კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

გრამის და მჟავაგამძლე საღებავები

ტესტი
შედეგი
ტესტი

პირველი ტესტი ტარდება, როდესაც ნოკარდიას ინფექციაზე არსებობს ეჭვი.

გრამის წესით შეღებვა ნოკარდიას მიკობაქტერიისგან დიფერენცირების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სენსიტიურია, ვიდრე გრამის წესით შეღებვა, მოდიფიცირებული მჟავაგამძლე საღებავი საშუალებას იძლევა გავარჩიოთ ნოკარდია და აქტინომიცეტები.[7] უნდა გაკეთდეს გრამის წესით შეღებვისას საეჭვო დადებითი ნიმუშის დასადასტურებლად.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ამოხველებული ნახველის ნიმუში: მოდიფიცირებული მჟავაგამძლე საღებავით შეღებვა, რაც გვიჩვენებს ნოკარდიას სახეობებსFrom the collection of Dr Jorge Garbino [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3483a86[Figure caption and citation for the preceding image starts]: ამოხველებული ნახველის ნიმუში: ცილ-ნილსონის საღებავით შეღებვა მიკობაქტერიის და ნოკარდიას სხვადასხვა მორფოლოგიის შესადარებლადFrom the collection of Dr Jorge Garbino [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2548821a

შედეგი

მკვეთრი, დატოტვილი ფილამენტები

კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

სახეობებს შეუძლია გაიზარდოს ნებისმიერ ნიადაგზე, რომელიც რუტინულად გამოიყენება ბაქტერიული, სოკოვანი და მიკობაქტერიული კულტურისთვის.[20] ლაბორატორია უნდა გავაფრთხილოთ, როდესაც ნოკარდიაზე გვაქვს ეჭვი, რადგანაც კულტურის გაზრდას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე კვირა, რომ დადებით პასუხი მოგვცეს. ზომების მიღება საჭიროა, რათა მოხდეს ორგანიზმის დადგენისა და აღდგენის ოპტიმიზაცია. ჰიფების არსებობა განასხვავებს ნოკარდიას გვარს სხვა მასთან დაკავშირებული გვარისგან, მათ შორის Rhodococcus, Gordonia, Corynebacterium, და Mycobacterium. ნოკარდიას კოლონიის მორფოლოგია ვარიაბელურია ჩართული სახეობების მიხედვით.[8]

შედეგი

კოლონიებს აქვთ ცარცისფერი-მოთეთრო ან ბამბის ბურთის შეხედულება

მატრიცის დახმარებით ლაზერული დეზორბცია იონიზაცია-ფრენის დრო მასის სპექტრომეტრია.(MALDI-TOF MS).

ტესტი
შედეგი
ტესტი

მას შემდეგ რაც მოხდება მიკროორგანიზმების იზოლირება, რამდენიმე ლაბორატორიული ტესტის გამოყენებაა შესაძლებელი სახეობის დიფერენცირებისთვის.

მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ ნოკარდიის სახეობებისა და კომპლექსების მაღალი წილი შეიძლება ზუსტად იყოს იდენტიფიცირებული MALDI-TOF MS-ით.[58][59]

შედეგი

სახეობები/კომპლექსები

ბიოქიმიური სახეობების ტიპირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

მას შემდეგ რაც მოხდება მიკროორგანიზმების იზოლირება, რამდენიმე ლაბორატორიული ტესტის გამოყენებაა შესაძლებელი სახეობის დიფერენცირებისთვის.

ამის მისაღწევად შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიოქიმიური სახეობების ტიპირება. ტესტების ერთობლიობა გამოიყენება ნოკარდიის იზოლატების სახეობის დონეზე იდენტიფიცირებისთვის.[60]

შედეგი

სახეობების კომპლექსი ან სახეობების დონე

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) დაფუძნებული ტექნიკა.

ტესტი
შედეგი
ტესტი

მიკროორგანიზმის იზოლირების შემდეგ, მრავალი ლაბორატორიული ტესტი შეიძლება გამოყენებულ იქნას სახეობების დიფერენცირებისთვის.

PCR-ზე დაფუძნებული ტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრონქოალვეოლური ლავაჟის სითხის ნიმუშებზე ნოკარდიას სახეობების დასადგენად.[48][49]

შედეგი

ნოკარდიის სახეობები / ქვესახეობები

გულმკერდის რენტგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა შესრულდეს , იმიტომ რომ პულმონური გამოვლინება დაავადების ყველაზე ხშირი ფორმაა. თუმცა, პულმონური და დისემინირებული ნოკარდიოზისთვის არ არსებობს სპეციფიკური რადიოლოგიური ნიმუში.[21][52]

პაციენტები, რომლებიც კოლონიზებულია ფილტვის ინვაზიური ნოკარდიული ინფექციით, ჩვეულებრივ ფილტვის გადატანილი ანომალიებიც აქვთ, როგორიცაა ტუბერკულოზური გართულებები, ბრონქოექტაზიები ან ემფიზემა.

გულმკერდის წინა რენტგენი ძალიან გამოსადეგია, რათა შედარდეს კლინიკური განვითარება და ახალი პათოლოგიების არსებობა.

შედეგი

ალვეოლური კონსოლიდაცია, ღრუები, კვანძები, პლევრული გამონაჟონი

თავის CT-ით

ტესტი
შედეგი
ტესტი

თავის ტვინის აბსცესები ყველაზე ხშირი გამოვლინებაა პაციენტებში, რომლებსაც ნოკარდიას მიერ გამოწვეული ნევროლოგიური დაზიანებები აქვთ.[54][61][55]ისინი შესაძლოა დაემსგავსოს მეტასტაზებს,ბაქტერიულ ან სოკოვან ინფექციას.[55]

თავის ვიზუალიზაციური კვლევა (CT ან MRI) უნდა შესრულდეს ყველა პაციენტში, რომლებზეც ეჭვი გვაქვს ან დადასტურებულია, რომ აქვთ ნოკარდიული ინფექცია, მაშინაც კი, როდესაც ნევროლოგიური სიმპტომები არ აღინიშნება.[43][54]​​[Figure caption and citation for the preceding image starts]: დისემინირებული ნოკარდიოზი: კტ სკანირება ტვინის აბსცესის მქონე იმუნოსუპრესირებულ პაციენტშიFrom the collection of Dr Jorge Garbino [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@400b1e48

შედეგი

აბსცესები

გასათვალისწინებელი კვლევები

გულმკერდის CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

გულ-მკერდის რენტგენთან შედარებით უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის. ძალიან სასარგებლოა თუ ბრონქოალვეოლური ლავაჟის შესრულებამდე ოპორტუნისტულ ინფექციაზე გვაქვს ეჭვი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პულმონური ნოკარდიოზი: კტ სკანირება კვანძოვანი დაზიანებებით იმუნოსუპრესირებულ პაციენტშიFrom the collection of Dr Jorge Garbino [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2657ec6e

შედეგი

კონსოლიდაცია, ღრუები, კვანძები, პლევრული გამონაჟონი

თავის MRI-ით

ტესტი
შედეგი
ტესტი

თავის ვიზუალიზაციური კვლევა (CT ან MRI) უნდა შესრულდეს ყველა პაციენტში, რომლებზეც ეჭვი გვაქვს ან დადასტურებულია, რომ აქვთ ნოკარდიული ინფექცია, მაშინაც კი, როდესაც ნევროლოგიური სიმპტომები არ აღინიშნება.[54]

შედეგი

აბსცესები

ახალი ტესტები

შემდეგი თაობის სექვენირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

კლინიკური ნიმუშების შემდეგი თაობის სეკვენსირება მათ შორის ქსოვილი, ბრონქოალვეოლური ლავაჟი და სისხლი არის ნოკარდიოზის სწრაფი დიაგნოსტიკის ახალი მიდგომა, სახეობების იდენტიფიკაციის ჩათვლით.[50][51]

შედეგი

სახეობების მიმართ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას