეციფიკურ ვირუსულ დაავადებას მოჰყვება ცხელება, თავის ტკივილი, მიალგიები და ხშირად - გამოხატული გასტროინტესტინული (GI) სიმტომები.

  3. ადრეული პულმონური სინდრომის ფაზაში ვითარდება მზარდი ქოშინი და ჰიპოქსემია.

  4. კარდიოპულმონურ ფაზაში პაციენტი მძიმედაა ავად ფილტვის შეშუპებით, თრომბოციტოპენიით, გასქელებული სისხლით და კარდიოგენული შოკით.

  5. კარდიოპულმონური ფაზას გადარჩენილ პაციენტებში დიურეზული ფაზა მოსდევს ფილტვების შეშუპების ალაგებით. გამოჯანმრთელება შეიძლება, გახანგრძლივდეს.

პროდრომული დაავადება

დაავადების ამ სტადიაზე დიაგნოსტირება იშვიათად ხდება არასპეციფიური სიმპტომების გამო. უმთავრესად აღინიშნება პროდრომული ვირუსული დაავადების სიმპტომები, მათ შორის ცხელება, მიალგია და გასტროინტესტინური სიმპტომები(ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი).[45] ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები(მაგ. ყელის ტკივილი, ცხვირში მოჭერა, ცემინება) იშვიათად ვლინდება ჰანტავირუსული ინფექციის დროს და დიაგნოზის გამორიცხვის მანიშნებელია.[45] ეპიდემიოლოგიურ ანამნეზში საცხოვრებლში, ან მის სიახლოვეს მღრღნელების დასახლება, ან/და მღრღნელებით დაბიძურებული არეალის გამოსუფთავება HCPS არსებობის მიმანიშნებელია.

კლინიკურად, პაციენტს შეიძლება ტაქიპნოე ჰქონდეს, მაგრამ ჟანგბადით სატურაცია ნორმალური იქნება.

ამ ეტაპზე გამოკვლევები ხშირად არ ტარდება, მაგრამ თუ სისხლის საერთო ანალიზი (FBC) გაკეთდა, მან შეიძლება ადრეულად გამოავლინოს დაავადების ნიშნები. თრომბოციტოპენია შესაბამისი ეპიდემიოლოგიით, მიუთითებს ჰანტავირუსულ ინფექციაზე.[46] თრომბოციტოპენიის ხარისხი შეიძლება არაკეთილსაიმედო გამოსავლის პროგნოზულ მაჩვენებლად ჩაითვალოს.[5]

ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი (ELISA) იმუნოგლობულინი (Ig) M-ჩაჭერის და IgG სეროლოგიური რეაქციები სინ ნომბრე ვირუსის (SNV) გამოსავლენად ტარდება, თუ ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მონაცემები მიანიშნებს ჰანტავირუსული ინფექციის არსებობაზე.[47] რამდენიმე ხანში სიმპტომები უკვე აშკარაა, პაციენტებს ერთმნიშვნელოვნად აქვთ IgM კლასის ანტივირუსული ანტისხეულები და ზოგიერთ მათგანს - IgG კლასის ანტისხეულებიც.

ბრაზილიაში, არარაკუარას ვირუსის (ARQV) რეკომბინანტური ნუკლეოკაფსიდური ცილა მიღებულ იქნა Esarichia coli-დან და წარმატებით იქნა გამოყენებული როგორც ანტიგენი არაპირდაპირი ELISA-ს დროს ჰანტავირუსული დაავადების დიაგნოსტიკისთვისა და სეროლოგიური კვლევებისთვის.[48]

ადრეული პულმონური ფაზა

დაავადების პროგრესირება იწვევს მზარდ ქოშინსა და ჟანგბადით დაბალ სატურაციას.

რესპირატორული სიმპტომის მქონე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია (CXR) და სისხლის ბაზისური ანალიზები. CXR შეიძლება ნორმალური იყოს, ან ინტერსტიციური შეშუპების მაჩვენებელი. სისხლის საერთო ანალიზში ვლინდება თრომბოციტოპენია მომატებული ჰემოგლობინითა (Hb) და ჰემატოკრიტით (Hct), როგორც ჰემოკონცენტრაციის მაჩვენებელი. ამასთან ვლინდება ლეიკოციტოზი უმწიფარი ფორმებით (იმუნობლასტებით).[45] სისხლის საერთო ანალიზში იმუნობლასტების რაოდენობა მიელოციტებთან ერთად ლიმფოციტების საერთო რაოდენობის >10%-ია, ჰემოგლობინის მატება და თრომბოციტოპენია (<150 x 10⁹/ლ [<150 x 10³/მიკროლიტრზე]) ჰანტავირუსული ინფექციაზე მაღალი ალბათობით მიანიშნებს.[49]

თუ ეპიდემიოლოგია, კლინიკური გამოვლინება და საწყისი გამოკვლევები ჰანტავირუსული ინფექციის შესაძლებლობაზე მიგვანიშნებს, უნდა გაკეთდეს ჰანტავირუსზე სეროლოგიური ანალიზი (თუ უკვე არ არის გაკეთებული). ჰანტავირუსის RNA გამოვლინება პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეშვეობით ასევე შესაძლებელია, თუმცა იგი ჯერჯერობით მაინც ექსპერიმენტულ კვლევად ითვლება.[50] გამოხატული ვირემია დაავადების საწყისი გამოვლინებისას უფრო მძიმე ფორმის განვითარების მაჩვენებელია.[51]

მანეიტრალიზებელი ანტისხეულები გამოვლინებადია ამ ეტაპზე, თუმცა ეს ახლად დანერგილი ანალიზია და რუტინულად არ კეთდება.[52]

უჯრედის კულტურალური კვლევით ჰანტავირუსის იზოლატის გამოყოფა ლაბორატირიული დიაგნოსტიკის რუტინული მეთოდი არ არის; თუმცა ანდების ვირუსის (ANDV) იზოლატი უჯრედის კულტურალური კვლევით გამოყოფილ იქნა პაციენტების სისხლიდან და ფატალურ შემთხვევებში ორგანოებიდან.[4]

კარდიოპულმონური ფაზა

დაავადების პროგრესირების შედეგად ჰიპოტენზია და ფილტვების შეშუპება ვითარდება.

გამოკვლევებიდან საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი, გულმკერდის რენტგენოგრაფია და აირების ანალიზი არტერიული სისხლში. სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ჰემოკონცენტრაციას, რაზეც მიუთითებს მომატებული ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი. ეს კაპილარული გაჟონვის მარკერია. გულმკერდის რენტგენოსკოპია ავლენს მზარდი არაკარდიოგენული ფილტვების შეშუპების სურათს (გულის ზომები ნორმალურია და შეიძლება აღინიშნოს ფილტვის ინფილტრატები ± პლევრული გამონაჟონი). [Figure caption and citation for the preceding image starts]: ფილტვის ბილატერალური ინფილტრატები ჰანტავირუსული პულმონური სინდრომის დროსCDC საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოტოგალერეა (PHIL), ლორენ კეტაი, MD [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@13953909 გაზების ანალიზი მეტაბოლურ აციდოზს ავლენს. შრატში ლაქტატები უნდა გამოვიკვლიოთ, რადგანაც მათი მატება არაკეთილსაიმედო გამოსავლის მარკერია.

კარდიოპულმონური ფაზის დაწყების შემდეგ დაავადება შეიძლება სწრაფად პროგრესირდეს და კარდიოგენული შოკი და სიკვდილი განვითარდეს, შესაბამისად პაციენტი ინტენსიური თერაპიის პალატაში უნდა იმართებოდეს.[43] საჭიროა კარდიოლოგიური გამოკვლევა. ეკგ-ზე შეიძლება აღინიშნოს არითმიები სინუსური ბრადიკარდიიდან პარკუჭთა ფიბრილაციამდე, და ექოკარდიოგრამაზე იქნება დაქვეითებული განდევნის ფრაქცია. რეკომენდებულია ჰემოდინამიკის გაზომვა. კარდიოპულმონური ფაზის დროს ვლინდება დაქვეითებული გულის ინდექსი და მომატებული პერიფერიული წინააღმდეგობა, რაც კარდიოგენულ შოკს სეპტიკური შოკისგან განასხვავებს, რომლის დროსაც დაქვეითებული პერიფერიული წინააღმდეგობა და გულის მომატებული წუთმოცულობა ვლინდება. პერიფერიული წინააღმდეგობა და გულის ინდექსის შეფასება ნაკადმიმართული ფილტვის კათეტერით (შვან-განცის კათეტერით) ხდება. გულის ინდექსი <2.5 ლ/წთ/მ² ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაციის დაწყების ერთ-ერთი კრიტერიუმია.[44][53]

პაციენტებთან აუხსნელი სწრაფად პროგრესირებადი ფილტვის პათოლოგიით ფილტვის ბიოფსია შეიძლება ჩატარდეს ან ტრანსბრონქული ბრონქოსკოპიით, ან ვიდეოთრაკოსკოპით. HCPS შემთხვევებში კვლევამ შეიძლება გვიჩვენოს ინტრა-ალვეოლური შეშუპება იმუნობლასტების ინტერსტიციური ინფილტრატით. გამოვლინდება პოლიმორფონუკლეური უჯრედების მწირი რაოდენობა. ენდოთელიუმის და ალვეოლების ამომფენი უჯრედები ინტაქტურია და დათვალიერებით ნორმალურია. აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით როგორც კვლევის ტესტი ხელმისაწვდომია ჰანტავირუსის რნმ-ის იმუნოჰისტოქიმიური შეღებვის წესი, რომელიც დიფუზურ ენდოთელიუმის უჯრედებს ავლენს.[53][54]

სამხრეთ ამერიკაში ჰანტავირუსის სეროლოგიური კვლევა IgM-სპეციფიური ანტისხეულების გამოსავლენად მწვავე ჰანტავირუსული ინფექციის ყველაზე ხშირად გამოყენებადი დიაგნოსტიკური ტესტია. ამაზე დამატებით რეალურ დროში რევერსული ტრანსკრიპტაზული პჯრ ტესტით (RT-PCR) შეიძლება დადგინდეს ინფექციის გამომწვევი ჰანტავირუსის სპეციფიური ტიპი. სეროლოგიური კვლევის, ისეთი როგორიცაა IgM ELISA-ს კომბინაცია RT-PCR-თან მაღალსენსიტიურია და HCPS-ის ლაბორატორული დიაგნოსტიკის სწორ მიდგომას წარმოადგენს.[55]

დიურეზული ფაზა

კარდიოპულმონურ ფაზას დიურეზული ფაზა მოსდევს რა დროსაც ფილტვების შეშუპების ლაგდება. გამოჯანმრთელების პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას