ეტიოლოგია

ნოკარდიის სახეობები ყველგან გავრცელებული ნიადაგის ორგანიზმებია,რომელიც ხშირად აინფიცირებს იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებს.[15] პორტალური შესვლის ძირითადი გზა აეროზულია და ყველაზე ხშირად დაზიანებული ორგანო ფილტვებია. ნოკარდიას სახეობები არ არის ადამიანის ნორმალური ფლორის ნაწილი, ქსოვილიდან ან ნორმალური სტერილური ადგილიდან ნებისმიერი იზოლატის ფრთხილი შეფასებაა საჭირო.[7]

ნოკარდიოზი გამოწვეულია ნოკარდიის გვარის მიკროორგანიზმებით, რომელიც მოიცავს გრამდადებით, მჟავა გამძლე ბაცილებს,იდენტიფიცირებული >90 სახეობით, რომელთაგან 54 დაფიქსირდა კლინიკურად რელევანტურად.[16][17]ფილტვის ნოკარდიოზი და დისემინირებული ნოკარდიოზი შესაძლოა ჩაითვალოს ოპორტუნისტულ დაავადებად, რადგან ორივე დაავადება ძირითადად ვითარდება უჯრედული იმუნიტეტის დეფიციტისას , როგორიცაა მყარი ორგანოს ტრანსპლანტისა, ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტის მიმღები ადამიანები, აივ ინფიცირებული პირები, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე მყოფი და ავთვისებიანი დაავადებების მქონე პაციენტები.[18] პაციენტები ფილტვების სტრუქტურული დაავადებებით, როგორიცაა კისტოზური ფიბროზი ან ბრონქოექტაზია, ასევე უფრო მგრძნობიარენი არიან ნოკარდიის ინფექციის მიმართ, განსაკუთრებით კორტიკოსტეროიდების მიღების შემთხვევაში.[6]

პირველადი კანის ნოკარდიოზი შეიძლება განვითარდეს იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში მიკროორგანიზმების პირდაპირი ინოკულაციით. ამ პაციენტების უმეტესობას აქვთ რისკ ფაქტორების ექსპოზიცია, როგორიცაა სოფლად მუშაობა ან სასუფლო სამეურნეო საქმიანობებში ჩართულობა.[8][11][12][13]

პათოფიზიოლოგია

ნოკარდიას სახეობების ჩასუნთქვა ხდება მტვერთან ერთად, განსაკუთრებით მშრალ ადგილებში. ინჰალაციის შემდეგ, ბაქტერია შეიძლება კოლონიზდეს ფილტვებში ან წარმოქმნას მწვავე, ქვემწვავე ან ქრონიკული რესპირატორული დაავადება, ეს დამოკიდებულია პაციენტის იმუნურ სტატუსზე. გავრცელებული შემთხვევების უმრავლესობა წარმოიქმნება ფილტვებიდან ჰემატოგენური გავრცელებით. ყველაზე ხშირად დაზიანებული ორგანო არის ცნს და კანი, მაგრამ შესაძლებელია ნებისმიერი ორგანო იყოს ჩართული. იშვიათად, დისემინირება შესაძლოა მოხდეს სხეულის ერთი ნაწილიდან უახლოეს ნაწილზე გავრცელების საშუალებით.[8] იმუნოკომპეტენტური და იმუნოკომპრომისული პაციენტები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ცნს ნოკარდიოზით, მაშინაც კი, როდესაც პირველადი ჩართულობა არ არის აშკარა.[19]

კანის პირველადი ნოკარდიოზის მქონე პაციენტებში ინფექცია ხდება კანის პირდაპირი ინოკულაციის შემდეგ. აქ ინფექცია შესაძლოა განვითარდეს ზედაპირულ ინფექციად ან პროგრესირდეს სიღრმეში და დააზიანოს კანქვეშა ქსოვილები. ლიმფური კვანძებისა და ლიმფური სისხძარღვების ჩართულობა შესაძლოა განვითარდეს ,ისევე როგორც კვანძოვანი ლიმფანგიტური ფორმა. ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს კანის უფრო ღრმა ქსოვილებში და თვეებისა და წლების განმავლობაში ვითარდება როგორც მიცეტომა (აქტინომიცეტომა).[8][11][12][13] არ არსებობს ნოკარდიული ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულება.[20]

კლასიფიკაცია

კლინიკური კატეგორიები

არ არის ხელმისაწვდომი დაავადების საერთაშორისოდ აღიარებული კლასიფიკაცია. ძირითადად მიღებული სტანდარტული კლინიკური კატეგორიებია:

ფილტვის ნოკარდიოზი

  • იწვევს ნოკარდიას სხვადასხვა სახეობა. მწვავე, ქვემწვავე ან ქრონიკული პნევმონია სხვადასხვა რადიოგრაფიული დამახასიათებელი სურათით (ალვეოლური ავსების პროცესი, ღრუები, ემფიემა და/ან აბსცესები). შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების სტრუქტურული დაავადების მქონე პაციენტებში.

კანის ნოკარდიოზი

  • ძირითადად იწვევს N brasiliensis. ტრავმატული ინოკულაციის მქონე იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ზედაპირული კანის დაავადება (კანის პირველადი ნოკარდიოზი), ლიმფოკუტანეური დაავადება (სპოროტრიქოდული ნოკარდიოზი) ან მიცეტომები (აქტინომიცეტომა).

დისემინირებული ნოკარდიოზი

  • იწვევს ნოკარდიას სხვადასხვა სახეობა. უმეტეს შემთხვევაში, გავრცელება ხდება ფილტვებიდან და უფრო ხშირად მოიცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, კანს და რბილ ქსოვილებს. ეს ძირითადად ნანახია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში (მაგ. ორგანოების გადანერგვის მიმღები და შიდსის მქონე პაციენტები).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას