ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძლიერი რისკფაქტორები მოიცავს უჯრედულ იმუნოკომპრომისს, ფილტვის სტრუქტურულ დაავადებას, ავთვისებიან მდგომარეობას ან ქიმიოთერაპიას.
ხველა ჩირქოვანი ნახველით
ნოკარდიოზის ყველაზე ხშირი კლინიკური გამოვლინებაა ფილტვის ინფექცია, რომელიც შემთხვევათა დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს. არ არის სპეციფიკური ნიშანი ან სიმპტომი, რომელიც შესაძლოა ფილტვის ჩართულობასთან იყოს დაკავშირებული, კლინიკური გამოვლინება შესაძლოა იყოს მწვავე, ქვემწვავე ან ქრონიკული. ჩვეულებრივ აღინიშნება ცხელება, ხველა და ჩირქოვანი ნახველი. რადიოლოგიურ ნიშნებს მიეკუთვნება კონსოლიდაცია, კვანძები ან ღრუები გულმკერდის რენტგენზე. ასევე ხშირია პლევრული გამონაჟონი და ემპიემა.[21]
ცხელება
პულმონური ნოკარდიოზის ძირითადი გამოვლენილი სიმპტომია.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
თავის ტკივილი
განპირობებულია თავის ტვინის აბსცეს(ებ)ის გამო მომატებული ქალასშიდა წნევით.
გულისრევა და ღებინება
განპირობებულია თავის ტვინის აბსცეს(ებ)ის გამო მომატებული ქალასშიდა წნევით.
დაბნეულობა
განპირობებულია თავის ტვინის აბსცეს(ებ)ის გამო მომატებული ქალასშიდა წნევით.
დაქვეითებული ცნობიერება
განპირობებულია თავის ტვინის აბსცეს(ებ)ის გამო მომატებული ქალასშიდა წნევით.
კანის წყლულები ან აბსცესები
პულმონური ნოკარდიოზის შემთხვევათა ნახევარი მოიცავს ფილტვების გარდა სხეულის სხვა ნაწილებს. დისემინირებული ინფექციის მქონე პაციენტთა დაახლოებით 20% შემოდის ექსტრა-პულმონური დაავადებით და ყველაზე ხშირად ზიანდება ცნს, კანი და რბილი ქსოვილები.[8]
რისკფაქტორები
ძლიერი
მყარი ორგანოსა და ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტის მიმღები
უჯრედული იმუნიტეტის დეფიციტი მქონე პაციენტები ძალიან მგრძნობიარეა ნოკარდიის სახეობის ინფექციების მიმართ.[21]ნოკარდია არის კანის, ფილტვის და დისემინირებული ინფექციის კარგად ცნობილი, თუმცა იშვიათი მიზეზი მყარი ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს და ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მიმღებებში.[22][23][24][25][26]
ნოკარდიის ინფექციების სიხშირე პაციენტთა ამ ჯგუფში მერყეობს 0.04%-დან 3.50%-მდე და ეს ინფექციები ძირითადად აღინიშნა გულის, თირკმელების, ღვიძლის, ფილტვების და ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მიმღებებში.[9][10][27]
იშვიათია ნოკარდიის ინფექცია ორგანოს გადანერგვის პირველი თვის განმავლობაში. ნოკარდიის ინფექციისგან დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორებს ორგანოთა ტრანსპლანტაციის მიმღებთა შორის მიეკუთვნება მაღალი დოზით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, კალცინურინის ინჰიბიტორების მაღალი დონე და ციტომეგალოვირუსული ინფექცია ანამნეზში.[28]
ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლის პროფილაქტიკა ტრანსპლანტაციის შემდეგ პირველ 6 თვეში Pneumocystis jiroveci პნევმონიის პროფილაქტიკისთვის შეიძლება შეამციროს ნოკარდიის ინფექციების სიხშირე, თუმცა აღწერილია ინფექციები პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ თერაპიას, განსაკუთრებით დაბალი დოზებით.[29]
აივ დადებითი და CD4 T უჯრედების მცირე რაოდენობა (<100 უჯრედი/მმ^3)
დაბალი CD4 T-უჯრედების რაოდენობრის მქონე (<100 უჯრედი/მმ³) პაციენტებს ნოკარდიოზის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, რაც განპირობებულია უჯრედული იმუნიტეტის დეფიციტით.[30]
მიუხედავად იმისა, რომ ნოკარდიოზის სიხშირე დაბალია შიდსით დაავადებულ პაციენტებში (0.1%-დან 0.4%-მდე), ის დაკავშირებულია მაღალ ავადობასთან და სიკვდილიანობასთან.[20][31]
ინფექციის უმეტესობას ახასიათებს ფილტვების ჩართულობა ან გავრცელებულია.[32]
Pneumocystis jiroveci პნევმონიის პროფილაქტიკა ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლით პაციენტებში <200 CD4 T უჯრედები/მმ³ შეიძლება შეამციროს ნოკარდიოზის სიხშირე.[29] იმის გამო, რომ კლინიკური გამოვლინება შესაძლოა მსგავსი იყოს, ნოკარდიოზის დიაგნოზი შესაძლოა დაყოვნდეს ან შეცდომით იქნას დიაგნოსტირებული დადებითი აივ-ინფექციის მქონე პაციენტებში, რომლებშიც ტუბერკულოზის კლინიკური ეჭვი არსებობს.[33]
შედეგი ცუდია დაყოვნებული დიაგნოზისას.[32]
იმუნოსუპრესია
კორტიკოსტეროიდების სისტემური გამოყენება იწვევს უჯრედული იმუნიტეტის შერჩევით ჩახშობას.[34] შემთხვევების მოხსენება აღწერს სისტემური კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებულ გამოყენებას როგორც პულმონური და დისემინირებული ნოკარდიოზის მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად. კორტიკოსტეროიდის თერაპია ხშირადაა დაკავშირებული სხვა მაპროვოცირებელ მდგომარეობებთან, როგორიცაა ფილტვის დაავადება, აუტოიმუნური დაავადებები ან ტრანსპლანტაცია.[35]
სიმსივნის საწინააღმდეგო ნეკროზის ფაქტორის პრეპარატების გამოყენება რამდენიმე მდგომარეობისთვის, როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადება, ასევე დაკავშირებულია ნოკარდიოზის განვითარებასთან.[36]
ფილტვის სტრუქტურული დაავადება
ბრონქოექტაზია და ფილტვის სხვა სტრუქტურული ანომალიები, როგორიცაა კისტოზური ფიბროზი, მოხსენებულია, როგორც ნოკარდიის სახეობების კოლონიზაციის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები.[37] ამ კლინიკური მდგომარეობების მქონე პაციენტები ხშირად არიან კორტიკოსტეროიდულ თერაპიაზე და შესაბამისად კიდე უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ინვაზიური ნოკარდიოზისკენ.
სუსტი
სასოფლო-სამეურნეო სამუშაო
კანის პირველადი ნოკარდიოზის მქონე პაციენტები ხშირად სოფლის მეურნეობის მუშები არიან, რომლებშიც ინფექცია კანისა და რბილი ქსოვილების საშუალებით ხვდება. ინფექცია ვითარდება ნოკარდიის ნებისმიერი პუნქციის ან სხვა ტრავმული, პირდაპირი შეყვანის შემდეგ.[20]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას